დიეტასწორი კვებაფიტნესიწონის კორექციაჯანმრთელობა

რას მიირთმევს 48 წლის ჯენიფერ ენისტონი 28 წლის გოგოს რომ ჰგავს

ჯენიფერ ენისტონი – ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი, სერიალ მეგობრების ვარკსვლავი უკვე 48 წლის არის, თუმცა ასაკი საერთოდ არ ეტყობა.

წლები ემატება, თუმცა ჰოლივუდში დღემდე ამბობენ, რომ ისეთი იდეალური სხეული, როგორიც მას აქვს არც ერთ სხვა მსახიობს არ ამშვენებს. 

რა არის ჯენიფერ ენისტონის საიდუმლო? მსახიობმა არ დაინანა და რჩევები გაგვიზიარა.

ჯანსაღი საუზმე

ენისტონი გვირჩევს, რომ დილით ჭამა არასდროს არ დავიზაროთ.

ბევრისთვის საუზმე მხოლოდ ერთ ჭიქა ყავასთან ასოცირდება, თუმცა მსახიობი გვეუბნება, რომ რაც შეიძლება ნოყიერად და გემრიელად უნდა მივირთვათ. მაგალითად ჯენიფერი ყოველ დილით გემრიელ სენდვიჩებს ამზადებს გახუხული პურით, კვერცხითა და ავოკადოთი.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს უმჯობესია თუ ახლად გამოწურულ ხილის ან ბოსტნეულის წვენსაც დააყოლებთ.

ჯენიფერ ენისტონის დიეტა

ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი ფიგურის მფლობელი აღიარებს, რომ ჩვილი ბავშვივით იკვებება.

ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

“მე ვიცავ ე.წ. ბეიბი-დიეტას: რესტორნებში სადილების ან ვახშმების გამოკლებით, ვიმზადებ ბავშვის ფაფებს, ვჭამ ხორცისა და ბოსტნეულის ორგანულ პიურეს. ისინი არ შეიცავს მარილს, არც შაქარს, არც სანელებლებს, სამაგიეროდ მდიდარია უჯრედისით, ამიტომ აუმჯობესებენ კუჭ-ნაწლავის მდგომარეობას და წმენდენ ორგანიზმს ტოქსინებისგან.”, – ამხელს ჯენიფერ ენისტონი.

ვარჯიში

არც ერთი დღე ვარჯიშის გარეშე – შეიძლება ითქვას, რომ ეს ენისტონის ბოლო 20 წლიანი ცხოვრების მთავარი დევიზია.

მსახიობი გვირჩევს, რომ დღეში მინიმუმ 15 წუთი მაინც გამოვყოთ და პატარ-პატარა ვარჯიშები გავაკეთოთ, უკეთეს შემთხვევაში კი ვირბინოთ.

თუ ამ ყველაფრის დრო არ გაქვთ, მსახიობის აზრით კარგი იქნება თუ ყოველ საღამოს არ დაიზარებთ და ისეირნებთ.

ტრიალი სამზარეულოში

როგორც ჯენიფერ ენისტონი ამბობს, მასაც და მის მეუღლესაც ძალიან უყვართ საჭმლის კეთება.

“შეიძლება გეზარებოდეთ ყოველ დღე სამზარეულოში ტრიალი, მაგრამ ვერავინ ისე ვერ გააკეთებს საჭმელს, როგორც თქვენ. თავად უკეთ იცით რა გინდათ”, – ამბობს ენისტონი.

მისი აზრით, შესაძლებელია მხოლოდ კომბოსტოთი და მარცვლეულითაც კი უგემრიელესი საჭმელი მოუმზადოთ საკუთარ თავს.

მაცივარი გამოავსეთ მხოლოდ ჯანსაღი საკვებით

ჩემი მაცივარი სავსეა ხილითა და ბოსტნეულით.

რაც არ უნდა მოხდეს, რამდენჯერაც არ უნდა გამოვაღო მაცივარი დღეში, ისინი არასდროს არ უნდა გათავდეს, სწორედ ამიტომ ვაკონტროლებ მარაგს.

ამასთანავე მაცივარში მუდმივად მაქვს მაგრად მოხარშული კვერცხი და მოხარშული ქათმის ფილე.

აბაზანის შემდეგ კი ვცდილობ მივირთვა კენკრა და ყურძენი, რომელიც ასევე მუდმივად მოიძებნება ჩემს მაცივარში. არ დაგიმალავთ და გეტყვით იმასაც, რომ უარს არ ვამბობ არც სასუსნავებზე, თუმცა საკუთარ თავს მათი მირთმევის უფლებას იშვიათად ვაძლევ.

ასევე ნახეთ:  ვარჯიში სახლის პირობებში