სწორი კვებისა და ვარჯიშის ინდივიდუალური პროგრამა

დაწყება
 

 

რა არის Fit.Ge-ს პროგრამა?

გიცდიათ ფორმაში ჩადგომა მინიმალური დანახარჯით? გიფიქრიათ დიეტოლოგთან ან ენდოკრინოლოგთან ვიზიტზე მარტივი კვების რაციონის შესადგენად? მოგიძებნიათ დიეტები ინტერნეტით და ვერ გადაგიწყვეტიათ რომელი ჯობს სასურველი შედეგის მისაღწევად? ამ ყველა პრობლემას Fit.Ge მოგიგვარებთ!

Fit.Ge-ს ინდივიდუალური პროგრამა დაგეხმარებათ სასურველი შედეგის მიღწევაში. პროგრამით შეგიძლიათ წონაში დაკლება, წონაში მომატება, წონის შენარჩუნება.

ვინ ადგენს პროგრამას?

პროგრამის ავტორია პროფესიონალი ფიტნეს ტრენერი – კონსტანტინე კალანდაძე. მისი დახმარებით უამრავ ადამიანს უკვე აქვს მიღებული სასურველი შედეგი

რისგან შედგება პროგრამა?

პროგრამის შეძენის შემთხვევაში იღებთ თქვენზე მორგებულ რეკომენდაციებს, რომლებიც მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ

პროგრამა მოიცავს:

  • სწორი კვების განრიგს
  • სავარჯიშო პროგრამას
  • საკვებდანამატების პროგრამას
  • ზოგად რეკომენდაციებს

რისგან შედგება პროგრამის კვების ნაწილი?

სწორი კვების პროგრამა იქმნება თქვენი წონის, ასაკის, სქესის, ყოველდღიური აქტიურობის დონის, ჯანმრთელობისა და პრიორიტეტების მიხედვით. პროგრამა ისეა შედგენილი, რომ დღის განმავლობაში საერთოდ არ მოგშივდებათ, პროცესში კი დაწვავთ ცხიმს ან მოიმატებთ კუნთურ მასას (თქვენი მიზნების მიხედვით). ეს არ არის დიეტა, თუ პროგრამას მიყვებით, დაკლებულ ცხიმოვან მასას არ მოიმატებთ.

რისგან შედგება პროგრამის სავარჯიშო ნაწილი?

ვარჯიშის პროგრამა იქმნება თქვენი პარამეტრების მიხედვით, თითოეულ ვარჯიშს თან ერთვის საინსტრუქციო ანიმაციები, რომლის საშუალებითაც მარტივად მიხვდებით ყველა ვარჯიშის გაკეთების ინსტრუქციას. შეგვიძლია შეგიდგინოთ როგორც ფიტნეს დარბაზში სავარჯიშო, ისე სახლის პირობებში სავარჯიშო პროგრამა.

შემიძლია სახლში ვივარჯიშო?

დიახ, დაგჭირდებათ სავარჯიშო რეზინები, ან სიმძიმეები (შეგიძლიათ გამოიყენოთ წყლით სავსე ბოთლები)

რა შედეგის მიღწევა შემიძლია პროგრამით?

პროგრამის საშუალებით შეგიძლიათ დაიკლოთ წონაში ცხიმის ხარჯზე, მოიმატოთ წონა, მოიმატოთ კუნთური მასა, შეინარჩუნოთ წონა, მოიყვანოთ სხეული ტონუსში

ვის მიუღია შედეგი ამ პროგრამით?

ბოლო 3 თვის განმავლობაში 300-ზე მეტ ადამიანს უსარგებლია სერვისით. პროგრამა ისეა შედგენილი რომ შეუძლებელია დასახულ მიზანს ვერ მიაღწიოთ, თუ ყველაფერს ზუსტად შეასრულებთ

მომიწევს თუ არა შიმშილი?

არა, ეს არ არის დიეტა რომ იშიმშილოთ. დღეში მოგიწევთ 4-6ჯერ კვება. რაოდენობას თავად ირჩევთ

რისი ჭამა მომიწევს?

პროგრამის შედგენის პროცესში ირჩევთ თქვენთვის საყვარელ საკვებს, რის მიხედვითაც შედგება თქვენი პროგრამა

შეიძლება თუ არა პროგრამის შედგენა ვეგანებისა და ვეგეტარიანელებისათვის?

დიახ, შეიძლება

ალერგიული ვარ, შეიძლება პროგრამის შედგენა ჩემთვის?

პროგრამის შედგენის პროცესში ირჩევთ იმ საკვებს, რომლის ჭამაც შეგიძლიათ, რის მიხედვითაც შედგება თქვენი პროგრამა

რითი განსხვავდება სწორი კვება დიეტებისგან?

