დუკანის დიეტა – შეტევის ფაზა

დუკანის დიეტა – საწყისი გვერდის სანახავად დააჭირეთ აქ

ყველა გეგმა სადღაც იწყება, ასეა დუკანის დიეტაც.

წონაში კლება იწყება შეტევის ფაზით.

დუკანის დიეტის ეს ფაზა 5-10 დღე გრძელდება. დღეები იმის მიხედვით უნდა განსაზღვროთ, თუ რამდენად დიდი წონა გაქვთ დასაკლები.

შეტევის ფაზის მთავარი მიზანია ორგანიზმი და თქვენი გონება სწორად კვებას მიაჩვიოს, ამ პროცესში კი პარალელურად ებრძვის შიმშილს.

ადამიანების უმეტესობისთვის ეს ფაზა ყველაზე შედეგიანია წონაში კლებისთვის, ამ ფაზის შემდეგ ორგანიზმი ახალ რეჟიმს ეჩვევა და წონაში კლების ტემპიც იკლებს.

ასე აღწევს წარმატებას დუკანის დიეტა.


ყველანაირი დიეტა სცადეთ და მიხვდით რომ რამე უფრო ეფექტური გჭირდებათ გარანტირებული შედეგით?
ჩვენ გთავაზობთ ინოვაციურ სერვისს – სწორი კვებისა და ვარჯიშის შედგენას ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად:
▪ თქვენი გემოვნების მიხედვით შედგენილი კვების რაციონი
▪ არანაირი შიმშილი
▪ სავარჯიშო პროგრამა დარბაზის ან სახლის პირობებში
▪ სავარჯიშო ვიზუალურ ინსტრუქციები
▪ სხვა ინდივიდუალურ რეკომენდაციები, როგორებიცაა: წყლის დღიური ნორმა, საჭირო კალორიები, საკვებდანამატები და სხვ.
სერვისის ფასი მხოლოდ 25 ლარია.
დამატებითი დეტალებისთვის დააჭირეთ ამ ბმულს.


დიეტის პირველი დღეები

პირველი დღეები ყოველთვის ძალიან რთულია, რადგან გარდა ძველი და ცუდი ჩვევებისა, დუკანის დიეტა და ორგანიზმი ებრძვის შაქარზე და შოკოლადზე დამოკიდებულებას.

კარგი იქნება თუ წინასწარ შეიძენთ დაშვებულ პროდუქტებს, რადგან როცა წახემსება მოგინდებათ, სურვილმა არ გძლიოთ და დიეტა არ დაარღვიოთ.

ამ ეტაპზე შესაძლოა იგრძნოთ დაღლილობა და ოდნავი თავბრუს ხვევა, რადგან თქვენი ორგანიზმი ეჩვევა ახალ განრიგს. ეს ყველაფერი დაახლოებით დუკანის დიეტაზე ყოფნის 3 დღეში გაივლის, შემდეგ კი შესაძლოა ენერგიის მოზღვავებაც კი იგრძნოთ.

აუცილებლად მიირთვით მინიმუმ 3-ჯერ დღის განმავლობაში. დაიცავით პორციების ზომა და ეცადეთ არ მოგშივდეთ. ბევრი ადამიანი ხშირად საკვებს ტოვებს, მაგრამ ეს უმეტესად უფრო ცუდის მომტანია ორგანიზმისთვის, ვიდრე კარგის.

დიეტის პირველ დღეებშივე შეეჯახებით დუკანის დიეტის უკუჩვენებებსაც.

რადგანაც ცილოვან საკვებში მცირე რაოდენობით ბოჭკოა, შესაძლოა დაგეწყოთ კუჭში შეკრულობა. ამ პრობლემისგან თავის არიდების მიზნით, აუცილებლად მიირთვით შვრია (გერკულესი) და დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი.

დუკანის დიეტის კიდევ ერთი უკუჩვენება პირიდან უსიამოვნო სუნია, მაგრამ ეს შეგვიძლია დადებით მხარედაც ჩავთვალოთ, რადგან უსიამოვნო სუნი მიანიშნებს იმაზე, რომ თქვენი ორგანიზმი კეტონურ ფაზაშია ანუ დუკანის დიეტა მუშაობს. წყალი ამ შემთხვევაში გშველით, ასევე შეგიძლიათ დაღეჭოთ უშაქრო საღეჭი რეზინი.

