ჯანმრთელობა

როგორ გადავარჩინოთ სიკვდილს ადამიანი ამ 13 შემთხვევისას?

ამ სტატიაში გაეცნობით სხვადასხვა შემთხვევას, რათა თქვენ ირგვლივ მყოფ ადამიანებს საფრთხის მოახლოების დროს დაეხმაროთ და სიკვდილს გადაარჩინოთ.

როგორ უნდა იხსნათ ადამიანი დახრჩობისგან

თუ ვინმემ რესტორანში უზომოდ ბევრი ჭამა, თქვენ, ალბათ, ჰეიმლიჩის (ზურგთან დადგომა და გულმკერდზე ხელისმოჭერა) მანევრის შესრულებას დააპირებთ.

თუმცა მხრებს შორის ძლიერი დარტყმით დაეხმარებით, რათა გადაადგილდეს ყელში გაჭედილი საკვები.

შემდეგ, უბრალოდ, დაელოდეთ აპლოდისმენტებს.

როგორ უნდა იხსნათ გულწასული ადამიანი, რომელიც სუნთქავს

თუ ქუჩაში დაინახავთ, რომ ადამიანი ძირს წევს, სცადეთ გამოლაპარაკება.

თუ ის ლაპარაკსაც კი არ ცდილობს, შეუმოწმეთ სუნთქვა: დააწვინეთ ზურგზე, ნახეთ, თუ იგრნობა მისი სუნთქვა და გულმკერდი თუ ადის და ჩადის.

თუკი შეინიშნება სუნთქვა, თავი უკან გადაუწიეთ და გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.

როგორ უნდა იხსნათ გულწასული ადამიანი, რომელიც არ სუნთქავს

სულაც არ არის საჭირო სასწაულების ჩადენა. მოძებნეთ ახლომახლო ისეთი საჯარო ადგილი, სადაც ექნებათ გულის რითმის აღმდგენი, 3-5 წუთიანი კოლაფსით მათი გადარჩენის შანს 70%-მდე გაზრდით.

ნუ ინერვიულებთ, ამ ხელსაწყოს გამოყენება იმაზე მარტივია, ვიდრე ჟღერს.

გახსენით ყუთი და მიყევით ხმას, რომელიც გიკარნახებთ. ის გეტყვით, რა გააკეთოთ და არ გამოიყენებს შოკს იქამდე, სანამ ეს საჭირო არ იქნება.

ხელოვნური სუნთქვა

ხედავთ ადამიანს, რომელიც უგონოდაა, არ სუნთქავს და არ გაქვთ გულის რითმის აღმდგენი?

ამ დროს თქვენ დაიწყებთ გულმკერდის შეკუმშვას.

თუ ბევრი ადამიანის იმყოფება გარშემო, დაიწყეთ ამის კეთება მონაცვლებით. უბრალოდ, როდესაც თქვენი ჯერი მოვა დარწმუნდით, რომ ერთი ხელი იმყოფება მეორე ხელის ზემოდან და დააწექით გულმკერდის ცენტრში ისე რომ, 5-6 სანტიმეტრით დაბლა დაიწიოს.

ასევე ნახეთ:  10 შედეგი, რომლებიც თან ახლავს შუადღისით წაძინებას

ნუ დააწვებით ძალიან მაგრად.

როგორ გადაარჩნოთ ადამიანი გულის შეტევისას

თუ თქვენ ვარჯიშობთ და შეამჩნიეთ, რომ ადამიანი უეცრად გულზე იდებს ხელს და ძლიერ ტკივილს გრძნობს, რა უნდა მოიმოქმედოთ?

აუცილებლად სწრაფადვე გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.

სანამ პროფესიონალები მოვლენ, თქვენ შეგიძლიათ, მცირედით დაეხმაროთ და მიაღებინოთ ასპირინი, რათა შეანელოს სისხლის შედედება.

