Uncategorized

ფეხის გამზიდველი

გვერდული ნაბიჯები არის საჯდომის კუნთის ქვედა ნაწილის ერთ-ერთი ეფექტური ვარჯიში. ეს ვარჯიში დაგეხმარებათ დუნდულა კუნთის მოცულობის გაზრდაში
ფეხებს ვდგამთ მხრების სიგანეზე, წელი გვაქვს მაქსიმალურად გამართულ მდგომარეობაში და ვიწყებთ ვარჯიშის შესრულებას. ყოველთვის ვიწყებთ სუსტი ფეხით, მაგალითად ცაცია თუ არ ხართ, დაიწყებთ მარცხენა ფეხით. მარჯვენა ფეხს ვდგამთ უკან და გვერდულად (შევეცადოთ რაც შეიძლება უკან გადავდგათ ნაბიჯი), ვეყრდნობით ფეხს ქუსლით (მარცხენა ფეხს) და ჩავდივართ ქვევით ისე რომ ამოსვლის მომენტში დაგვეჭიმოს მარცხენა დუნდულა კუნთი.
ჩასვლისას ჩაისუნთქეთ, ხოლოს მოძრაობის დასრულებისას ამოისუნთქეთ.
თითქმის ყველა ვარჯიშის დროს, სადაც დუნდულა კუნთი ვარჯიშდება ერთვება ფეხის წინა ნაწილიც (კუადრიცეფსი) და ამან არ შეგაშინოთ და არ იფიქროთ, რომ ფეხები ზედმეტად “დაგეკუნთებათ”.