ფიტნეს დარბაზებიფიტნესი

რა ღირს ვარჯიში თბილისში?

ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება ფიტნესის თემა და ვარჯიში. ზოგს ჯანმრთელი ცხოვრების დაწყება სურს, ზოგს უნდა უფრო სექსუალური გახდეს პარტნიორისთვის, ზოგსაც უბრალოდ ზღვაზე ნავარჯიშები სხეულით ტრაბახი იზიდავს. 

აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში ფიტნეს დარბაზების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრების რაოდენობა კი დღითიდღე იზრდება.

სწორედ ამიტომ, Fit.Ge შეეცადა ყველა პოპულარული ფიტნეს-დარბაზის ფასები მოეძიებინა და შეეკრიბა. ამის შემდეგ, ჯობს ვარჯიში ორშაბათამდე აღარ გადადოთ და გთავაზობთ სიას, რომლის დახმარებითაც შეძლებთ გაიგოთ რა დაგიჯდებათ ვარჯიში თბილისში.

ლაიან ფიტნეს პრო ლაიონ ლიონ lion fitness pro

Lion Fitness PRO  ახალი, უმაღლესი დონის ფიტნეს დარბაზია, როგორც მოყვარული მოვარჯიშეებისთვის, ისე პროფესიონალი ბოდიბილდერებისთვის. ადგილზე წარმოდგენილია ის სავარჯიშო ინვენტარი, რომლითაც მსოფლიო ს საუკეთესო ბოდიბილდერები ვარჯიშობენ. ასეთი ტიპის ტრენაჟორები არცერთ ქართულ დარბაზში არ გვხვდება.

მისამართი:  დიღმის მასივი, ბელიაშვილის #43

გარდა 24 საათიანი მომსახურებისა, ფასის მხრივაც, ლაიან ფიტნეს პრო საკმაოდ ბევრ სატარიფო გეგმას გთავაზობთ,  რაც გიმარტივებთ არჩევანს.

  • ულიმიტო – 100 ლარი
  • 12 ვიზიტი – 70 ლარი
  • 07:00-15:00 დილის აბონიმენტი – 50 ლარი
  • ერთჯერადი – 10 ლარი

ასევე მოქმედებს სპეციალური ტარიფები:

  • სტუდენტური ულიმიტო – 60 ლარი
  • ოჯახის 2 წევრი ულიმიტო – 150 ლარი
  • ოჯახის 3 წევრი ულიმიტო – 210 ლარი
  • 3 თვიანი ულიმიტო – 250 ლარი
  • 6 თვიანი ულიმიტო – 400 ლარი
  • 12 თვიანი ულიმიტო – 700 ლარი

ფასის ბოლო განახლება სტატიაში: 15 სექტემბერი,  2018


ჩემპიონთა აკადემიაში სამოყვარულო აბონემენტი 160 ლარი ღირს, რომელშიც  პროგრამის შედგენა და მწვრთნელის ინსტრუქტაჟიც შედის.

ამასთანავე შეგეძლებათ 6-დან 9 საათამდე დაესწროთ stay strong-ისა და MMA-ს კლასებს.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სპორტსმენი ხართ ან უბრალოდ სპორტული სტილის ვარჯიშები გსურთ, მაშინ ჩემპიონთა აკადემიის აბონიმენტის ღირებულება 200 ლარია.

ფასის ბოლო განახლება სტატიაში: 11 აპრილი,  2018

მიქსთაიმში ერთთვიანი ულიმიტო აბონემენტის ღირებულება 80 ლარია, 60 ლარად კი მიქსთაიმის 12 ვიზიტი შეგიძლიათ შეიძინოთ.

ორივე შემთხვევაში ფასში შედის ტრენერის პირველადი კონსულტაცია.

ფასის ბოლო განახლება სტატიაში: 11 აპრილი,  2018

Arena-sport-complex---სპორტული-კომპლექსი-არენა

არენაზე ერთ თვიანი ფიტნესის ულიმიტო პაკეტის ფასი 98 ლარია, ამ ფასში შედის ინდივიდუალური სავარჯიშო პროგრამის შედგენაც, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს თქვენთვის სასურველი შედეგის მიღწევას.

ამ მხრივ სპორტული კომპლექსი არენა ნამდვილად შეგიწყობთ ხელს. 

ფასის ბოლო განახლება სტატიაში: 11 აპრილი,  2018

City-Fitness---სითი-ფიტნესი 

იმ შემთხვევაში თუ ქალბატონი ბრძანდებით, გახსოვდეთ, რომ სითი ფიტნესი 135 ლარიან ულიმიტო აბონიმენტსა და ვარჯიშების ფართო არჩევანს გთავაზობთ, რომლებიც თქვენს სხეულს კიდევ უფრო ლამაზსა და სექსუალურს გახდის.

