ფიტნესიჯანმრთელობა

უნდა ვარჯიშობდნენ თუ არა ბავშვები სიმძიმეებით? | ბავშვების ვარჯიში

მრავალმა ადამიანმა უკვე იცის, რომ სიმძიმეებით ვარჯიში ძალიან სასარგებლოა, მაგრამ რა ასაკიდან უნდა დაიწყოს ბავშვების ვარჯიში? საჭიროა გარდატეხის ასაკამდე მოცდა, თუ მართლაც შეუძლია ადრე დაწყებულ ვარჯიშს ზრდის შეფერხება?

ამ კითხვებზე რომ გავცეთ პასუხი, ჯერ უნდა გავიგოთ, რატომ უნდა იყოს საჭირო გარდატეხის ასაკისთვის ვარჯიშის სპეციალური პროგრამა.

მიეცით ბავშვს გაზრდის საშუალება

ბავშვები ისედაც კარგ ფორმაში იქნებიან, თუ თამაშობდნენ ქუჩაში სპორტულ თუ სხვა თამაშებს და ეს ყველაფერი მათთვის სახალისოა.

ახლა სიტუაცია შედარებით შეიცვალა, ისინი ნაკლებ დროს უთმობენ ფიზიკურ აქტივობას და შესაბამისად, ნაკლებად არიან ფიზიკურად კარგ ფორმაში.

შემუშავებულია თანამედროვე მიდგომა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, რომელსაც შემოკლებით LTAD (long-term athletic development) ეწოდება. ეს მეთოდი შექმნილია ბავშვის მენტალური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური გაჯანსაღებისთვის.

LTAD დაგეხმარებათ 5 მცდარი შეხედულების გაქარწყლებაში:

1. სიმძიმეებით ვარჯიში აფერხებს ზრდას.

2. ბავშვის ათლეტურობის შესახებ შეგვიძლია, ვიმსჯელოთ ადრეულ ასაკში სპორტში მიღწეული წარმატების მიხედვით.

3. გამოვიყენოთ პროფესიონალებისთვის განკუთვნილი პროგრამა ბავშვებისთვის.

4. სპორტში წარმატების მისაღწევად ბავშვები ადრეული ასაკიდან მხოლოდ ერთ სპორტს უნდა თამაშობდეს.

5. მხოლოდ მოძრაობა საკმარისია.

სიმძიმეებით ვარჯიში ძალიან მნიშვნელოვანია მოტორული ფუნქციისა და ათლეტურობის ჩამოყალიბებაში.

გავრცელებული შეხედულების მიუხედავად, ბავშვებისთვის სიმძიმეებით ვარჯიში არ არის მავნე და არ შეაფერხებს მათ ზრდას.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ დიდი სიმძიმეების აწევა უნდა დაიწყონ, არამედ საუბარია სხეულის წონით, თავისუფალი წონებითა და წინააღმდეგობებით ვარჯიშზე. სხეულის წონაში იგულისხმება ყველანაირი ზედმეტი წონის დამატების გარეშე ვარჯიში, მაგალითად პრესები, აზიდვები და ა.შ.  ბავშვებმა სიმძიმეებით არ უნდა ივარჯიშონ.

ასევე ნახეთ:  როგორ გავარჩიოთ კარგი და ცუდი ცხიმები?

ბავშვების ვარჯიში 6-8 წლიდან უკვე დასაშვებია, დაიწყონ წინააღმდეგობებით ვარჯიში; ეს მათ ყველაფერში დაეხმარება, გამართულად სიარულიდან დაწყებული, სპორტული მიღწევებით დამთავრებული.

თუ ბავშვი თანატოლებთან შედარებით უფრო ძლიერია ან უკეთ თამაშობს გარკვეულ სპორტს, ეს მაინც და მაინც არ ნიშნავს, რომ ის წარმატებას მიაღწევს.

სავარაუდოდ, ის უფრო მალე ჩამოყალიბდა, ვიდრე სხვა ბავშვები.

ასეთ დროს ყურადღება უნდა მიექცეს, რომ ბავშვი ზედმეტად არ გადაიტვირთოს.

მიეცით ბავშვებს თამაშის საშუალება

ზოგს მიაჩნია, რომ ბავშვი მცირე ასაკიდან მხოლოდ ერთი სპორტით უნდა დაკავდეს, მაგრამ ეს მათი წარმატების შანსს არ ზრდის, ზოგჯერ პირიქითაც ხდება, რადგან იზრდება დაზიანებებისა და გადაღლის რისკი.

სხვადასხვა სპორტის თამაშით ისინი სხვადასხვა უნარებს იძენენ, ფიზიკურადაც უფრო სრულყოფილად ყალიბდებიან და თანაც შანსი ეძლევათ, აირჩიონ სპორტი, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონთ.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ფიტნეს პროგრამა სწორად იყოს შერჩეული ყოველი პიროვნებისთვის და არა მხოლოდ ბავშვისთვის.

მხოლოდ მოძრაობა არ არის საკმარისი

მხოლოდ მოძრაობა საკმარისი არ არის ბავშვის ფიზიკურად ჩამოყალიბებისთვის, მაგრამ ეს ერთ-ერთი აუცილებლი ნაწილია.

მნიშნველოვანია ის, რომ მათ მიიღონ სიამოვნება.

არსებობს თამაშების სამი სახე. სტრუქტურირებული, ნახევრად სტრუქტურირებული და თავისუფალი, იმის მიხედვით რამდენად განსაზღვრულია წესები.

ბავშვებისთვის სამივე სახის თამაშობები საჭიროა, რათა მათ ხალისი და დისციპლინა თანაბრად ჰქონდეთ.

რა შეუძლიათ უფროსებს?

შეარჩიონ ბავშვების ვარჯიში და პროგრამა, რომელიც მოიცავს შემდეგს:

  • ხანგრძლივვადიან მიდგომას, რომელიც სიჯანსაღეზეა ორიენტირებული.
  • ბავშვების ზოგად ფიზიკურ მომზადებასა და ფიზიკური მომზადების მნიშვნელობის ახსნაზეა ორიენტირებული.
  • წინააღმდეგობებით ვარჯიშებს, რომლებიც მოტორულ ფუნქციას ავითარებს ბავშვობასა და გარდატეხის  პერიოდში.
  • ყველა სახის თამაშებს, სტრუქტურირებულსაც და თავისუფალსაც.
  • მორგებული ბავშვზე ინდივიდუალურად.
ასევე ნახეთ:  5 უცნაური რამ, რაც თქვენს სხეულს გარდაცვალებისას მოუვა

ბავშვების ვარჯიში და მასთან დაკავშირებული საკითხები განსაკუთრებულად მოიცავს კარგად დაფიქრებასა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას, რადგან ეს ის თემაა, სადაც შეცდომების დაშვება არ გვეპატიება.