როგორ გადაარჩინოთ ადამიანი დიაბეტის შეტევისას

თქვენ გარშემო დიაბეტით დაავადებული ადამიანი თავს საშინლად დაღლილად და გაბრუებულად გრძნობს?

თქვენ მათი გადარჩენა შეგიძლიათ მენთოსით ან სკიტელსით.

დიახ, თქვენი ტკბილეული გაზრდის მათ სისხლში შაქარს.

როგორ უნდა დაეხმაროთ ადამიანს, რომელმაც თავი დაარტყა

თუ თქვენ ირგვლივ ვინმე დაეცა, უმჯობესია, სიცილი შეიკავოთ და დაეხმაროთ მას.

არ არის აუცილებელი ფხიზლად დატოვოთ ადამიანი, რომელსაც ტვინის შერყევა აქვს, უძილობა არაფერს მოუტანს.

თუკი 5 წუთის შემდეგ ის თავს გაბრუებულად იგრძნობს, აუცილებლად წაიყვანეთ საავადმყოფოში.

დამწვრობა

თუ შემთხვევით გადაგესხათ ცხელი ყავა ან რაიმე ცხელი სასმელი, დროს ნუ დაკარგავთ ლოსიონებით და კრემებით.

ამის მაგივრად, თუკი შეამჩნევთ რომ დამწვარი ადგილი იზრდება, მიმართეთ ექიმს, რათა თავიდან აიცილოთ გართულებები და შეამციროთ შრამის დატოვების კვალი.

როგორ უნდა გადაარჩინოთ ვინმეს კბილი

ძალიან სასაცილოა, თუკი თქვენ მეგობარს მუდმივად ღიმილის გარეშე დატოვებთ. ძალიან მარტივი გზა არსებობს, რათა დაეხმაროთ მას, როდესაც კბილი მოტყდება.

უბრალოდ ჩადეთ ის პატარა კონტეინერში რძესთან ან ნერწყვთან ერთად, რათა არ გამოშრეს, სანამ სტომატოლოგამდე მიხვალთ.

ეპილეფსიის ტკივილები

ეპილეფსიით დაავადებულ ადამიანს ძალიან მარტივად შეიძლება დაეხმაროთ, უბრალოდ დაუთმეთ მას სრულად ცარიელი ოთახი. მიეცით ნება ჩაიტაროს კურსი და შეამოწმეთ მაშინ, როდესაც დაასრულებს ამას.

ასევე ნახეთ:  11 საკვები, რომლებიც მაცივარში არ უნდა შეინახოთ

სისხლდენა ცხვირიდან

ცხვირიდან სისხლდენისას ზოგი იტყვის, რომ თავის უკან გადაწევაა კარგი, ხოგი ხელში ცხვირსახოცს მოგაჩეჩებთ, მაგრამ რომელია მართალი?

ასეთ შემთხვევაში ცხვირის რბილი ნაწილი დაიჭირეთ ხელით და მიიდეთ ცხვირსახოცი.

ასეთ დროს თავის უკან გადაწევით სისხლი ყელში გადავა და შესაძლებელია, დახრჩობაც გამოიწვიოს.

როგორ მოვიქცეთ თუკი მედუზამ დაგვსუსხა

თუკი ზღვაზე ისვენებთ თქვენ მეგობრებთან ერთად და დაინახეთ, რომ ბევრი მედუზაა ირგვლივ, ისინი კი მოდიან თავიანთი საცეცებით, თქვენს მეგობრებს უთხარით, რომ ფეხები გადააჯვარედინონ.

ზოგიერთის თქმით, შარდი შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომელიც ამცირებს ტკივილს, მაგრამ ეს სიცრუეა. ამის სანაცვლოდ, დაბრუნეთ მეგობარი სანაპიროზე და დაასხით დაზიანებულ ადგილას ზღვის წყალი.

ეს რჩევები დაგეხმარებათ, გადაარჩინოთ სიკვდილს ადამიანი უკიდურესი შემთხვევების დროს.