დუკანის დიეტა- სტაბილიზაციის ფაზა

დუკანის დიეტა – საწყისი გვერდის სანახავად დააჭირეთ აქ

გილოცავთ! დუკანის დიეტა თითქმის დაასრულეთ. სტაბილიზაციის ფაზაზე გადასვლა უკვე იმას ნიშნავს, რომ თქვენ გადალახეთ ურთულესი სამი ეტაპი – შეტევის, კრუიზისა და განმტკიცების ფაზები. ანუ მთავარ მიზანს უკვე მიაღწიეთ.

დუკანის დიეტის სტაბილიზაციის ფაზამდე თქვენ უკვე შეძელით წონაში დაკლება და წონის შენარჩუნება.

მაგრამ სწორედ ახლა გიწევთ გონებასთან ბრძოლა. შეიძლება ჩათვალოთ, რომ რადგან ამდენი დაიკელით, შეგიძლიათ დაუბრნდეთ კვების ჩვეულ რიტმს – არ შეცდეთ!

დუკანის დიეტა და მისი ბოლო ფაზა ცხორების წესია და არა კიდევ ერთი ინსტრუქცია.

მნიშვნელოვანია დაკლებული წონისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შენარჩუნება.

დუკანის დიეტის სტაბილიზაციის ფაზის წესები:

კვირაში ერთი დღე ისევ ცილებს (პროტეინს) დაუთმეთ.

ჭამეთ ყველაფერი, რაც გინდათ კვირის დანარჩენ 6 დღეში, მაგრამ აირჩიეთ ერთი დღე მხოლოდ ცილოვანი საკვებისთვის. გახსოვდეთ ის ძალისხმევა, რომელიც დუკანის დიეტის მსვლელობაში დაგჭირდათ.

პიერ დუკანი ცილების დღედ ხუთშაბათს ამჯობინებს, მაგრამ თქვენ ნებისმიერი დღე შეგიძლიათ შეარჩიოთ. ჯობს ეს არ იყოს შაბათ-კვირა, რადგან ამ დროს დიეტის დაცვა რთულია. უბრალოდ გახსოვდეთ რომ არჩეული დღე ყოველთვის ერთიდაიგივე უნდა იყოს, არ შეცვალოთ.


ყველანაირი დიეტა სცადეთ და მიხვდით რომ რამე უფრო ეფექტური გჭირდებათ გარანტირებული შედეგით?
ჩვენ გთავაზობთ ინოვაციურ სერვისს – სწორი კვებისა და ვარჯიშის შედგენას ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად:
▪ თქვენი გემოვნების მიხედვით შედგენილი კვების რაციონი
▪ არანაირი შიმშილი
▪ სავარჯიშო პროგრამა დარბაზის ან სახლის პირობებში
▪ სავარჯიშო ვიზუალური ინსტრუქციები
▪ სხვა ინდივიდუალური რეკომენდაციები, როგორებიცაა: წყლის დღიური ნორმა, საჭირო კალორიები, საკვებდანამატები და სხვ.
სერვისის ფასი მხოლოდ 25 ლარია.
დამატებითი დეტალებისთვის დააჭირეთ ამ ბმულს.


დაკავდით ფიზიკური აქტიურობით

არ არის აუცილებელი ფიტნესზე დამოკიდებული ადამიანი გახდეთ. მაგრამ გახსოვდეთ გზა, რომელიც გაიარეთ. თუ ფიზიკურად აქტიურად იცხოვრებთ, ამ გზის გავლა აღარასდროს მოგიწევთ მეორედ.

ჭამეთ შვრის ქატო ყოველდღე

ის გაგიუმჯობესებთ საჭმლის მონელების სისტემის მუშაობას, თუ სხვა საკვებთან ერთად მიიღებთ, ორგანიზმს აათვისებინებს ნაკლებ კალორიას და პარალელურად დიდხანს გაგყვებათ დაკმაყოფილების გრძნობა.

სხვა სასარგებლო რჩევები

  • როცა საქმე სხვა დანარჩენ საკვებს ეხება – დაუჯერეთ ორგანიზმს. თქვენ დიდი გზა გაიარეთ და უკვე კარგად იცით რა არის თქვენთვის კარგი და რა არა. დაუჯერეთ ორგანიზმს პორციების შერჩევაში. არ ჭამოთ იმაზე მეტი, ვიდრე ამას ორგანიზმი გთხოვთ.
  • ყოველთვის ჯობს უფრო მსუბუქი საკვები აირჩიოთ. რაც უფრო ცოტა ცხიმს მიიღებთ, უკეთესია როგორც ცალკეული ორგანოებისთვის, ისე სრულად ორგანიზმისთვის.
  • ნუ მიიღებთ დიდი რაოდნეობით შაქარს. თქვენი პირის რეცეპტორები უკვე მიჩვეულია უშაქრო საკვებს. ნუ მიაჩვევთ ისევ შაქარს. ახლა ყავა ისეთივე გემრიელია უშაქროდ თქვენთვის, როგორც შაქრიანი იყო. ნუ შეცვლით ამას.
  • ჭამის დროს შეეცადეთ დრო მაქსიმალურად გაწელოთ, ნუ შეჭამთ ძალიან ჩქარა. ასე უკეთესად დანაყრდებით.
  • შეეცადეთ არასდროს დაიმატოთ პორცია. თქვენი ორგანიზმი უკვე მიჩვეული მცირე პორციებს. თუ კიდევ გინდათ, ეს მხოლოდ თქვენი გონების ბრალია და არა კუჭის, ნუ ენდობით გონებას.
  • მიაყოლეთ მცირე რაოდენობით სითხე საკვებს, ასე უფრო ნელა შეჭამთ. თან კუჭი მალევე გაივსება და დანაყრდებით.

თუ წონაში მომატება დაიწყეთ, არ დაუცადოთ მეტ კილოგრამებს. უბრალოდ დაუბრუნდით კვირაში ერთ ცილოვან (პროტეინის) დღეს, ეს მალევე დაგაბრუნებთ სასურველ წონაზე.


ყველანაირი დიეტა სცადეთ და მიხვდით რომ რამე უფრო ეფექტური გჭირდებათ გარანტირებული შედეგით?
ჩვენ გთავაზობთ ინოვაციურ სერვისს – სწორი კვებისა და ვარჯიშის შედგენას ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად:
▪ თქვენი გემოვნების მიხედვით შედგენილი კვების რაციონი
▪ არანაირი შიმშილი
▪ სავარჯიშო პროგრამა დარბაზის ან სახლის პირობებში
▪ სავარჯიშო ვიზუალური ინსტრუქციები
▪ სხვა ინდივიდუალური რეკომენდაციები, როგორებიცაა: წყლის დღიური ნორმა, საჭირო კალორიები, საკვებდანამატები და სხვ.
სერვისის ფასი მხოლოდ 25 ლარია.
დამატებითი დეტალებისთვის დააჭირეთ ამ ბმულს.