მასის მომატებაფიტნესიცხიმის წვა

გამოშრობა თუ მასის მომატება? 5 რამ, რაც უნდა იცოდეთ

გამოშრობა თუ მასის მომატება, ეს დიდი დილემაა!

გსურთ გახდეთ უფრო დიდი, მაგრამ თან არ გინდათ ცხიმის მომატება?

ცხადია, რომ ერთ მიზანზე კონცენტრირება უფრო ეფექტურია, მაგრამ რომელი უნდა აირჩიოთ?

პირველი, რაც უნდა გააცნობიეროთ, არის ის, რომ არ არსებობს „სწორი“ გადაწყვეტილება, ორივე არჩევანის შემთხვევაში თქვენი სხეული უკეთესი იქნება.

დანარჩენი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი სხეული გაქვთ ახლა და რა არის თქვენი საბოლოო მიზანი.

თუ უკვე საკმაოდ დიდი ხართ, მაშინ გამოშრობით დაწყება სჯობს.

ქვემოთ ჩამოთვლილია 5 რამ, რაც უნდა გაითვალისწინოთ გადაწყვეტილების მიღებისას.

#1: მასის მომატებას მეტი დრო სჭირდება, ვიდრე გამოშრობას

ეს მნიშვნელოვანია, კუნთების ზრდას მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ცხიმების დაწვას.

ნორმალურ შემთხვევაში თვეში დაახლოებით 1-1.5 კგ. კუნთოვანი მასის მომატებას შეძლებთ, ხოლო, რაც შეეხება ცხიმებს, კვირაში დაახლოებით 500 გრამი ცხიმის დაწვა სრულებით შესაძლებელია კუნთოვანი მასის შემცირების გარეშე.

ეს მაშინაც კი, როდესაც სხეულის ცხიმოვანი შემადგენლობა 10%-ის მიდამოებშია.

როდესაც ფიქრობთ, გამოშრეთ თუ მოიმატოთ მასაში, ეს ფაქტი მნიშვნელოვანია, რათა სწორი მოლოდინები გქონდეთ.

რეკომენდირებულია, რომ გამოშრობას 1 თვე მაინც დაუთმოთ გადაბმულად, ხოლო მასის ზრდას მინიმუმ – სამი.

#2: თუ ახალგაზრდა ხართ და ვერ გადაგიწყვეტიათ, რომელი გზა აირჩიოთ, მოიმატეთ მასაში

კუნთების ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ტესტოსტერონის დონეა. სწორედ ამიტომაა, რომ ბოდიბილდერები ხშირად ტესტოსტერონის ინექციებს იკეთებენ.

კუნთოვანი მასის მომატება ახალგაზრდობაში უფრო მარტივია ტესტოსტერონის მაღალი დონის გამო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ 20-დან 30 წლამდე არის კუნთოვანი მასის ზრდის „ოქროს ხანა“.

ასევე ნახეთ:  ტაურინი - Taurine

ამ ასაკში შეძენილი კუნთების შენარჩუნებაც უფრო მარტივი იქნება.

#3: საჭიროა იცოდეთ, რა არის თქვენი მოტივაცია

ისევე, როგორც ყველა სხვა გადაწყვეტილების მიღებისას, აუცილებელია კარგად დაფიქრდით, რა არის თქვენი მოტივაცია.

არ იჩქაროთ გადაწყვეტილების მიღება და გააანალიზეთ, რატომ გსურთ მასის მომატება ან გამოშრობა.

თუ, მაგალითად, პასუხი არის, რომ გსურთ სხეულის გამოშრობა, რათა მუცლის არეში არსებული ცხიმები მოიშოროთ, ეცადეთ კიდევ უფრო ღრმა მოტივაციას მიაგნოთ, მაგალითად, იმას, რომ გესიამოვნოთ საკუთარი სხეულის ნახვა სარკეში, ან ის, რომ თქვენი ოჯახის წევრს ჰქონდა წონის პრობლემები და არ გსურთ, თქვენც იგივე დაგემართოთ.

თუ ასე ღრმად გააანალიზებთ თქვენი გადაწყვეტილების მოტივაციას, მაშინ არჩევაც მარტივია და არჩეული გზიდან გადახვევაც ნაკლებად სავარაუდო იქნება.

#4: მოუსმინეთ სხვების მიუკერძოებელ რჩევას

თუ უკვე გადადგით ზემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯები და მაინც ვერ იღებთ გადაწვეტილებას, მაშინ დახმარება სხვებს სთხოვეთ.

როდესაც ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, ხშირად ემოციურები ვართ, რაც სწორი გადაწყვეტილების მიღებას ართულებს. ამიტომ ჰკითხეთ რჩევა ისეთ ადამიანს, რომელის აზრსაც პატივს სცემთ, ყურადღებით მოისმინეთ მათი მოსაზრება, თუნდაც ერთი შეხედვით არ ეთანხმებოდეთ იმ პოზიციას.

ასევე, ყურადღება მიაქციეთ თქვენ რეაქციას – თუ მათი რჩევაა, რომ მასა გაზარდოთ და ინსტინქტურად თქვენ გამოშრობის გადაწყვეტილების დაცვას დაიწყებთ, ეს უკვე რაღაცას ნიშნავს.

#5: იფიქრეთ ორივე ვარიანტზე ერთდროულად

შესაძლებელია, რომ ერთდროულად მასაც მოიმატოთ და თან ცხიმებიც დაწვათ.

ამ ვარიანტის მთავარი მინუსი არის ის, რომ უფრო ხანგრძლივი დრო დაგჭირდებათ მიზნის მისაღწევად. დადებითი მხარე კი ისაა, რომ არ მოგიწევთ სერიოზულად შეამციროთ თქვენი კალორიების დღიური ნორმა, ასეთი მეთოდი, შესაძლოა, უფრო სასარგებლოც იყოს თქვენთვის.

ასევე ნახეთ:  რა უნდა მიირთვათ ვარჯიშამდე?

როდესაც მომატებისა და გამოშრობის ციკლებს ეჩვევით, ზოგჯერ ეს პრობლემური ხდება, რადგან უფრო რთულად კმაყოფილდებით საკუთარი შედეგებით, არ არის გამორიცხული კვებით დარღვევების ჩამოყალიბება. თუ ვერ გადაგიწყვეტიათ, მოიმატოთ თუ გამოშრეთ, მაშინ სავარაუდოდ თქვენს სხეულს რაიმე მკვეთრი პრობლემა არ აქვს, შესაძლოა არ იყოთ ისეთი დიდი ან გამომშრალი, როგორიც გსურთ, მაგრამ თქვენი უკმაყოფილება მცირეა.

სწორედ ასეთ შემთხვევაში კომბინირების სტრატეგია ყველა სწორი იქნება თქვენთვის, დიდი შეზღუდვების გარეშე შეძლებთ სხეულის გაუმჯობესებას.

მთავარია გახსოვდეთ, რომ არ არსებობს სწორი და არასწორი გადაწყვეტილება.