სწორი კვებაჯანმრთელობა

4 გზა შებერილობისა და გაზების თავიდან ასაცილებლად

არაკომფორტულობასთან ერთად, შებერილობა შესაძლებელია, უხერხულიც აღმოჩნდეს. საბენდიეროდ, ახალ ცხოვრების სტილსა და კვების ჩვევებს შეუძლია გაზების შემცირება.

სცადეთ, ექსპერტების 4 რჩევა გაითვალისწინოთ:

  1. თანდათანობით გაზარდეთ ბოჭკოს მიღება

თუ არასდროს მიირთმევდით ბროკოლს, მისი მიღების სწრაფად გაზრდა ნამდვილად არაკომფორტული იქნება თქვენი კუჭისთის.

ხილი კანთან ერთად, ბოსტნეული, მარცვლეული ძალიან კარგია თქვენი ჯანმრთელობისთვის. თუმცა, თუ მათ არ იღებთ დიდი რაოდენობით ან ხშირად, შესაძლოა, ამ ყველაფერმა გამოიწვიოს გაზები და შებერილობა.

დაიწყეთ პატარა პორციებით და ეტაპობრივად გაზარდეთ ან მიირთვით დროების მიხედვით, ეს თავიდან აგარიდებთ ბოჭკოთი გამოწვეულ გაზებს.

დღის განმავლობაში ხილის, მარცვლეულისა და ბოსტნეულის მეშვეობით მიიღეთ 20 გრამი ბოჭკო, რაც გულისხმობს, რომ დილით საუზმეს დაამატოთ ჟოლო, მიირთვათ პური და გაზარდოთ სადილი ბოსტნეულით.

2. ჭამეთ ნელა

გარდა იმისა, თუ რას ჭამთ, დიდი მნიშვნელობა აქვს – როგორ ჭამთ.

დაღეჭეთ დახურული პირით და არ ილაპარაკოთ.

ნელა ჭამით და არლაპარაკით თავიდან აირიდებთ კუჭში ზედმეტი ჰაერის მოხვედრას, რასაც გაზების გამოწვევა შეუძლია.

რაც მთავარია, კარგად დაღეჭეთ საჭმელი, რითაც დაეხმარებით მომნელებელ სისტემას. ასევე, მოერიდეთ დიდ ლუკმებს.

3. მოიშორეთ საღეჭი რეზინი

რა თქმა უნდა, საღეჭი რეზინი საკმაოდ გამოსადეგია, როდესაც შეხვედრამდე სულ რაღაც 5 წუთი გაქვთ, თუმცა თუ მთელი დღის განმავლობაში დაღეჭავთ, შედეგად მიიღებთ შებერილობასა და გაზებს.

საღეჭი რეზინი შეიცავს ძნელად გადასამუშავებელ ნახშირწყლებს ალკოჰოლის შაქრის სახით – როგორიც არის სორბიტი, მანიტოლი და ხოლიტოლი – რაც გაზების გამომწვევია.

ასევე ნახეთ:  რამდენ პროცენტიანი შოკოლადი ითვლება ჯანსაღად?

4. რძის ნაწარმი

განსხვავებული ხილი და ბოსტნეული სხვადასხვა შაქარს შეიცავს, რომელსაც ყველა ადამიანი ერთნაირად ვერ გადაამუშავებს.

დააკვირდით, რომელი საკვების მერე გრძნობთ თავს არაკომფორტულად, რძის ნაწარმი კი ამის მოგვარებაში დაგეხმარებათ.

დაამატეთ საკვებს რძის ნაწარმი და მისი მეშვეობით გაზების გამომწვევი ფაქტორები განეიტრალდება.

გარდა რძის პროდუქტებისა, დაგეხმარებათ, ასევე, მარცვლეული, ბოსტნეული, ოსპი და უმი ვაშლი.

ამ რჩევების გათვალისწინებით შეძლებთ შებერილობისა და გაზების თავიდან აცილებას.