დუკანის დიეტა – განმტკიცების ფაზა

დუკანის დიეტა – საწყისი გვერდის სანახავად დააჭირეთ აქ

გილოცავთ, თქვენ დაასრულეთ დუკანის დიეტის მეორე ფაზა და ახლა დროა გადახვიდეთ მესამე საფეხურზე – დუკანის დიეტის გამტკიცების ფაზაზე.

ეს არის პროგრესის ის ეტაპი, როცა სასურველ წონამდე დაიკელით, მაგრამ არ მოდუნდეთ – ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ სწორედ ახლა ხართ – დაკლებული კილოგრამები შეიძლება უკან დაიბრუნოთ, თუ კვებას სწორად არ გააგრძელებთ. მაგრამ კარგი ამბავიც გვაქვს – დუკანის დიეტა საშალებას გაძლევთ მესამე ფაზაში ცოტა უფრო გემრიელი საკვებით იკვებოთ, რადგან წონაში დასაკლები აღარ გაქვთ, ახლა თქვენი მიზანია ამ წონის შენარჩუნებაა.

დუკანის დიეტას მესამე ფაზაში მხოლოდ ერთი წესი აქვს – ყოველი დაკლებული 1 კილო განმტკიცების ფაზას 10 დღით ახანგრძლივებს, ანუ თუ დაიკელით 10 კილო, განმტკიცების ფაზაზე 100 დღე უნდა იყოთ.

დუკანის დიეტის ამ ფაზის მთავარი მიზანი კვების ჩვეულ რიტმში დაბრუნებაა, მაგრამ ისე რომ მიეჩვიოთ ჯანსაღად კვებას. დუკანის დიეტა და მისგან აქამდე შეძენილი ცოდნა კვების შესახებ ახლა კიდევ უფრო მეტად გამოგადგებათ, რადგან დიეტას ამატებთ ახალ საკვებს.


ყველანაირი დიეტა სცადეთ და მიხვდით რომ რამე უფრო ეფექტური გჭირდებათ გარანტირებული შედეგით?
ჩვენ გთავაზობთ ინოვაციურ სერვისს – სწორი კვებისა და ვარჯიშის შედგენას ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად:
▪ თქვენი გემოვნების მიხედვით შედგენილი კვების რაციონი
▪ არანაირი შიმშილი
▪ სავარჯიშო პროგრამა დარბაზის ან სახლის პირობებში
▪ სავარჯიშო ვიზუალურ ინსტრუქციები
▪ სხვა ინდივიდუალურ რეკომენდაციები, როგორებიცაა: წყლის დღიური ნორმა, საჭირო კალორიები, საკვებდანამატები და სხვ.
სერვისის ფასი მხოლოდ 25 ლარია.
დამატებითი დეტალებისთვის დააჭირეთ ამ ბმულს.


გარდა დუკანის დიეტის წინა ფაზებზე დაშვებული პროდუქტისა, თქვენ უკვე შეგიძლიათ მიირთვათ პური, ხილი, ყველი და სხვა მსგავსი საკვები. ასევე ვამატებთ განსაკუთრებულ საკვებს, მაგრამ აუცილებელია დაიცვათ წესები:

1 პორცია ხილი დღეში

შეგიძლიათ მიირთვათ ყველანაირი ხილი, გარდა ბანანის, ალუბლისა და ჩირისა. 1 პორცია არის 1 ხილი: ვაშლი, მსხალი, ფორთოხალი, 1-2 მუჭა მარწყვი, რამდენიმე ქლიავი და ა.შ.

2 ნაჭერი პური დღეში

შეგიძლიათ მიირთვათ პური საუზმეზე, სენდვიჩის სახით ან წვნიანთან ერთად.

პურის მაგივრად შეგიძლიათ დაამატოთ 1 ჭიქა მაკარონი ან სხვა პროდუქტი, რომელიც სახამებელს შეიცავს: ყავისფერი ბრინჯი, ოსპი, ბარდა და ა.შ.

40გრ ყველი დღეში

შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი ყველი. მოერიდეთ ცხვრის ყველს და კამამბერს (რბილი და მდნარი ყველი). ჯობს ეს 40გრ მიირთვათ ერთ ჭამაზე.

კვირაში 2 პორცია სახამებლიანი საკვები

მოერიდეთ თეთრ ბრინჯს და კარტოფილს.
მაკარონი, პასტა – არ გამოიყენოთ ცხიმი მოხარშვისას, მიირთვით 220გრ (მოხარშული).
ასევე შეგიძლიათ მიირთვათ ოსპი, ლობიო – იმავე რაოდნეობით.

ღორისა და ცხვრის ხორცი

კვირაში ერთხელ შეგიძლიათ მიირთვათ ღორისა და ცხვრის ხორცი, მაგრამ შეეცადეთ აარჩიოთ მჭლე ნაჭრები.

განსაკუთრებული საკვები

კვირაში ორჯერ შეგიძლიათ მიირთვათ რაც გინდათ, დიახ – ნებისმიერი რამ: პიცა, კარტოფილი ფრი, ნაყინი და ა.შ. ოღონდ აქაც გვაქვს წესები, რომლებიც უნდა დაიცვათ:

  • არ ჭამოთ ბევრი, დაკმაყოფილდით 1 პორციით. მთავარია გემო და არა რაოდენობა.
  • პირველ და მეორე განსაკუთრებულ საკვებს შორის უნდა იყოს რამდენიმე დღე. თუ ერთ საკვებს შეჭამთ შაბათს საღამოს, მეორის ჭამა კვირა დილას არ შეიძლება. აუცილებელია ორგანიზმს მისცეთ დრო, რომ ეს ახალი და განსაკუთრებულად მძიმე პროდუქტი გადაამუშავოს დ აკალორიები დაწვას.
  • ჯობს განსაკუთრებული საკვებისთვის წინასწარ მოემზადოთ, იცოდეთ როდის რას ჭამთ. საუკეთესო ვარიანტია თუ საკვებს სახლში მოიმზადებთ, დაგეგმეთ განსაკუთრებული საკვების მიღება კარგად, ასე ეს საკვები მართლაც განსაკუთრებული იქნება.

ცილების (პროტეინის) დღე

კვირაში აიღეთ ერთი დღე, როცა მხოლოდ ცილოვან (პროტეინს) საკვებს მიიღებთ. ამ დღეს დაშვებულია მხოლოდ იმ საკვების მიღება, რაც შეტევის ფაზაში შეგეძლოთ. ეს დღე არის იმის გარანტი, რომ დაკლებულ წონას უკან არ მოიმატებთ.

 

 


ყველანაირი დიეტა სცადეთ და მიხვდით რომ რამე უფრო ეფექტური გჭირდებათ გარანტირებული შედეგით?
ჩვენ გთავაზობთ ინოვაციურ სერვისს – სწორი კვებისა და ვარჯიშის შედგენას ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად:
▪ თქვენი გემოვნების მიხედვით შედგენილი კვების რაციონი
▪ არანაირი შიმშილი
▪ სავარჯიშო პროგრამა დარბაზის ან სახლის პირობებში
▪ სავარჯიშო ვიზუალურ ინსტრუქციები
▪ სხვა ინდივიდუალურ რეკომენდაციები, როგორებიცაა: წყლის დღიური ნორმა, საჭირო კალორიები, საკვებდანამატები და სხვ.
სერვისის ფასი მხოლოდ 25 ლარია.
დამატებითი დეტალებისთვის დააჭირეთ ამ ბმულს.