ფასის ბოლო განახლება სტატიაში: 11 აპრილი,  2018

ურბან ფიტნესში ერთთვიანი ულიმიტო აბონიმენტის ფასი 60 ლარია, დილის პაკეტის შეძენა აქ მხოლოდ 45 ლარად შეგიძლიათ,. ურბან ფიტნესი ასევე გთავაზობთ შემდეგ პაკეტებს:

  • 2-თვიანი ულიმიტო აბონიმენტი 110 ლარი. დაპაუზების შესაძლებლობა (10დღით)
  • 3-თვიანი ულიმიტო აბონიმენტი 150 ლარი (14დღე)
  • 6-თვიანი ულიმიტო აბონიმენტი 250 ლარი (18დღე)
  • 1-წლიანი ულიმიტო აბონიმენტი 400 ლარი (25დღე)
ასევე ნახეთ:  როგორ აზიდოთ მეტი წოლჭიმზე: მოკლევადიანი გეგმა | წოლჭიმი

ფასის ბოლო განახლება სტატიაში: 11 აპრილი,  2018

იმ შემთხვევაში თუ ჰარდ ვეის ფიტნეს დარბაზს დილის 08:00 საათიდან ღამის 02:00 საათამდე ეწვევით, მაშინ ულიმიტო აბონიმენტში 79 ლარის გადახდა მოგიწევთ, ხოლო თუ ვარჯიშს დილის 8 საათიდან შუადღის 4 საათამდე მოახერხებთ, მაშინ მხოლოდ 59 ლარს გადაიხდით.

აღსანიშანვია ისიც, რომ ჰარდ ვეის ულიმიტო აბონიმენტის ფასში შედის ზუმბა და აერობიკა.

ფასის ბოლო განახლება სტატიაში: 11 აპრილი,  2018

სნეპ ფიტნესში ერთ თვიანი საწევრო პაკეტის ღირებულება 119 ლარია, რომელშიც შედის 24 საათიანი წვდომა ტრენაჟორებზე, ასევე ჯგუფური გაკვეთილები – სპინინგი, კრივი, ზუმბა, პილატესი და აერობიკა.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ 3-თვიან აბონიმენტს იყიდით, საფასური 285 ლარი, 6 თვიანი პაკეტის ფასი კი 510 ლარი იქნება. 

ფასის ბოლო განახლება სტატიაში: 11 აპრილი,  2018

ასპრიაში ერთი ვიზიტი 15 ლარი დაგიჯდებათ, თვიური ულიმიტო აბონიმენტი კი 99 ლარი.

იმ შემთხვევაში თუ ასპრია ფიტნესის მთელი წლის პაკეტს შეიძენთ, 1188 ლარის ნაცვლად 799 ლარს გადაიხდით. ერთთვიანი ულიმიტო აბონიმენტის ფასში შედის ჯგუფური ვარჯიშები, სპინინგი და ბოქსის კუთხე.

აღსანიშნავია, რომ სპორტდარბაზით სარგებლობა კვირის ნებისმიერ დღეს, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ.

ფასის ბოლო განახლება სტატიაში: 11 აპრილი,  2018

ფიტნეს 31-ში ერთთვიანი ულიმიტო აბონიმენტის ღირებულება 50 ლარია, იმ შემთხვევაში თუ მხოლოდ ერთი ვიზიტი გსურთ, 5 ლარის გადახდა მოგიწევთ.

სპორტდარბაზი ყოველდღე დილის 9 საათიდან საღამოს 11 საათამდე მუშობს.

ფასის ბოლო განახლება სტატიაში: 11 აპრილი,  2018

წრეში ერთთვიანი ულიმიტო აბონიმენტი 125 ლარი ღირს, რომლის ყიდვის შემთხვევაშიც საშუალება გექნებათ მთელი დღის განმავლობაში ისარგებლოთ ტრენაჟორებით და კროსფიტის კუთხით, ასევე თქვენი სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაესწროთ კრივისა და სპინინგის სასაჩუქრე ჯგუფურ ვარჯიშებს.

იმ შემთხვევაში თუ ულიმიტო აბონიმენტის შეძენა არ გსურთ, შეგიძლიათ დილის პაკეტი იყიდოთ, რომელიც 95 ლარი ღირს.  ლიმიტირებული პაკეტის მომხმარებლებს საშუალება აქვთ ისარგებლონ ტრენაჟორებით, კროსფიტის კუთხით 17:00 საათამდე და ასევე სპინინგის სასაჩუქრე ჯგუფური ვარჯიშებით.

