წონაში კლებაწონის კორექციაჯანმრთელობა

დეტოქსიკაციის 7 გზა ახალი წლის შემდეგ | დეტოქსი

ახალი წელი ძალიან რთული გასტრონომიული პერიოდია ჩვენი ორგანიზმისთვის. თუ ახალ წლამდე ჯანსაღად იკვებებოდით, ახალი წლის დღეები ორჯერ უფრო მძიმე იქნებოდა თქვენთვის.  თქვენ აუცილებლად გჭირდებათ დეტოქსი .

ისეც და ასეც, აუცილებელია ორგანიზმი დავარესტარტოთ და მოვიყვანოთ მწყობრში ამ რთული დღეების შემდეგ.

გთავაზობთ მარტივ გზებს ორგანიზმის გასაწმენდად ახალი წლის შემდეგ.

1. დალიეთ რაც შეიძლება მეტი წყალი

წყლის დალევა დაგეხმარებათ ტოქსინების სხეულიდან გამოდევნაში. გარდა ამისა, წყალი ასევე ხელს უწყობს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს და გეხმარებათ ცხიმების წვის პროცესში. შესაბამისად, ამცირებს გულის დაავადებების რისკსაც.

2.მიიღეთ უფრო მეტი ხილი და ბოსტნეული

ხილი და ბოსტნეული დაგეხმარებათ  მიიღოთ ნუტრიტები და ხელი შეუწყოთ ცხიმების მიღების პრევენციას.

3. მიირთვით მარცვლეული

მაგალითად, მიიღეთ ყავისფერი ბრინჯი, რომელიც მდიდარია ბოჭკოთი. იგი დაგეხმარებათ სხეულიდან ტოქსინების გამოდევნაში.

4. დალიეთ თბილი წყალი ლიმონთან ერთად

ლიმონთან ერთად თბილი წყლის დალევა, თუ მას ერთ კოვზ თაფლსაც დაუმატებთ, ხელს შეუწყობს თქვენს ორგანიზმში მიმდინარე დეტოქსიკაციის პროცესს და შეუშლის ხელს ქოლესტერინის დონის გაზრდას.

5. შეეცადეთ თავი აარიდოთ შემწვარ საკვებს

ის მდიდარია კალორიებით. ასე რომ, თუ თქვენი მიზანი დეტოქსი გახლავთ, თავი აარიდეთ შემწვარ საკვებს.

6. უთხარით უარი გაზიან სასმელებს

შეეცადეთ სრულად შეწყვიტოთ გაზიანი სასმელის მიღება,რადგან იგი შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, რაც გაზრდის ქოლესტერინის დონეს თქვენს სხეულში.

7. ივარჯიშეთ

ამ პროცესში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ვარჯიშს. ასე რომ, თუ სხეულის დეტოქსიკაცია გსურთ, აუცილებლად ივარჯიშეთ.

ასევე ნახეთ:  6 მიზეზი, თუ რატომ გილურჯდებათ კანი მარტივად | კანის დალურჯება

8. დაიწყეთ სწორად კვება

ახალი წლის რთული დღეების შემდეგ აუცილებელია გადახვიდეთ სწორ კვებაზე. თუ აქამდე იცავდით კვების რაციონს, დაუბრუნდით მას, ან დაიხმარეთ Fit.Ge-ს სერვისი და შეიდგინეთ თქვენზე მორგებული სწორი კვების რაციონი ფასდაკლებით. ეწვიეთ ამ ბმულს