სწორი კვების საშუალებით ორგანიზმს აწვდით იმ  რაოდენობის საკვებს, რაც სჭირდება კონკრეტული მიზნის მისაღწევად. თქვენ არ გიწევთ შიმშილი, არც ერთ კონკრეტულ საკვებზე ხართ დამოკიდებული. კვებითი რაციონი ისეა შედგენილი რომ კვება არ მოგბეზრდეთ, არ მოგშივდეთ და ფსიქოლოგიურადაც მარტივად დაიცვათ განრიგი

საშიშია თუ არა პროგრამა ჯანმრთელობისთვის?

თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რამე სერიოზული პრობლემა არ გაქვთ, ჯანმრთელობისთვის პროგრამა საშიში არ არის. ყოველი შემთხვევისთვის პროგრამის შედგენისას გამოყოფილია ცალკე გრაფა, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ ასეთი ინფორმაცია მოგვაწოდოთ

რითი განსხვავდება ეს პროგრამა დიეტოლოგის მიერ დაწერილი პროგრამისგან?

ჩვენი პროგრამა უფრო ფიტნესისა და ჯანსაღი ცხოვრების კუთხითაა შედგენილი და არ წარმოადგენს სამედიცინო დანიშნულებას. თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, რა თქმა უნდა, ექიმს უნდა ეწვიოთ.  

წარმოადგენს თუ არა ეს პროგრამა სამედიცინო დანიშნულებას?

არა, ჩვენი პროგრამა უფრო ფიტნესისა და ჯანსაღი ცხოვრების კუთხითაა შედგენილი და არ წარმოადგენს სამედიცინო დანიშნულებას. თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, რა თქმა უნდა, ექიმს უნდა ეწვიოთ.  

რამდენად ეფექტურია პროგრამა წონაში დასაკლებად?

პროგრამა ძალიან ეფექტურია. რომც არ ივარჯიშოთ, რამდენიმე დღეში აუცილებლად შეატყობთ შედეგს, მაგრამ ვარჯიშის ან მცირედი ფიზიკური აქტივობის შემთხვევაში შედეგის მიღწევა გარდაუვალია

მოვიმატებ თუ არა დაკლებულ კილოგრამებს პროგრამის დასრულების შემდეგ?

არა, დაკლებულ კილოგრამებს არ მოიმატებთ. წონაში იკლებთ ცხიმის ხარჯზე, შესაბამისად ამ ცხიმის დაბრუნება მარტივად არ ხდება

რამდენად მალე დავიკლებ წონაში ამ პროგრამით?

შედეგი ინდივიდუალურია, ყველა სხვადასხვანაირად აღწევს შედეგს, რაც გენეტიკაზეც კია დამოკიდებული, ამიტომ კონკრეტული ციფრების თქმა რთულია. თუ ყველაფერს ზუსტად ისე გააკეთებთ, როგორც ეს პროგრამაშია მოცემული, შედეგს აუცილებლად მალე მიაღწევთ

წონაში მომატება მინდა, გამომადგება თუ არა ეს პროგრამა?

დიახ, სწორი კვება ყველა მიზნისთვის გამოგადგებათ. სავარჯიშო პროგრამა კი სწორედ ამ მიზნის მიხედვით იქმნება

რამდენად მალე მოვიმატებ წონაში?

წონაში მომატება ბევრად უფრო მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე წონაში დაკლება. შესაბამისად მოგიწევთ მოთმინება

მირჩევთ თუ არა საკვებდანამატებსაც?

დიახ, ჩვენი პროგრამა შეიცავს სპეციალურ პუნქტს, რომელშიც ჩამოწერილი იქნება ის საკვებდანამატები, რომლებიც თქვენი მიზნის მიღწევაში შეგიწყობთ ხელს. მათი მიღება აუცილებელი არ არის, მაგრამ თუ მიიღებთ ბევრად გაგიმარტივდებათ შედეგის მირწევა

რა ღირს პროგრამა?

ამ ეტაპზე თითოეული პროგრამის ფასი 20 ლარია, ორივე პროგრამას ერთად 30 ლარად შეიძენთ

რამდენ ხანში მივიღებ პროგრამას?

პროგრამას მიიღებთ 2-3 სამუშაო დღეში.

როგორ ხდება ანგარიშსწორება?

ანგარიშსწორება ხდება ნებისმიერი საბანკო ბარათით

დამატებითი კითხვებისთვის გამოიყენეთ კომენტარების ველი, ან მოგვწერეთ ფეისბუქზე

დაწყება