სწორი კვებაჯანმრთელობა

რატომ უნდა ჭამონ აქტიურმა ადამიანებმა მეტი ანანასი?

ანანასი, როგორც ხილი, აუცილებლად იმსახურებს განსაკუთრებულ ადგილს თქვენს რაციონში.

დიეტოლოგები ხშირად ცდილობენ, ანანასი თავიდან აირიდონ, შაქრის შემცველობიდან გამომდინარე, თუმცა სწორედ ეს არის ის, რაც სპორტსმენებს ენერგიას აძლევს.

სპორტული დიეტოლოგების თქმით, ანანასს ზუსტად იმ რაოდენობით აქვს შაქარი, რაც სჭირდება სპორტსმენს ენერგიისთვის, რის გამოც ძალიან კარგია ვარჯიშამდე მისი მიღება, მაშინ, როდესაც თქვენი სხეული მზად არის გლიკოგენის ჩასანაცვლებად, რაც ასევე სწრაფად აღდგენაში გეხმარებათ, რათა მზად იყოთ შემდეგი ვარჯიშისთვის.

გარდა ამისა, ანანასი შეიცავს ფერმენტს, სახელად – ბრომელაინს, რომელიც მოქმედებს ანთების საწინააღმდეგოდ და დაგეხმარებათ, თუკი, დაზიანების მიუხედავად, მაინც ვარჯიშობთ.

ამ დროისთვის კი ბრომელაინი შეისწავლება, როგორც ანთებითი პროცესის გამომწვევი მიზეზის სამკურნალოდ გამოსაყენებლად, როგორიც არის სხვადასხვა ინფექცია, ციებ-ცხელება და კიბოც კი.

გარდა ამისა, თუ C ვიტამინის მიღება გსურთ, ანანასი ძალიან კარგია – სასარგებლოა ათლეტებში გამძლეობის აღსადგენად, როდესაც მათი იმუნური სისტემა დასუსტებულია და ისინი მიდრეკილნი არიან სხვადასხვა ვირუსისკენ.

ამ ყველაფრის გარდა, ის შეიცავს მანგანუმს, მინერალს, რაც არეგულირებს მეტაბოლიზმს და ხელს უწყობს კოლაგენის ზრდას, რაც აუცილებელია ჭრილობების მოსაშუშებლად.

შეიძინეთ ეს ხილი ისეთი, რომლის ფოთლებიც ჯერ კიდევ მწვანეა და არ სცვივა.

დაჭერით, მოაშორეთ კანი, დატოვეთ ძირითადი მასა და მოამზადეთ გრილზე, მოაყარეთ წიწაკა, ან იყიდეთ უკვე გაყინული, დაჭრილი და მოამზადეთ სმუსი; შეგიძლიათ, გამოიყენოთ ალკოჰოლიც, ოღონდ იშვიათად.

ასევე ნახეთ:  მიირთვით ეს 11 საკვები, თუ მეტი ენერგია გინდათ რომ გქონდეთ