ჯანმრთელობა

6 უარყოფითი შედეგი, რასაც ბევრი ძილი იწვევს

ექიმები თანხმდებიან, რომ ხარისხიანი ძილი აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

ძილი არამხოლოდ დღის განმავლობაში კონცენტრირებულად და ფხიზლად ყოფნისთვისაა საჭირო, ის ასევე ეხმარება თქვენს ორგანიზმს გათავისუფლდეს სისუსტისა და დაღლილობისგან,  ამცირებს ჭარბწონიანობის, დიაბეტისა და ნაადრევი სიკვდილის რისკს.

მაგრამ შეიძლება კარგი ეფექტი გადაჭარბებული რაოდენობით? ამაზე პასუხი ექსპერტებს აქვთ.

„ადამიანებს, რომლებსაც დღეში ათ საათზე მეტი სძინავთ, როგორც წესი, გაცილებით  უარესი ჯანმრთელობა აქვთ, ვიდრე მათ, ვისაც შვიდიდან რვა საათამდე სძინავს“, ამბობს ჰარვარდის ძილის მედიცინის პროფესორი სუზან რედლაინი.

„გავრცელებული აზრის თანახმად, ხანგრძლივი ძილი ჯანმრთელობის პრობლემების ნიშანია“, ამბობს დოქტორი რედლაინი.

ეს იმიტომ, რომ ძილი, რვა საათზე მეტი ხანგრძლივობით, როგორც ის განმარტავს, ძილის ნაკლებობას უთანაბრდება.

რა დასკვნა გამოგვაქვს აქედან? ზედმეტი ძილი ისეთივე საზიანოა, როგორც ძილის ნაკლებობა.

ქვემოთ მოცემულია მცირე ჩამონათვალი იმ პრობლემებისა, რომლებიც რეგულარულად ძილის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს.

1.     გულის პრობლემების მაღალი რისკი

აშშ-ში გულის პრობლემები სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს შორის პირველ ადგილზეა და რვა საათზე მეტი ძილი 34%-ით ზრდის მისგან თქვენი სიკვდილის რისკს.

2.     დიდია წონის პრობლემების გაჩენის რისკი

მრავალი კვლევა აჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებსაც არასაკმარისად სძინავთ ჭარბწონიანები არიან, თუმცა, ასევე, არსებობს კავშირი ზედმეტ ძილსა და ჭარბ წონას შორის.

 

ერთერთი თეორიის თანახმად, ზედმეტი ძილი აქტივობის ნაკლებობაში აისახება.

სხვა სიტყვებით, რაც უფრო მეტი გძინავთ, მით ნაკლებს მოძრაობ და ნაკლებ კალორიას წვავთ.

3.     შესაძლოა განგივითარდეს დიაბეტი

ზედმეტმა ძილმა შესაძლოა სისხლში შაქრის დონის მატება გამოიწვიოს (ისევე, როგორც ძილის ნაკლებობამ).

ასევე ნახეთ:  ვარჯიშის ჩვევა - 4 მიზეზი, თუ რატომ არის მისი ჩამოყალიბება რთული

სისხლში გლუკოზის მაღალმა შემცველობამ შესაძლოა გაზარდოს მეორე ტიპის დიაბეტის გაჩენის რისკი.

კიდევ ერთხელ, უქმი ცხოვრების წესი და ჭარბწონიანობა არის ის, რაც აღნიშნულ რისკფაქტორს განაპირობებს.

4.     გონების დაბინდვა

ვერ კონცერნტრირდებით? ეს გონების დაბინდვას უნდა დააბრალოთ.

ამერიკის გერიატრიული საზოგადოების ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ქრონიკულ ჭარბ ძილს შეუძლია თქვენი ტვინი ორი წლით დააბეროს, რაც ყოველდღიურ ამოცანებს რთულად შესასრულებელს ხდის.

თუ ღამით ხშირად დგებით, ვერ მოახერხებთ რომ გეძინოთ საკმარისად ღრმად და ძილი ვერ ასრულებს აღდგენის ფუნქციას.

5.     მაღალია ნაადრევი სიკვდილის რისკი

შემაშფოთებელია, მაგრამ სიმართლეა: ფართომასშტაბიანმა ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებსაც დიდხანს სძინავთ, დიდი ალბათობით ნაადრევად მოკვდებიან.

ზუსტად არავინ იცის რატომ, თუმცა ანთებითი პროცესები სავარაუდოდ, ძირითად როლს თამაშობს.

6.     შეგეცვლებათ ხასიათი უარესობისკენ

დეპრესია და ძილი ერთმანეთთანაა კავშირში, თუმცა ეს ქათმისა და კვერცხის სიტუაცია უფროა.

ადამიანებს გარკვეული ტიპის დეპრესიით დიდხანს სძინავთ. ხანგრძლივმა ძილმა კი შესაძლოა გაამწვავოს დეპრესია.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დეპრესია შესაძლოა იყოს დროებითი და ყველა, ვისაც დიდხანს სძინავს და დეპრესიას განიცდის, არ შეიძლება ამ ჯგუფში მოვაქციოთ.

ზოგ შემთხვევაში, ძილის შემოკლებაც კი შეიძლება საკმარისი იყოს განწყობის ასამაღლებლად.

თქვენი რამდენი საათი გძინავთ?