ჯანმრთელობა

5 უცნაური რამ, რაც თქვენს სხეულს გარდაცვალებისას მოუვა

სტატიაში გთავაზობთ 5 უცნაურ ფაქტს, რაც სხეულს გარდაცვალებისას მოსდის

1. სხეული იასამნისფერი ხდება

ფილმებისა და ტელევიზორის ყურებით სხვა თუ არაფერი, ის მაინც ვისწავლეთ, რომ გარდაცვლილი ადამიანი საზარლად ფერმკრთალია.

თუკი გარდაცვლილი ადამიანის ზედა ნაწილებსაც შევხედავთ – როგორიცაა მხრები, ბეჭები ან ზურგი – ვნახავთ რომ ეს ნაწილები იასამნისფერი და ლაქებიანია.

როგორ ხდება ეს?

პირველად ადამიანის გული წყვეტს ცემას, მიზიდულობის ძალა გადაადგილებს სისხლს, რათა აავსოს სისხლძარღვები, სწორედ ამ პროცესში ჩნდება სილურჯეები.

ამიტომ, სადაც სისხლი დაგროვდა, სწორედ ის ადგილი ხდება მუქი იასამნისფერი.

2. ერექცია

თუ მამაკაცი მუცელზე მწოლიარე გარდაიცვალა, სისხლი მოგროვდება პენისში – რაც შექმნის ერექციის შესახედაობას.

3. პირიდან გამოშვებული გაზები

გასაკვირი არ არის, რომ სიკვდილის შემდეგ იმუნური უჯრედები წყვეტენ მუშაობას.

რამდენიმე დღის შემდეგ, ეს ბაქტერიას საშუალებას აძლევს სასუნთქი გზებითა და ნაწლავების საშუალებით შეაღწიოს სისხლძარღვებში.

სისხლში მოხვედრილი ბაქტერიები კი იწყებენ ქსოვილების დანაწევრებას, გახლეჩვას და სწორედ ამ დროს ხდება ნაწლავებსა და კუჭში დაგროვილი მყრალი გაზების გამოშვება.

4. კრუნჩხვები

გსმენიათ ოდესმე, რომ ცხედარი კუბოში მოძრაობდა? საბედნიეროდ ეს უბრალოდ მითია.

მაგრამ ადამიანის სხეულს შეუძლია უეცარი მოძრაობების გაკეთება თითქოს ის გამორთვის ეტაპზე გადავიდა – გარდაცვალებისას.

ეს უეცარი მოძრაობები ასახავს ტვინის ბოლო აქტიურობებს.

5. კვნესა

როდესაც ექიმები ცდილობენ ადამიანის გამოცოცხლებას,  ისინი დამატებით აწვდიან ჰაერს პაციენტის ფილტვებსა და კუჭს.

მაგრამ გარდაცვალებისას, ამ ჰაერს კვლავ შეუძლია გამოსვლა – განსაკუთრებით მაშინ თუ სხეულის გადაადგილებისას დააწვებიან მკერდს ან კუჭს.

ასევე ნახეთ:  ბროკოლი - საუკეთესო საშუალება წონის დასაკლებად

სწორედ ეს იწვევს ჰაერის გარეთ გამოსვლისას კვნესის მაგვარ ხმას, რაც დამეთანხმებით ძალიან საშიშად ჟღერს.

ახლა კი იცით, რა შეიძლება დაემართოს სხეულს გარდაცვალებისას.