ცალკე საფასურის გადახდა მოგიწევთ ზუმბას გაკვეთილებში, რომელიც 90 ლარი ღირს. თუმცა ზუმბას დახმარებით ძალიან სწრაფად ჩადგებით ფორმაში და სხეულის კორექციაც გარდაუვალი იქნება.

წრის სპორტდარბაზში ასევე საშუალება გაქვთ იაროთ კრივის, კიკ-ბოქსის, იოგას, სპინინგის, აერობიკისა და ტანვარჯიშის გაკვეთილებზე.

ფასის ბოლო განახლება სტატიაში: 11 აპრილი,  2018

beka japaridze ბექა ჯაფარიძე

ჯიმ1-ში ულიმიტო აბონიმენტის ფასი 100 ლარს შეადგენს.

დარბაზში დაგხვდებათ TechnoGym -ის უმაღლესი ხარისხის ტრენაჟორები.

ასევე ნახეთ:  როგორ ზემოქმედებს მუსიკა ვარჯიშზე?

ფასის ბოლო განახლება სტატიაში: 11 აპრილი,  2018

ოკტოპუს ფიტნეს კლუბში ერთთვიანი ულიმიტო აბონიმენტი 140 ლარი ღირს, 3 თვიანი 360, 6 თვიანი – 630, ხოლო ერთ წლიანი 990 ლარი.

აღსანიშნავია, რომ ამ ფასში შედის ულიმიტო ჯგუფური ვარჯიშები, პროფესიონალი ინსტრუქტორების დამხმარე რაზმი, შედეგზე ორიენტირებული სავარჯიშო პროგრამა და რაც თავარია ეს ყველაფერი კვირის ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ დროსა და საათზე.

ფასის ბოლო განახლება სტატიაში: 11 აპრილი,  2018

ფიტნეს დარბაზ Urban Garden-ში ულიმიტო პაკეტის შეძენა 120 ლარად შეგიძლიათ, ამ ფასში ფიტნეს დარბაზში სტუმრობა 07:30 – 01:00 საათებში, დარბაზი, საუნა, ტრენერის დახმარება, სავარჯიშო პროგრამა.

ურბან გარდენი ასევე გთავაზობთ დილის პაკეტსაც 07:30-17:00 საათებში სარგებლობისთვის. დილის აბონიმენტის ფასი 70 ლარია.

გარდა ამ ორი პაკეტისა, აქ შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგი ტიპის პაკეტებიც:

  • 12 ვიზიტი – 95 ₾
  • 3 თვიანიულიმიტო აბონემენტი- 300 ₾
  • 6 თვიანი ულიმიტო აბონემენტი-510 ₾
  • 12 თვიანი ულიმიტო აბონემენტი-900 ₾

ფასის ბოლო განახლება სტატიაში: 11 აპრილი,  2018

საკემატა ფიტნესი ფასების მრავალფეროვნებას გთავაზობთ. 1 წლიანი ულიმიტო აბონიმენტი, რომელშიც შედის პროფესიონალი მწვრთნელების კონსულტაცია და მათი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში, ყველა სახის სავარჯიშო მოწყობილობა, კარდიო ზონა, აერობიკა, გასახდელი + საშხაპე+ მშრალი საუნა შედის 600 ლარი დაგიჯდებათ.

ულიმიტო ყოველთვიური აბონიმენტი აქ 60 ლარი ღირს.

საკემატა ასევე გთავაზობთ შემდეგ პაკეტებს:

  • ერთჯერადი ვიზიტი – 15₾
  • 3 თვიანი ულიმიტო – 180₾
  • 6 თვიანი ულიმიტო – 350₾

ფასის ბოლო განახლება სტატიაში: 11 აპრილი,  2018

თქვენ სად უნდა დაიწყოთ ვარჯიში? რომელ დარბაზს დაამატებდით? 

შვებულებამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება და სხეულის გაშიშვლების სეზონსაც ვუახლოვდებით. ასე რომ არ დაკარგოთ დარჩენილი დრო, ჯობს ის ეფექტურად გამოიყენეთ შედეგის მისაღწევად.

გახსოვდეთ, რომ ჯანსაღ სხეულში, ჯანსაღი სულია, რაც ერთი ორად ზრდის თქვენი წარმატების შანსებს.

მოიწონეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქზე მსგავსი სიახლეების მისაღებად!