კომპანიის შესახებ

Fit.Ge ინტერნეტ-პორტალია, რომელიც დაინტერესებულ საზოგადოებას სთავაზობს ინფორმაციას ქართულ ენაზე ფიტნესის, სწორი კვებისა და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების შესახებ.

ვთვლით, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ საქართველოში არაერთი სტერეოტიპი და ცრუ ინფორმაცია არსებობს, ჩვენი მიზანი სწორედ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდაა, რის შედეგადაც, ვფიქრობთ, რომ მკვეთრად გაიზრდება ჯანსაღი ცხოვრებით დაკავებული ადამიანების რიცხვი საქართველოში.

ჩვენი მიზანია ინფორმაციის მიწოდება შევძლოთ ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის იმ  თემებზე, რომლებიც ამ ფართო სფეროს ეხება, თემები კი საკმაოდ ბევრი და მრავალფეროვანია.

ინფორმაციული პორტალის გარდა, Fit.Ge-ზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეიძინოს ინდივიდუალურად შედგენილი სწორი კვების რაციონი და სავარჯიშო პროგრამა. ინოვაციური სერვისი საქართველოში პირველებმა საზოგადოებას სწორედ ჩვენ შევთავაზეთ, სერვისი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და შედეგად ასობით ადამიანმა უკვე დაიწყო ჯანსაღი წესით ცხოვრება.

ინტერნეტ-პორტალი Fit.Ge შპს ფიტ.ჯიმ დაარსა 2017 წლის მარტში, კომპანიის თანადამფუძნებლები არიან ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი – გიორგი ახვერდაშვილი და პროფესიონალი ფიტნეს მწვრთნელი – კონსტანტინე კალანდაძე. ორი რადიკალურად განსხვავებული სფეროს გადაკვეთა, ვფიქრობთ, რომ საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.

სარედაქციო ჯგუფი დღეს: 

  • გიორგი ახვერდაშვილი – თანადამფუძნებელი, დირექტორი
  • კონსტანტინე კალანდაძე – თანადამფუძნებელი
  • ანა გელბახიანი – მარკეტინგის მენეჯერი
  • თორნიკე პატარკაციშვილი – სოციალური მედიის მენეჯერი, ედიტორი
  • გვანცა ჩიბუხაია – ჟურნალისტი

მოვლენათა კალენდარი:

  • 2017 წლის მარტი – Fit.Ge-ის დაარსება
  • 2017 წლის სექტემბერი – სწორი კვებისა და ვარჯიშის სერვისის გაშვება