ინტერვიუფიტნესი

Lion Fitness PRO – ახალი უმაღლესი დონის დარბაზი თბილისში

თბილისში უმაღლესი დონის ახალი დარბაზი – Lion Fitness PRO გაიხსნა. დეტალური ინფორმაციისთვის Fit.Ge ფიტნეს დარბაზის დირექტორს – არჩილ იანვარაშვილს გაესაუბრა.

სად მდებარეობს Lion Fitness PRO?

არჩილ იანვარაშვილი: ჩვენი ფიტნეს დარბაზი მდებარეობს დიღმის მასივში, ბელიაშვილის #43 ნომერში, მეგა პლაზის მეორე სართულზე, ძიუდოს აკადემიის მოპირდაპირე მხარეს. ჩვენი კარი თქვენთვის კვირაში ყოველთვის ღიაა, რადგან 24 საათი, დასვენების დღის გარეშე ვმუშაობთ.

რა ფასებს სთავაზობთ მომხმარებელს?

მომხმარებელს ფასის მრავალფეროვნებას ვთავაზობთ. სტანდარტული ულიმიტო აბონიმენტის ფასი 100 ლარია, ასევე გვაქვს დილის აბონიმენტი, რომლის ფასიც 50 ლარია და მისი გამოყენებით დარბაზით სარგებლობა დილის 7 საათიდან დღის 3 საათამდე შეგეძლებათ. თუ ჯანსაღი ცხოვრება თქვენი ყოველდღიურობის ნაწილია, გირჩევთ რამდენიმეთვიანი აბონიმენტი შეიძინოთ. 3 თვიანი აბონიმენტის ფასი 250 ლარია, 6 თვიან აბონიმენტს 400 ლარად შეიძენთ, ხოლო 1 წლით ჩვენი დარბაზით ულიმიტოდ სარგებლობისთვის 700 ლარის გადახდა შეგიძლიათ. თუ ჯერ კიდევ არ ხართ დარწმუნებული და გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ, შეგიძლიათ ერთჯერადი ვიზიტით ისარგებლოთ, რაც მხოლოდ 10 ლარი ღირს.

სტანდარტული ფასების გარდა რამე შეღავათები თუ გაქვთ?

Lion Fitness PRO სპეციალურ აბონიმენტებს და ფასებს გთავაზობთ, თუ ხართ სტუდენტი, ან გადაწყვიტეთ ოჯახთან ერთად ვარჯიში. სტუდენტური ულიმიტო აბონიმენტის ფასი 60 ლარია, ფასდაკლებით სარგებლობისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ სტუდენტური ID ბარათი ან ცნობა სასწავლებლიდან. თუ აქტიური ცხოვრებით მთელი ოჯახი ხართ დაკავებული, თქვენთვის სპეციალური აბონიმენტები გვაქვს. ორკაციანი ულიმიტო აბონიმენტი ოჯახისთვის 150 ლარი ღირს, სამკაციანი კი 210 ლარი.

ასევე ნახეთ:  მაქსიმუმ რამდენის დაკლება შეგიძლიათ ერთ კვირაში?

დარბაზის აღჭურვილობაზე რას გვეტყვით?

ჩვენი დარბაზი აღჭურვილია სხვადასხვა წამყვანი ბრენდის თანამედროვე და უმაღლესი ხარისხის ინვენტარით. ერთ-ერთი მათგანია ივანკოს ბრენდი, რომლის აღჭურვილობასაც იყენებენ მსოფლიო ჩემპიონები ბოდიბილდინგსა და ფიტნესში. ჩვენთან შეხვდებით ისეთი ბრენდების ნარჩევ ტრენაჟორებს, როგორებიცაა Hammer Strength, Life Fitness და ა.შ. ჩვენი დარბაზი დაყოფილია რამდენიმე ზონად: კარდიო ზონა, წონების ზონა და ფეხის სავარჯიშო ზონა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ფეხის სავარჯიშო რამდენიმე ტრენაჟორს მხოლოდ ჩვენთან შეხვდებით.

ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალი და სერტიფიცირებული ტრენერებით.ისინი დაგეხმარებიან სწორი სავარჯიშო პროგრამის შედგენაში, მოგცემენ რჩევებს სწორ კვებასთან დაკავშირებით, ასევე დაგეხმარებიან საკვებდანამატების შერჩევაში, რომლის შეძენაც დარბაზიდან გაუსვლელად შეგიძლიათ.

Lion Fitness PRO – ფეისბუქის გვერდი

This slideshow requires JavaScript.