ინტერვიუფიტნესი

თაკო საზინა – ლამაზი სხეულის ფორმულა

დღეს Fit.Ge-ს  ბლოგერი- თაკო საზინა ესაუბრა. თაკო უკვე რამდენიმე წელია ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარია და უამრავ ადამიანს აძლევს სტიმულს დაიწყონ ვარჯიში და სწორად კვება.

როდის და რატომ დაიწყეთ ვარჯიში?

დიდი ხანია ვვარჯიშობ. რა თქმა უნდა, თავიდან არაპროფესიონალურად ვუდგებოდი, ვარჯიში მხოლოდ სარბენ ბილიკზე სიარული მეგონა.

აქტიურად უკვე 2 წელია ვვარჯიშობ, მთავარი მიზანი კუნთის ზრდა იყო, გადავედი წონებით ვარჯიშზე, აქტიურად დავიწყე სხეულის ზედა ნაწილის ვარჯიშიც.

რამდენ დროს უთმობთ კარდიო ვარჯიშებს და რომელ მათგანს ანიჭებთ უპირატესობას? 

გამომდინარე იქიდან, რომ წონის კლება არ არის ჩემი მიზანი, კარდიო ვარჯიშებს დიდ დროს არ ვუთმობ – დაახლოებით 15 წუთი წონებით ვარჯიშის დაწყებამდე.  ძალიან მიყვარს თხილამურები, მთელი სხეული მუშაობს განსაკუთრებით კი საჯდომის კუნთი.

მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს ხშირად წონებით ვარჯიშის ეშინიათ და თვლიან რომ “დაიკუნთებიან”. რას ფიქრობთ ამ თემაზე და ვარჯიშობთ თუ არა წონებით? 

ძალიან მეცინება ხოლმე ამას რომ ამბობენ, მაგრამ თავიდან მეც ასე ვფიქრობდი.

კუნთის გაზრდა ისეთი რთული საქმეა, ასე მარტივად რომ იზრდებოდეს ჩემზე ბედნიერი არავინ იქნებოდა.

წონებით კვირაში 3 ჯერ ვვარჯიშობ, ყოველ ვარჯიშზე ვზრდი წონას ან გამეორებას, ყოველი დღე წინაზე უფრო რთული უნდა იყოს, წონააღმდეგ შემთხვევაში კუნთი მიეჩვევა და აღარ განვითარდება.

როგორია თქვენთვის დილის რუტინა? 

დილა, რა თქმა უნდა, პროტეინის შეიკით იწყება, სულ ვცდილობ რომ კვებით მაქსიმალურად შევუწყო ხელი, სამწუხაროდ ხორცის დიდი მოყვარული არ ვარ, ამიტომ დანამატის სახით ვიღებ ცილას.

როგორ ტანსაცმელს ანიჭებთ უპირატესობას ვარჯიშისას?

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვარჯიშის დროს კომფორტულად ვიგრძნო თავი, რა თქმა უნდა ესთეტიკასაც ვაქცევ ყურადღებას, ძირითადად მომდგარი ლეგინსები და ტოპები ?

როგორ ემზადებით ვარჯიშისთვის? 

ვარჯიშამდე აუცილებლად ვცდილობ ისეთი პროდუქტები მივიღო, რომლებიც ენერგიას მომცემს, თუმცა არც მძიმე არ უნდა იყოს. ჩემს შემთხვევაში ყველაზე ეფექტური არის წიწიბურა და ბანანი, საკმაოდ დიდ ენერგიას მაძლევს და მმატებს ძალას ვარჯიშისთვის

იცავთ, თუ არა სწორ კვებას? რა არის ყოველთვის თქვენს მაცივარში? 

როგორც უკვე გითხარით, ძალიან ვცდილობ დავიცვა სწორი კვება, ხან გამომდის ხან არა.

ჩემს მაცივარში ყოველთვის მოიპოვება კვერცხი, დღეში 5 კვერცხის ცილას აუცილებლად ვჭამ, ქათმის თეთრ ხორცსაც ვიღებ, როგორც შემიძლია, მაგრამ მაინც ცილების ძირითად ნაწილს დანამატების სახით ვღებულობ.

junk food-დან ყველაზე მეტად ჩიფსები მიყვარს და ვერასდროს ვამბობ უარს, ტკბილეულის მოყვარული არ ვარ.

რა ნივთები გაქვთ ყოველთვის სავარჯიშო ჩანთაში?

საკმაოდ მძიმე სავარჯიშო ჩანთა მაქვს, სპორტული ტანსაცმელი, პირსახოცი, ფეხსაცმელი, შეიკერი თავისი საკვები დანამატებით, ასევე თავის მოვლის საშუალებები.

რას ურჩევთ მათ, ვისაც ჯერ არ დაუწყია ვარჯიში და ამისთვის მოტივაცია არ ყოფნით?

მთავარია დაისახოთ მიზანი და თქვენს თავს დაუდგინოთ დედლაინი, აი მაგალითად ზაფხულამდე უნდა დავიკლო 10 კილო.

ასევე ნახეთ:  როგორ გავაკეთოთ ღერძის ჩამოქაჩვის ვარჯიში სწორად?

მიყევით ამ მიზანს, არ გადადოთ ორშაბათამდე ან იქით თვემდე, დაიწყეთ დღესვე!

მზად იყავით იმისათვის, რომ შედეგი არ იქნება სწრაფი, მაგრამ იქნება ხარისხიანი და რაც მთავარია ჯანსაღი.

დაიწყეთ მინიმუმით, მაგრამ ყოველ დღე გაზარდეთ ეს მინიმუმი, ყოველ დრე მოუმატეთ წონას და ყოველ დღე გაზარდეთ დრო.

დღემდე მაქვს ხოლმე ისეთი დღეები, როცა დარბაზში წასვლა მეზარება, მაგრამ მთავარია დარბაზამდე მიხვიდეთ, იქ ვარჯიშის გარეშე ნამდვილად ვერ გაჩერდებით, ამიტომ ეცადეთ არ გააცდინოთ ვარჯიშის დღეები.

მოტივაცია კი ძალიან ბევრი რამ შეიძლება იყოს, ჩემთვის მუსიკაც კი მოტივაციაა, როცა რაიმე ახალ, კარგ მუსიკას გადავაწყდები ძალიან მსიამოვნებს ამ მუსიკით ვარჯიში.

მოტივაცია ასევე შეიძლება ადამიანი იყოს, ვისაც გსურთ რომ დაემსგავსოთ, თუმცა ვთვლი, რომ ყველაზე დიდი მოტივაცია სწორედ საკუთარი თავია, როგორიც ამ დიდი შრომის შედეგად იქნებით.

თაკო საზინა ფეისბუქზე

თაკო საზინა ინსტაგრამზე 

This slideshow requires JavaScript.