სწორი კვებაფიტნესიჯანმრთელობა

როგორ გავიქროთ შიმშილი – 9 მარტივი გზა

შიმშილი ის გრძნობაა, რომლის მოშორებაც, ალბათ, ხშირად გდომებიათ.

სტატიაში გაეცნობით 9 მარტივ გზას მის გასაქრობად:

მეტი ნახშირწყალი

გავრცელებული სიბრძნის მიხედვით, საღამოს საათებში უფრო ნაკლები ნახშირწყალი უნდა მიიღოთ.

იერუსალიმის უნივერსიტეტის დიეტოლოგების დასკვნით, დილით ადრე დაბალი შემცველობის ნახშირწყლების მიღება და საღამოს კარტოფილის მირთმევა დაგეხმარებათ, გაანახევროთ შიმშილის გრძნობა დიდი ხნის განმავლობაში.

ის, ასევე, აჩერებს ინსულინის უეცარ ცვლილებას, აუმჯობესებს ქოლესტერინს და ხელს უწყობს წონის კლებას.

ხორცი საუზმედ

დილა, ბურღულეულის ნაცვლად, დაიწყეთ ხორცით.

მისურიში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მაღალ პროტეინიანი საუზმე ხელს უწყობს დანაყრებას, რაც შემდგომში მცირე ზომის ლანჩს გულისხმობს, დილით ბლინების მირთმევის ან საერთოდ, საუზმის გამოტოვებასთან შედარებით.

მიირთვით ყავა

დილით ყავის მიღება ამცირებს თითქმის ყველაფრის რისკს, დაწყებული დიაბეტებით, სიმსივნით და დამთავრებული დემენციით (ტვინის ორგანული დაზიანების შედეგად განვითარებული პათოლოგიური მდგომარეობა).

ავსტრალიური კვლევის მიხედვით, დილით ყავის მიღება ზრდის დანაყრების შეგრძნებას.

პერსონალური სერვისი

ილინოისის კვლევის თანახმად, როდესაც თავად ამზადებთ და აწყობთ მაგიდას, უფრო მარტივია, იგრძნოთ, როდის ხართ დანაყრებული, ვიდრე სხვისი მომზადებისას.

გამორთეთ ტელევიზორი

კვლევებმა დაამტკიცა, რომ ტელევიზორის ლურჯი გამოსხივება ზრდის შიმშილის გრძნობას მინიმუმ ორი საათით, ასევე, ქმნის ძილის პრობლემებს.

ამიტომ, გამორთეთ ტელევიზორი ჭამის დროს.

მიირთვით ბოსტნეული

ბოსტნეულის მონელების დროს გამოიყოფა ნივთიერება აკეტატი (acetate), რომელიც ამცირებს შიმშილის შეგრძნებას, რაც ბევრად უფრო მალე განაყრებთ და შესაძლებელია, დესერტზეც კი გათქმევინოთ უარი.

ივარჯიშეთ

ივარჯიშო იმისთვის, რომ შეგიმცირდეს შიმშილის გრძნობა, უცნაურად ჟღერს.

ასევე ნახეთ:  10 რამ, რაც უნდა გააკეთოთ ვარჯიშამდე, ვარჯიშის დროს და მის შემდეგ

რაც უფრო მეტ კალორიას წვავთ, მით უფრო მეტის მიღება სურს თქვენს ორგანიზმს. მაგრამ კვლევის თანახმად, 45-წუთიანი ვარჯიში საგრძნობლად ამცირებს საკვების მოთხოვნილებას.

იკვებეთ სწორად და თავი დაანებეთ საღამოობით წახემსებას.

დაიძინეთ ადრე

არასაკმარისი ძილი, ცნობილი პრობლემების გარდა, კალორიების მოთხოვნილებასაც ზრდის.

კვლევის თანახმად, მამაკაცები, რომლებმაც კარგად ვერ გამოიძინეს, შემდეგ დღეს უფრო მეტ კალორიას იღებდნენ, ვიდრე ჩვეულებრივ.

თუ მუდამ იდეალურ ფორმაში ყოფნა გსურთ, ყოველდღიურობას სწორი კვებითა და ვარჯიშით აუცილებლად უნდა შეუწყოთ ხელი. ამ შემთხვევაში, შიმშილი და მასთან დაკავშირებული გრძნობებიც აღარ შეგაწუხებთ.