სერვისით სარგებლობის პირობები

პროგრამების სერვისის ზოგადი წესები და პირობები:

1.1 ფორმის შევსებით თქვენ უფლებას აძლევთ შპს ფიტ.ჯი-ს გამოიყენოს თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია სერვისის მოწოდებისთვის

1.2 სერვისის მიწოდების დრო განისაზღვრება საშუალოდ 2-3 სამუშაო დღით. სერვისის მოწოდების დრო შეიძლება გახანგრძლივდეს სხვადასხვა მიზეზებით (დიდი დატვირთვა, რთულად შესადგენი პროგრამა და ა.შ.), მაგრამ არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, 10 სამუშაო დღის შემდეგ თანხა ექვემდებარება დაბრუნებას.

1.3 ფორმის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ ნებისმიერი მოწოდებული ინფორმაცია სწორია, მათ შორის ელექტრონული ფოსტა, რომელზეც უნდა მიიღოთ შედგენილი პროგრამა. არასწორად შევსებული ინფორმაციის შემთხვევაში პროგრამის ხელახლა შედგენა არ მოხდება.

1.4 სერვისი არ არის სამედიცინო დანიშნულება და მედიცინასთან საერთო არაფერი აქვს. კვების რაციონი და სავარჯიშო პროგრამა იწერება ფიტნეს მწვრთნელის მიერ ფიტნეს მიზნების მისაღწევად

1.5 შპს ფიტ.ჯი არ აგებს პასუხს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების წამოჭრის შემთხვევაში

1.6 ფორმის შევსებით ადასტურებთ, რომ უფლებას აძლევთ შპს ფიტ.ჯი-ს თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციის გამოყენებით მოგაწოდოთ განახლებები პროდუქტების, სერვისების, პროგრამებისა და შემოთავაზებების შესახებ, რამაც, ჩვენი აზრით, შესაძლოა დაგაინტერესოთ. ამასთანავე, შპს ფიტ.ჯის ეკრძალება აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროება ან მესამე პირისთვის გადაცემა.

1.7 თანხის დაბრუნების მოთხოვნა შეგიძლიათ განახორციელოდ მხოლოდ პროგრამის გამოგზავნამდე, თუ პროგრამა უკვე მიიღეთ ელ.ფოსტაზე, თანხა დაბრუნებას აღარ ექვემდებარება