სწორი კვება

მაპელაი – ქართულ ბაზარზე სასარგებლო წასახემსებელი გამოჩნდა

რა არის მაპელაი და რაში დაგეხმარებათ მათი პროდუქცია? 

საზოგადოება და მედიკოსები თანხმდებიან იმაზე, რომ ადამიანი რომელსაც უნდა ჯანმრთელი წესით ცხოვრება და ზრუნავს მის ყოველდღიურ რაციონზე, აუცილებლად უნდა იცავდეს რამდენიმე წესს.

ყველაზე მნიშვნელოვანი ამ წესებს შორის არის კომბინირებული და სრულფასოვანი კვება

ამ საუკუნეში, რომელშიც გარემო უკვე ვეღარ ახერხებს ყველა საჭირო და სასარგებლო ნივთიერების უზრუნველყოფას, მეტი სიფრთხილე გვმართებს საკვების არჩევისას

თითოეული ადამიანის დღიური კალორიების ნორმა შეიძლება იყოს განსხვავებული, ფიზიკური დატვირთვისა და ცხოვრების წესის შესაბამისად.

მაგრამ საშუალო სტატისტკურ, ჯანმრთელ ადამიანს დღის განმავლობაში სჭირდება 2000 კალორია, იმისათვის რომ დარჩეს აქტიური, ენერგიული და ორგანიზმის ყველა ფუნქციამ გამართულად იმუშავოს.

ამის გარდა, ორგანიზმი საჭიროების ვიტამინების მთელ კომპლექსს, მინერალებსა და უჯრედისს.

ყველა დეტალის გათვალისწინებისას, კვების რაციონი უნდა განისაზღვროს საკვების თერმული ეფექტის შესაბამისად.

რაც ნიშნავს იმას, თუ რამდენი კალორიის დახარჯვა უწევს ორგანიზმს მიღებული საჭმლის გადასამუშავებლად,  მიღება ძალიან არ უნდა აღემატებოდეს დანახარჯს.

სწორედ ამიტომ, მაპელაიმ გადაწყვიტა შეექმნა ძაალიან მოსახერხებელი და სასარგებლო სერვისი წახასემსებლების ადგილზე მიტანით, რომელიც უსაფრთხოა ნებისმიერი ასაკის და ცხოვრების წესის მქონდე ადამიანისთვის.

მაპელაის პრინციპი არის ის, რომ საკვები (მათ შორის გემრიელი და სასიამოვნო) უნდა იყოს სასარგებლო და რგებდეს ორგანიზმს.

ენერგეტიკული ბურთები გაჯერებულია ყველა იმ საჭირო ელემენტით, რომელიც აუცილებელია თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური ფუნქციონირებისთვის.

თითოეული ბურთი შეიცავს საკმარისი რაოდენობით ვიტამინებს, ომეგა ცხიმებს და უჯრედისს.

უკანასკნელ ათწლეულში ადამიანებს ომეგა ცხიმების  ძალიან დიდი დანაკლისი აქვთ, ის კი აუცილებელია ტვინის ფუნქციონირებისთვის, დეპრესიების თავიდან ასაცილებლად და ღვიძლის ჯანსაღი ფუნქციონირებითვის.

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს უნივერსალური დიეტა და კვების რეჟიმი, არსებობს საკვების უნივერსალური და ოპტიმალური შემდგენლობა და ელემენტები, რომელიც ყველა ადამიანს სჭირდება ყოველდღიურად.

მაპელაის ენერგეტიკული ბურთები და სხვადასხვა წასახემსებელი შექმნილია ისე, რომ თავი ავარიდოთ რაფინირებულ შაქრებს, ემულგატორებსა და ორგანიზმისთვის საზიანო დანამატებს, როგორიცაა საღებავები თუ კონსერვანტები.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკვები აკმაყოფილებდეს ყველა ისეთ პირობას როგორიც არის:

  • სასარგებლო
  • უსაფრთხო ბავშებისთვის
  • ერგებოდეს ყველა კვების რეჟიმს, მათ შორის დიაბეტის ან გლუტენის შეუთავსებლობის მქონე ადამიანებისას
  • შეიცავდეს აუცილებელ მინერალებსა და უჯრედისის პორციას
  • იყოს გემრიელი
  • არ შეიცავდეს რაფინირებულ შაქრებს, ემულგატორებს, კონსერვანტებს და სხვა მავნე მინარევებს.
  • შექმნილი იყოს ჯანსაღი, არაგენმოდიფიცირებული და უსაფრთხო ინგრედიენტებისგან.

კიდევ ერთი დამატებითი და ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი – მაპელაის წასახემსებელების უმეტესობა არის უმი, სითბური დამუშავების გარეშე, რაც ნიშნავს იმას რომ ყველა ინგრედიენტი ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს დანაკარგის გარეშე და არ ექვემდებარება გადახურებასა და წვის პროცესებს.

ყველას შეუძლია იკვებოს ჯანსაღად, მთავარია დროულად მიიღოთ ეს გადაწყვეტილება და სწრად აარჩიოთ თქვენთვის მისაღები კვების სტილი.

გაიცანით მაპელაი, აირჩიეთ  და შეუკვეთეთ, შეკვეთას მიიღებთ სასურველი სიხშირითა და მოსახერხებელ დროს.

ასევე ნახეთ:  როგორ დავიწყოთ ვარჯიში? | ვარჯიშის დაწყება

Subscription box – ის (ე.წ გამოწერის ყუთი) კარგი მხარე ის არის, რომ თუ მაღალია შეკვეთის მიწოდების სიხშირე და არჩეული გაქვთ პროდუქტის მინიმალური რაოდენობა, ჯამურად იხდით უფრო ნაკლებს ვიდრე ერთჯერადი შეკვეთისას.

მოიწონეთ მაპელაის ფეისბუქის გვერდი და დააგემოვნეთ უგემრიელესი და რაც მთავარია, ჯანსაღი პროდუქცია.

This slideshow requires JavaScript.