დუკანის დიეტის წესები, შეტევის ფაზა:

  • შეგიძლიათ ჭამოთ იმდენი, რამდენიც გნებავთ. მთავარია საკვები შედიოდეს დუკანის დიეტის დაშვებული საკვების სიაში (მხოლოდ ცილოვანი საკვები)
  • ჩვევა, რომელიც დუკანის დიეტის დაწყების პირველივე წუთიდან უნდა გამოიმუშავოთ, არის წყლის დალევა. წყლისგან გამოფიტვისგან თავის დაცვა თქვენ თირკმელებსაც დაიცავს, რაც აუცილებელია მაღალცილოვანი დიეტის დაცვისას. აუცილებლად დალიეთ მინიმუმ 1.5ლ წყალი დღეში.
  • შვრია (გერკულესი) დუკანის დიეტის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია დიეტის დაწყებისთანავე. აუცილებელია ყოველდღე მიირთვათ დაახლოებით 2 სუფრის კოვზი შვრია დღეში რა ფორმითაც გნებავთ – უმად, მოხარშული, უცხიმო იოგურტთან და ა.შ.
  • საკვების გარდა დუკანის დიეტის წარმატებით დასრულებისთვის აუცილებელია დღეში მინიმუმ 20 წუთიანი ფიზიკური აქტივობა. შეტევის ფაზაში აუცილებელი არ არის თავი ფიზიკურად უფრო მეტად დაიტვირთოთ, დაიწყეთ სიარულით.
  • თუ პირველი 5 დღის შემდეგ წონაში ვერ დაიკელით, პირდაპირ გადადით კრუიზის ფაზაზე, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ხანი აპირებდით შეტევის ფაზაზე ყოფნას.

შეტევის ფაზაზე დაშვებული პროდუქტები:

თუ დამატებითი ინფორმაცია არ არის მითითებული, საკვები უნდა იყოს 5%-ზე ნაკლები ცხიმის შემცველობის

  • ძროხის ხორცი, ხბოს ხორცი ან კურდღელი (10%-ზე ნაკლები ცხიმის შემცველობის ფარში , უარი თქვით ნეკნებზე)
  • ქათამი და ინდაური (კანისა და ფრთების გარე ნაწილის გარდა)
  • ლორი (დაბალცხიმიანი)
  • ნებისმიერი თევზი (გარდა ზეთში დაკონსერვებულის)
  • მოლუსკები და კიბოსნაირები
  • კვერცხი (მაქსიმუმ 2 ცალი დღეში. ულიმიტო კვერცხის ცილა დღეში, მაგრამ მოერიდეთ ცილას თუ გაქვთ ქოლესტერინის მაღალი დონე)
  • რძის პროდუქტი (დაბალცხიმიანი, მაქსიმუმ 1.5-2%)
  • დამატკბობლები (გარდა ფრუქტოზისა), ძმარი, მდოგვი, სუნელები, ნიორი, ხახვი, ლიმონის წვენი (მხოლოდ სანელებლის სახით, დასალევად არა), უშაქრო კეჩუპი (ცოტა რაოდენობით), უშაქრო საღეჭი რეზინი
  • 68 დაშვებული პროდუქტის სია დეტალურად

 


ყველანაირი დიეტა სცადეთ და მიხვდით რომ რამე უფრო ეფექტური გჭირდებათ გარანტირებული შედეგით?
ჩვენ გთავაზობთ ინოვაციურ სერვისს – სწორი კვებისა და ვარჯიშის შედგენას ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად:
▪ თქვენი გემოვნების მიხედვით შედგენილი კვების რაციონი
▪ არანაირი შიმშილი
▪ სავარჯიშო პროგრამა დარბაზის ან სახლის პირობებში
▪ სავარჯიშო ვიზუალურ ინსტრუქციები
▪ სხვა ინდივიდუალურ რეკომენდაციები, როგორებიცაა: წყლის დღიური ნორმა, საჭირო კალორიები, საკვებდანამატები და სხვ.
სერვისის ფასი მხოლოდ 25 ლარია.
დამატებითი დეტალებისთვის დააჭირეთ ამ ბმულს.