ჯანმრთელობა

მნიშვნელოვანი სამედიცინო გამოკვლევები ასაკის მიხედვით

გამოკვლევა ყველა მამაკაცს სჭირდება, ასაკის გათვალისწინებით

ჩაგიტარებიათ პრევენციული გამოკვლევები? ალბათ, თქვენ მანქანას ამოწმებთ რეგულარულად, არასდროს ტოვებთ უყურადღებოდ ზეთის შეცვლას, რეცხავთ და აპრიალებთ, სანამ არ იბრწყინებს. მაგრამ საკუთარ თავზეც ასე ზრუნავთ? ჩვენ გესაუბრებით იმ სამედიცინო გამოკვლევების შესახებ, რომლებიც გჭირდებათ, ასაკის მიხედვით.

“დაკავებული ცხოვრების სტილი და სამსახური ხშირად ხელს გვიშლის რეგულარულად გავაკონტროლოთ ჩვენი ჯანმრთელობა“ – რობერტ ვ. ბრენერი, მთავარი სამედიცინო ოფიცერი და ნიუ ჯერსის სამიტის მედიცინის ჯგუფის პრევენციული მედიცინის მთავარი   – “მაგრამ ფაქტებით მტკიცდება, რომ პრევენციული მედიცინა ყველაზე ეფექტურად ამცირებს დაავადებებისა და ავადმყოფობის რისკებს.“

“მანქანები რეგულარულად მოწმდება, ისევე როგორც თვითმფრინავები“ – დანიელ კოსგროვი, WellMax ცენტრის სამედიცინო დირექტორი, კალიფორნია. „მაგრამ ყველაზე ძვირფასის შემთხვევაში რაც გაგვაჩნია, საკუთარი სხეული, ჩვენ ამისთვის ველოდებით სიმპტომებს. მაგრამ სამწუხაროდ, ბევრი დაავადება სიმპტომების გამოვლენამდე გაცილებით ადრე ვითარდება.“

თქვენი ინდივიდუალური ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, პირადი ექიმი უკეთ გირჩევთ, თუ რომელი სამედიცინო ტესტი უნდა ჩაიტაროთ და რა სიხშირით, მაგრამ ქვემოთ ჩამოთვლილი ზოგადი სამედიცინო შემოწმებები დაგეხმარებათ ცხოვრების მანძილზე შეინარჩუნოთ „შესანიშნავად აწყობილი მანქანა.“

გამოკვლევები 20-იანებში

  • პირველადი ფიზიკური შემოწმება თქვენი პირადი ექიმის მიერ, მათ შორის სისხლის წნევა , წონისა და სიმაღლის კონტროლი.
  • სათესლე ჯირკვლების სიმსივნის სკრინინგი, მოიცავს თვეში ერთხელ შემოწმებას.
  • ქოლესტერინის კონტროლი ყოველ 5 წელში.
  • თქვენი ინდივიდუალური შემთხვევიდან გამომდინარე, ექიმმა შესაძლოა მოინდომოს ელექტროკარდიოგრამის გაკეთება, გულის დაავადებების გამოსავლენად, და სისხლის ტესტი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის, ღვიძლის პრობლემებისა და ანემიის შესამოწმებლად.
  • რისკ ფაქტორების გათვალისწინებით, შესაძლოა ექიმმა გირჩიოთ კანის კიბოსა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, აივ ინფექციის სკრინინგი ალკოჰოლზე დამოკიდებულების შემოწმება.
ასევე ნახეთ:  რჩევები ენერგიის მოსამატებლად

გამოკვლევები 30-იანებში

  • პირველადი ფიზიკური შემოწმება თქვენი პირადი ექიმის მიერ, მათ შორის სისხლის წნევა , წონისა და სიმაღლის კონტროლი.
  • სათესლე ჯირკვლების სიმსივნის სკრინინგი, მოიცავს თვეში ერთხელ შემოწმებას.
  • ქოლესტერინის კონტროლი ყოველ 5 წელში.
  • თქვენი ინდივიდუალური შემთხვევიდან გამომდინარე, ექიმმა შესაძლოა მოინდომოს ელექტროკარდიოგრამის გაკეთება, გულის დაავადებების გამოსავლენად, და სისხლის ტესტი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის, ღვიძლის პრობლემებისა და ანემიის შესამოწმებლად.
  • რისკ ფაქტორების გათვალისწინებით, შესაძლოა ექიმმა გირჩიოთ კანის კიბოსა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, აივ ინფექციის სკრინინგი ალკოჰოლზე დამოკიდებულების შემოწმება.
  • მხედველობის შემოწმება
  • გულის ქრონიკული დაავადებების სკრინინგი ოჯახის სამედიცინო ისტორიისა და რისკ ფაქტორების გათვალისწინებით.

