მედიტაციაჯანმრთელობა

ალერგია და მისი მკურნალობის 8 მეთოდი აღმოსავლურ მედიცინაში

ალერგია ძალიან უსიამოვნოა და თუ თქვენ უკვე დაიღალეთ ყოველ დაცემინებაზე წამლების დალევით, მაშინ დაგაინტერესებთ 8 მეთოდი, რომელიც აღმოსავლურ მედიცინაში გამოიყენება მასთან საბრძოლველად. ეს მეთოდები უფრო მეტად ალერგიის გამომწვევ მიზეზებს ებრძვის და არა – სიმპტომებს.

ჩინური მედიცინის მიხედვით, ალერგია ორგანიზმში დარღვეული ბალანსის შედეგია. მაგალითად, თუ გაცემინებთ ან გახველებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ფილტვებში გაქვთ პრობლემა, თუ კანზე გაქვთ სიმპტომები, მაშინ შესაძლოა, მიზეზი ღვიძლი იყოს.

დროა, მოვიშოროთ ალერგიის მიზეზებიც და უსიამოვნო სიმპტომებიც, ამაში კი ეს 8 მეთოდი დაგეხმარებათ:

1. მიიღეთ მეტი მწვანე საკვები

თუ გაწუხებთ გაზაფხულის ალერგიები, განსაკუთრებით – თვალების სიწითლე, მაშინ შესაძლოა, ღვიძლის პრობლემა გქონდეთ.

ღვიძლის გაწმენდისთვის საუკეთესო საშუალებაა მწვანე საკვების მიღება და მათი წვენის დალევა. ისპანახი, ბროკოლი და სხვა მრავალი; უბრალოდ, აარჩიეთ ის საკვები, რომელიც თქვენ მოგწონთ.

2. შეამცირეთ სტრესი

ღვიძლის ფუნქციონირება მკვეთრად უარესდება სტრესის გავლენით, ამიტომ მედიტაცია და ვარჯიშები, როგორიცაა იოგა, დაგეხმარებათ სტრესის კონტროლში.

3. ჭამეთ ღვიძლი

ღვიძლის ფუნქციონირების გაუმჯობესება სწორი საკვები ელემენტებით შეიძლება.

ღვიძლისთვის ღვიძლის ჭამა ძალიან კარგია. მიირთვით საქონლის ან ქათმის ღვიძლი მინიმუმ თვეში ერთხელ.

4. მიმართეთ ჭიქებით მკურნალობას

თუ გახველებთ ან ზოგადად სასუნთქი გზების პრობლემა გაქვთ, მაშინ ჭიქებით მკურნალობა დაგეხმარებათ.

მკურნალობის ეს ძველი მეთოდი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ფილტვების არეში.

5. მიმართეთ აკუპუნქტურას

მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ აკუპუნქტურა უსაფრთხო და ეფექტური მეთოდია ალერგიის სამკურნალოდ.

ეს მეთოდი ეფექტურია დროებითი და ქრონიკული ალერგიის დროს.

ასევე ნახეთ:  რომელი უფრო ეფექტურია: ტრენაჟორები თუ სიმძიმეებით ვარჯიში?

6. უარი თქვით რძის პროდუქტებსა და გადამუშავებულ საკვებზე

ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში ნახველს დიეტით მკურნალობენ – დიეტიდან რძის პროდუქტების, შაქრის, ცივი, უმი, გადამუშავებული და ზედმეტად ცხიმიანი საკვების ამოღებით შესაძლო ნახველის მოსპობა.

მიიღეთ თბილი საკვები, ორთქლში მოთუშული ბოსტნეული; იკვებეთ ჯანსაღად.

7. გამოიყენეთ სამკურნალო მცენარეები

სამკურნალო მცენარეები სხვადასხვა ტიპისაა, ზოგი მცენარე ზოგად პრობლემებს აგვარებს, ზოგი კი – კონკრეტული პაციენტისთვის მზადდება.

უმჯობესია, სპეციალისტს მიანდოთ ეს საქმე.

8. ივარჯიშეთ ქიგონგი

ქიგონგი არის ანტიკური ჩინური მეთოდი, იგი მოძრაობებისა და კონცენტრაციის ნაზავია.

კვლევებმა აჩვენა, რომ ამ ტიპის ვარჯიშები ორგანიზმში მონოციტებისა და ლიმფოციტების რაოდენობას საგრძნობლად ზრდის.

სისხლის ეს თეთრი უჯრედები მონაწილეობს იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში.