წონაში კლებაჯანმრთელობა

ბროკოლი – საუკეთესო საშუალება წონის დასაკლებად

ფიტნესთან ან ჯანსაღად კვების სამყაროსთან თუ შეხება გაქვთ, მაშინ აუცლებლად გექნებათ გაგონილი, რომ ბროკოლი სასარგებლოა, მაგრამ ალბათ, არ გეცოდინებათ შესაფერისი მიზეზები.

ის შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც აძლიერებენ იმუნიტეტს და ებრძვიან ბაქტერიებს.

შეიცავს დიდი ოდენობით ვიტამინ С-ს და საკმაო რაოდენობით ბოჭკოს.

ასევე, შეიცავს კაროტენიოდებს, კონკრეტულად კი – ჯანსაღ გლუტეინს და ინდოლე 3 კარბინოლს, რომელიც ხელს უწყობს დე-ენ-ემის აღდგენას და ხელს უშლის კიბოს უჯრედების ზრდას.

ბროკოლის მრავალ სასარგებლო თვისებას ისიც უნდა დავუმატოთ, რომ ის წონის დაკლებაში დაგეხმარებათ.

დიეტოლოგების თქმით დაბალკალორიული ბოსტნეული არის საუკეთესო საკვები მათთვის, ვინც წონაში დაკლებას ცდილობს.

ვინაიდან საკმაო რაოდენოთ ბოჭკოსა და ვიტამინს შეიცავს, შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ, რადგან ვიტამინების დეფიციტი ბლოკოლის წყალობით არ გემუქრებათ.

ბოჭკოს გადამუშავებას დიდი დრო სჭირდება და უფრო დიდი ხნით განაყრებთ, სწორედ ამიტომ ბოჭკოს მაღალი შემცველობის საკვები იდეალურია.

რამდენიმე მიზეზი, თუ რატომაა ბროკოლი წონის დასაკლებად შესანიშნავი საშუალება:

  • დაბალკალორიულობა: 100 გრამი ბროკოლი შეიცავს სულ რაღაც 34 კალორიას. ეს იმას ნიშნავს, რომ 1 ულუფა მომზადებული დაახლოებით 55-60 კალორია იქნება.

ამასთან ერთად, ვიტამინ C და K დღიურ ნორმასაც შეივსებთ.

  • ბოჭკო: ბოჭკო ანელებს მონელების პროცესს, გაძლევთ სისავსის შეგრძნებას, რაც იმას ნიშნავს, რომ მალე დანაყრდებით და გვიან მოგშივდებათ.

დიეტური ბოჭკო ანელებს შიმშილის გამომწვევი ჰორმონის, გრელინის გამოყოფას და ანელებს შაქრის მეტაბოლიზმს, რაც სისხლში შაქრის დონის სწრაფ ცვლილებას ამცირებს.

  • წყალი: იცოდით, რომ ბროკოლის 90%-ს წყალი შეადგენს? 5 გრამი ბოჭკოა 1 პორცია მომზადებულ ბლოკოლში. როცა ვსაუბროთ საკვების სასარგებლო თვისებებზე, ეს უკანასკნელი ერთ-ერთი მოწინავეა ამ სიაში.
  • სასარგებლო საკვები ნივთიერებები: ბროკოლი ბევრ ისეთ საკვებ ნივთიერებას შეიცავს, რაც წონის დაკლებაში დაგეხმარებათ. მაგალითად – კალციუმი, ის ამცირებს ხიმის უჯრედების შექმნას და ხელს უწყობს მათ დაშლას.
ასევე ნახეთ:  ყავა თუ მწვანე ჩაი?

როგორ ვჭამოთ ბროკოლი წონაში დასაკლებად?

ორთქლში მომზადება, სუპში ან სალათში დამატება არის ყველაზე პოპულარული მეთოდები. ასევე, შეგიძლიათ მოხარშული ბროკოლი დაამატოთ თქვენს სენდვიჩებს და ბოლოს, შეგიძლიათ, კატლეტები ან ჩიფსი დაამზადოთ მისგან.