ფიტნესიწონაში კლებაწონის კორექციაწონის მომატებაწონის შენარჩუნება

ნიშნავს თუ არა მეტი ოფლი უკეთესად ვარჯიშს?

ნიშნავს თუ არა მეტი ოფლი უკეთესად ვარჯიშს?

სპორტ დარბაზებსა თუ ფიტნეს კლუბებში ალბათ ხშირად შეხვედრიხართ თბილად შეფუთნულ ან სამოსის შიგნიდან ცელოფნებში გახვეულ ადამიანებს.

ისინი სრულიად დარწმუნებულები არიან, რომ ასეთი გზით უფრო სწრაფად და ეფექტურად დაიკლებენ წონაში.

მათი მთავარი არგუმენტია ის, რომ ვარჯიშის დროს მეტი ოფლი გამოიყოფა, ასე მეტი ცხიმი იწვება და წონაშიც სწრაფად იკლებენ.

რა არის რეალობა?

თუმცა გვინდა ერთი სამწუხარო რეალობის შესახებ მოგიყვეთ და გითხრათ, რომ წონის კლება ხდება მაშინ, როცა მიღებული კალორიების რაოდენობა უფრო ნაკლებია, ვიდრე დახარჯული, კალორიებს კი ენერგიის მოთხოვნილება წვავს.

მიღებული კალორიები საკვებით ითვლება, დახარჯული კალორიები კი ცხიმის წვით და არა დაკარგული ოფლით.

სინამდვილეში, როცა შეფუთული ვარჯიშობთ და ბევრ ოფლს გამოყობთ, უნდა იცოდეთ, რომ ასეთ დროს, რეალურად სხეულის წონის სწრაფი შემცირება დიდი რაოდენობით წყლის დაკარგვის ხარჯზე ხდება.

ოფლი კი არის დაკარგული წყალი და არა ცხიმი. წყლის დაკარგვის ხარჯზე დაკლებული წონა დროებითი ეფექტია და ის რამდენიმე წყლის ჭიქასთან ერთად უკან ანაზღაურდება.

გაძლიერებული ოფლისდენა ვარჯიშის დროს არ არის ცხიმის წვის პროცესთან დაკავშირებული.

ეს არის ორგანიზმის თერმორეგულაციის ფუნქცია, შეამციროს ვარჯიშის დროს გახურებული სხეულის ტემპერატურა. ოფლის გამოსვლის საშუალებით ორგანიზმის ტემპერატურა მცირდება.

ცელოფნებში ვარჯიშის დროს კი, ასე ვთქვათ იქმნება ისეთი ეფექტი, რითაც ფერხდება აღნიშნული თერმორეგულაციის პროცესი.

ორგანიზმი გადახურდება და  დგება სითბური დარტყმის საფრთხე.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მუცლის ნაწილზე მჭიდრო შეფუთვა ადუნებს მუცლის კუნთებს და ისინი წვავენ ნაკლებ კალორიებს, ვიდრე შეფუთვის გარეშე ვარჯიშის დროს.

აქედან დასკვნა

არანაირი ცელოფნები და თბილად შეფუთვა, ივარჯიშეთ ისე, რომ საკუთარ თავს მეტი კომფორტი შეუქმნათ.

ერთადერთი, რაც თქვენს სხეულს დაეხმარება ეს სწორად შერჩეული კვების რაციონი და დაუზარელი ვარჯიშია.

 

ასევე ნახეთ:  საუკეთესო ვარჯიში, როცა მხოლოდ 30 წუთი გაქვთ