სწორი კვების ორკვირიანი რაციონი წონის სწრაფად დასაკლებად

Fit.Ge – ყველაზე დიდი ფიტნეს პორტალი საქართველოში, პირველი იყო, რომელმაც სწორი კვების რაციონისა და სავარჯიშო პროგრამის დისტანციური ინოვაციური სერვისი ქართველ მომხმარებელს შესთავაზა. სერვისის გაშვებიდან დღემდე (2 ივნისი, 2018) პროგრამა რამდენიმე ასეულმა ადამიანმა შეიძინა.

სწორი კვების რაციონი უზრუნველყოფს ნელ და ოპტიმალურ კლებას, იმ ადამიანებს კი, ვისაც სწრაფად წონაში დაკლება სურს აქამდე სრულფასოვნად ვერ ვეხმარებოდით. ამიტომაც, დიდი მოთხოვნის გამო, გადავწყვიტეთ სრულიად ახალი, სწრაფი და ეფექტური კვების რაციონის პროგრამა შეგვექმნა.

რაციონი ისევ და ისევ თქვენი გემოვნების მიხედვით იწერება – ფორმის შევსებისას ირჩევთ რა საკვები გსურთ იყოს რაციონში, რადგან ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია გიყვარდეთ ის საკვები, რომელიც უნდა მიირთვათ, სხვა შემთხვევაში, როცა იმას მიირთმევთ, რაც არ გიყვართ, ფსიქოლოგიურად ძალიან ართულებს პროცესს.

დაწყება

გთავაზობთ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებსა და პასუხებს ორკვირიანი სწორი კვების რაციონის შესახებ:

რა არის ორკვირიანი სწორი კვების რაციონი?

ორკვირიანი სწორი კვების რაციონი წონაში სწრაფად კლებისთვის არის 14 დღიანი პროგრამა, რისი დახმარებითაც სწრაფად მოიცილებთ არასასურველ კილოგრამებს. რაციონში გაწერილია სამი სახის საკვები პროდუქტი: ცილოვანი, ბოსტნეული და ხილი.

ვინ ადგენს პროგრამას?

პროგრამის ავტორია პროფესიონალი ფიტნეს ტრენერი – კონსტანტინე კალანდაძე. მისი დახმარებით უამრავ ადამიანს უკვე აქვს მიღებული სასურველი შედეგი

რისგან შედგება პროგრამა?

პროგრამის შეძენის შემთხვევაში იღებთ თქვენზე მორგებულ რეკომენდაციებს, რომლებიც მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ

პროგრამა მოიცავს:

  • სწორი კვების განრიგს სწრაფად დასაკლებად
  • პერსონალურ რეკომენდაციებს: წყლის ყოველდღიური რაოდენობის, ფიზიკური აქტივობის შესახებ

მომიწევს თუ არა შიმშილი?

არა, ეს არ არის დიეტა რომ იშიმშილოთ. დღეში მოგიწევთ 4-5ჯერ კვება. რაოდენობას თავად ირჩევთ

რისი ჭამა მომიწევს?

პროგრამის შედგენის პროცესში ირჩევთ თქვენთვის საყვარელ საკვებს, რის მიხედვითაც შედგება თქვენი პროგრამა

შეიძლება თუ არა პროგრამის შედგენა ვეგანებისა და ვეგეტარიანელებისათვის?

დიახ, შეიძლება

ალერგიული ვარ, შეიძლება პროგრამის შედგენა ჩემთვის?

პროგრამის შედგენის პროცესში ირჩევთ იმ საკვებს, რომლის ჭამაც შეგიძლიათ, რის მიხედვითაც შედგება თქვენი პროგრამა

რითი განსხვავდება სწორი კვება დიეტებისგან?

სწორი კვების საშუალებით ორგანიზმს აწვდით იმ  რაოდენობის საკვებს, რაც სჭირდება კონკრეტული მიზნის მისაღწევად. თქვენ არ გიწევთ შიმშილი, არც ერთ კონკრეტულ საკვებზე ხართ დამოკიდებული. კვებითი რაციონი ისეა შედგენილი რომ კვება არ მოგბეზრდეთ, არ მოგშივდეთ და ფსიქოლოგიურადაც მარტივად დაიცვათ განრიგი

საშიშია თუ არა პროგრამა ჯანმრთელობისთვის?

თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რამე სერიოზული პრობლემა არ გაქვთ, ჯანმრთელობისთვის პროგრამა საშიში არ არის. ყოველი შემთხვევისთვის პროგრამის შედგენისას გამოყოფილია ცალკე გრაფა, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ ასეთი ინფორმაცია მოგვაწოდოთ

წარმოადგენს თუ არა ეს პროგრამა სამედიცინო დანიშნულებას?

კვების რაციონი ფიტნეს კუთხით შედგენილი კვებაა და არაფერი აქვს საერთო მედიცინასთან. თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, უნდა მიმართოთ ექიმს და არა ჩვენ.

რამდენად ეფექტურია პროგრამა წონაში დასაკლებად?

პროგრამა ძალიან ეფექტურია. რომც არ ივარჯიშოთ, რამდენიმე დღეში აუცილებლად შეატყობთ შედეგს, მაგრამ ვარჯიშის ან მცირედი ფიზიკური აქტივობის შემთხვევაში შედეგის მიღწევა გარდაუვალია

რა ღირს პროგრამა?

ამ ეტაპზე პროგრამის შეძენა 30 ლარის ნაცვლად 17 ლარად შეგიძლიათ

რამდენ ხანში მივიღებ პროგრამას?

პროგრამას მიიღებთ 1-3 სამუშაო დღეში.

როგორ ხდება ანგარიშსწორება?

ანგარიშსწორება ხდება ნებისმიერი საბანკო ბარათით

დამატებითი კითხვები რომ მქონდეს ვინ დამეხმარება?

ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში მოგვწერეთ ჩვენი ფეისბუქის გვერდის საშუალებით, ჩვენი გუნდი ეცდება რაც შეიძლება სწრაფად გაგცეთ ყველა კითხვაზე პასუხი

დაწყება