გამოკვლევები 40-იანებში

  • პირველადი ფიზიკური შემოწმება თქვენი პირადი ექიმის მიერ, მათ შორის სისხლის წნევა , წონისა და სიმაღლის კონტროლი.
  • სათესლე ჯირკვლების სიმსივნის სკრინინგი, მოიცავს თვეში ერთხელ შემოწმებას.
  • ქოლესტერინის კონტროლი ყოველ 5 წელში.
  • თქვენი ინდივიდუალური შემთხვევიდან გამომდინარე, ექიმმა შესაძლოა მოინდომოს ელექტროკარდიოგრამის გაკეთება, გულის დაავადებების გამოსავლენად, და სისხლის ტესტი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის, ღვიძლის პრობლემებისა და ანემიის შესამოწმებლად.
  • პროსტატას კიბოს სკრინინგი
  • 45 წელს ზემოთ დიაბეტის სკრინინგი, ყოველ 3 წელიწადში ერთხელ.
  • რისკ ფაქტორების გათვალისწინებით, შესაძლოა ექიმმა გირჩიოთ კანის კიბოსა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, აივ ინფექციის სკრინინგი ალკოჰოლზე დამოკიდებულების შემოწმება.
  • მხედველობის შემოწმება.
  • გულის ქრონიკული დაავადებების სკრინინგი ოჯახის სამედიცინო ისტორიისა და რისკ ფაქტორების გათვალისწინებით.

50-იანებში

  • პირველადი ფიზიკური შემოწმება თქვენი პირადი ექიმის მიერ, მათ შორის სისხლის წნევა , წონისა და სიმაღლის კონტროლი.
  • სათესლე ჯირკვლების სიმსივნის სკრინინგი, მოიცავს თვეში ერთხელ შემოწმებას.
  • ქოლესტერინის კონტროლი ყოველ 5 წელში.
  • II ტიპის(შაქრიანი) დიაბეტის სკრინინგი.
  • რისკ ფაქტორების გათვალისწინებით, შესაძლოა ექიმმა გირჩიოთ კანის კიბოსა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, აივ ინფექციის სკრინინგი ალკოჰოლზე დამოკიდებულების შემოწმება.
  • ლიპიდური დარღვევების სკრინინგი.
  • ყოველწლიური ელექტროკარდიოგრამა.
  • მხედველობისა და სმენის შემოწმება.
  • პროსტატას კიბოს სკრინინგი.
  • მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი ფეკალურ ოკულტური სისხლის ტესტირებით, სიგმოიდოსკოპიით ან კოლონოსკოპიით 50 წლის ასაკსი.
  • გულის ქრონიკული დაავადებების სკრინინგი ოჯახის სამედიცინო ისტორიისა და რისკ ფაქტორების გათვალისწინებით.
  • დეპრესიის კონტროლი.
ასევე ნახეთ:  რომელი უფრო ეფექტურია: ტრენაჟორები თუ სიმძიმეებით ვარჯიში?

60-იანებში

  • პირველადი ფიზიკური შემოწმება თქვენი პირადი ექიმის მიერ, მათ შორის სისხლის წნევა , წონისა და სიმაღლის კონტროლი.
  • სათესლე ჯირკვლების სიმსივნის სკრინინგი, მოიცავს თვეში ერთხელ შემოწმებას.
  • პროსტატას კიბოს სკრინინგი
  • ლიპიდური დარღვევების სკრინინგი.
  • ყოველწლიური ელექტროკარდიოგრამა.
  • გულის იშემიური დაავადებების სკრინინგი, მუცლის აორტის ანევრიზმა და საძილე არტერიის ულტრაბგერითი სკრინინგი.
  • მხედველობისა და სმენის შემოწმება.
  • ოსტეოპოროზის სკრინინგი.
  • რისკ ფაქტორების გათვალისწინებით, შესაძლოა ექიმმა გირჩიოთ კანის კიბოსა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, აივ ინფექციის სკრინინგი ალკოჰოლზე დამოკიდებულების შემოწმება.
  • წინა კვლევებსა და შედეგებზე დაფუძნებული კოლორექტალური სკრინინგის გაგრძელება.
  • დეპრესიის კონტროლი.
  • ალცჰაიმერისა და დემენციის დაავადებების შემოწმება.

70-იანებში და ზემოთ

  • პირველადი ფიზიკური შემოწმება თქვენი პირადი ექიმის მიერ, მათ შორის სისხლის წნევა , წონისა და სიმაღლის კონტროლი.
  • სათესლე ჯირკვლების სიმსივნის სკრინინგი, მოიცავს თვეში ერთხელ შემოწმებას.
  • პროსტატას კიბოს სკრინინგი
  • ლიპიდური დარღვევების სკრინინგი.
  • ყოველწლიური ელექტროკარდიოგრამა.
  • გულის იშემიური დაავადებების სკრინინგი, მუცლის აორტის ანევრიზმა და საძილე არტერიის ულტრაბგერითი სკრინინგი.
  • მხედველობისა და სმენის შემოწმება.
  • ოსტეოპოროზის სკრინინგი.
  • წინა კვლევებსა და შედეგებზე დაფუძნებული კოლორექტალური სკრინინგის გაგრძელება.  გენერალური სკრინინგი 75 წლამდე.  თუ მიეკუთვნებით 76-85 წლის ასაკობრივ ჯგუფს კონსულტაცია გაიარეთ თქვენ ექიმთან. სკრინინგი არ არის რეკომნდირებული 85 წლის ზემოთ.