ფიტნესიჯანმრთელობა

აპლიკაცია, რომელიც გადაგიხდით ფორმაში რომ ჩადგეთ

მეტი მოტივაცია გჭირდებათ ვარჯიშისთვის? გამოწვევებს ეძებთ და სანაცვლოდ პრიზის მიღება გსურთ? ეს აპლიკაცია გადაგიხდით, ფორმაში რომ ჩადგეთ და ივარჯიშოთ!

დაინტერესდით? გააგრძელეთ კითხვა.

თქვენთვის საუკეთესო სხეულის შექნის პროცესი უნდა იყოს მარათონი და არა სპრინტი (ზოგ შემთხვევაში პირდაპირი გაგებით).

მოტივაციისთვის მხოლოდ ვარჯიშის შედეგების ლოდინი ყოველთვის ეფექტური არ არის, რადგან ეს შედეგენი ხანდახან ძალიან ნელა მოდის.

„Sweatcoin“ — უფასო სმარტფონების აპლიკაციაა, რომელიც შესაძლოა იყოს გმირი თქვენი მოტივაციის გასაღვიძებლად –  უფასო აპლიკაცია, რომელიც ფულს გიხდით იმაში, რომ იყოთ ფიზიკურად აქტიურები.

ამჟამად, ყოველ კვირა 2 მილიონი ადამიანი იყენებს Sweatcoin-ს. ფიტნეს აპლიკაცია, მომხმარებლის ყოველდღიურ ნაბიჯებს ითვლის და ყოველ 1000 ნაბიჯზე 0,95 “sweatcoin”-ს ურიცხავს.

მისი გამოყენება კი შეგიძლიათ ფიტნესთან დაკავშირებულ სერვისებსა და პროდუქტებში.

ერთ დღესაც, აპლიკაციის დეველოპერების განცხადებით, ის შეიძლება ისეთივე მოდური კრიპტოვალუტა გახდეს, როგორიც ბიტკოინია.

იმ შემთხვევაში, თუ თვლით, რომ კრიპტო ვალუტის გადახდა იმისთვის, რომ ცხიმი დაწყვათ ზედმეტად წააგავს სერიალ „Black Mirror”-ის სცენარს, მაშინ პენსილვანიის უნვერსიტეტის კვლევის შედეგებს მაინც დაუჯერეთ.

კვლევებმა ცხადჰყო, რომ გამოკითხული ჯგუფის უმრავლესობისთვის დღეში 7000 ნაბიჯში 1 ევროს გადახდა სრულიად საკმარისი ჯილდო იყო მათი მიღწევისთვის, მაგრამ ის ვინც ვერ მიაღწევდა მიზანს დაკარგავდა 1 ევროს.

კვლევის თანახმად, მონაწილეები, რომლებიც იგებდნენ რომ ვარჯიშის გამოტოვების გამო ფულს დაკარგავენ, 50%-ით უფრო აღწევდნენ მიზანს.

ჩვენი რჩევა? ის, რაც მეტ ადამიანს დააწყებინებს ვარჯიშს მხოლოდ კარგი რამ შეიძლება იყოს.

ასევე ნახეთ:  როგორ ზემოქმედებს მუსიკა ვარჯიშზე?

აპლიკაცია ანდროიდისთვის

აპლიკაცია iOS-ისთვის