დუკანის დიეტა – კრუიზის ფაზა

დუკანის დიეტა – საწყისი გვერდის სანახავად დააჭირეთ აქ

დუკანის დიეტაზე ყოფნის შეტევის ფაზის დასრულების შემდეგ დროა გადახვიდეთ კრუიზის ფაზაზე, ეს ფაზა დაგეხმარებათ სამიზნე წონამდე ჩამოსვლაში. ამ ფაზაში დუკანის დიეტა გადადის ცილოვანი საკვებისა და ბოსტნეულის მონაცვლეობაზე, იღებთ იმ ცილოვან საკვებს, რომლებსაც იღებდით შეტევის ფაზაში და უმატებთ ბოსტნეულს.

დუკანის დიეტის კრუიზის ფაზის დროს კვირაში დაახლოებით 1 კილოს დაკლება ითვლება კარგ შედეგად ჯანმრთელობისთვის. შეიძლება ეს ციფრი შეტევის ფაზის შემდეგ ცოტა მოგეჩვენოთ, მაგრამ წონის შენარჩუნებისთვის ყოველთვის ჯობს ცოტა დაიკლოთ, ვიდრე დაიკლოთ ბევრი და დიეტის დასრულებისთანავე დაიბრუნოთ საწყისი წონა. წონაში ნელა კლება კარგია ასევე კანისთვისაც, მას უფრო მეტი დრო აქვს ახალი მასის მისაჩვევად და დაჭიმვას ასწრებს.


ყველანაირი დიეტა სცადეთ და მიხვდით რომ რამე უფრო ეფექტური გჭირდებათ გარანტირებული შედეგით?
ჩვენ გთავაზობთ ინოვაციურ სერვისს – სწორი კვებისა და ვარჯიშის შედგენას ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად:
▪ თქვენი გემოვნების მიხედვით შედგენილი კვების რაციონი
▪ არანაირი შიმშილი
▪ სავარჯიშო პროგრამა დარბაზის ან სახლის პირობებში
▪ სავარჯიშო ვიზუალურ ინსტრუქციები
▪ სხვა ინდივიდუალურ რეკომენდაციები, როგორებიცაა: წყლის დღიური ნორმა, საჭირო კალორიები, საკვებდანამატები და სხვ.
სერვისის ფასი მხოლოდ 25 ლარია.
დამატებითი დეტალებისთვის დააჭირეთ ამ ბმულს.


დუკანის დიეტის კრუიზის ფაზის რიტმები

5პპ + 5პბ

ეს არის დუკანის დიეტის მეორე ფაზის ორიგინალი რიტმი.

ამ დროს ერთმანეთს უნაცვლებთ საკვებს, 5 დღე იღებთ პროტეინს (ცილებს) და შემდეგი 5 დღე გადადიხართ შერეულ კვებაზე – პროტეინზე (ცილებზე) და ბოსტნეულზე. ეს რიტმი საკმაოდ რთულია და მოითხოვს მაღალ მოტივაციას.

1პპ+1პბ

პიერ დუკანი თავის დიეტაში ამ რიტმს ანიჭებს უპირატესობას.

დუკანის დიეტის ამ რიტმს დაახლოებით ისეთივე ეფექტი აქვს, როგორიც 5/5-ს, მაგრამ მისი დაცვა უფრო მარტივია, რადგან საკვებს ყოველდღე ცვლით, 1 დღე გაქვთ პროტეინიანი (ცილოვანი) საკვები, მეორე დღე პროტეინი (ცილები) და ბოსტნეული

2პპ + 5პბ

ეს რიტმი განსაკუთრებით კარგია 50 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის, ან მათთვის ვისაც ნაკლები ენერგია აქვს, ან სულაც ძალიან ცოტა აქვთ დასაკლები.

ამ რიტმის დაცვით წონაში კლება შედარებით ნელი იქნება წინა ორ რიტმთან შედარებით.

დუკანის დიეტის კრუიზის ფაზაში დაშვებული ბოსტნეულის სრული სია შეგიძლიათ აქ ნახოთ

დუკანის დიეტის კრუიზის ფაზის წესები:

  • ახლა შეგიძლიათ შვრიის (გერკულესის) მიღება დღეში ორ სუფრის კოვზამდე გაზარდოთ.
  • სასურველია მოუმატოთ ვარჯიშის დროს 30 წუთამდე, თუ პირველ ფაზაში მხოლოდ სიარულით შემოიფარგლებოდით, ახლა შეგიძლიათ აქტიურობა ცოტა უფრო გაართულოთ. ყველაზე მარტივი, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ – სტატიკური გაჩერებაა. ან შეგიძლიათ იხტუნაოთ.
  • ამ ფაზაში ბოსტნეულის დამატება არ ნიშნავს იმას, რომ ცილოვანი საკვები მეორე პლანზე უნდა გადაწიოთ. საკვები ისე გაანაწილეთ რომ მიიიღოთ ცილოვანი საკვები და ბოსტნეული თანაბრად.

 


ყველანაირი დიეტა სცადეთ და მიხვდით რომ რამე უფრო ეფექტური გჭირდებათ გარანტირებული შედეგით?
ჩვენ გთავაზობთ ინოვაციურ სერვისს – სწორი კვებისა და ვარჯიშის შედგენას ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად:
▪ თქვენი გემოვნების მიხედვით შედგენილი კვების რაციონი
▪ არანაირი შიმშილი
▪ სავარჯიშო პროგრამა დარბაზის ან სახლის პირობებში
▪ სავარჯიშო ვიზუალურ ინსტრუქციები
▪ სხვა ინდივიდუალურ რეკომენდაციები, როგორებიცაა: წყლის დღიური ნორმა, საჭირო კალორიები, საკვებდანამატები და სხვ.
სერვისის ფასი მხოლოდ 25 ლარია.
დამატებითი დეტალებისთვის დააჭირეთ ამ ბმულს.