ფიტნესიწონაში კლებაწონის კორექცია

ყველაფერი, რაც შრობის შესახებ უნდა იცოდეთ | გამოშრობა

თავდაპირველად მოდით დავაზუსტოთ გამოშრობის ცნება. გამოშრობა არის პროცესი, რომელიც ბოდიბილდერებმა შეჯიბრამდე უნდა გაიარონ.

შრობა კანქვეშა ცხიმისა და ორგანიზმში წყლის დონის მაქსიმალურად შემცირებას ისახავს მიზნად, რათა დემონსტრაციის დროს ათლეტმა „სუფთა“ კუნთის მოცულობა და რელიეფი აჩვენოს.

სამწუხაროდ ბოლო დროს შრობამ ტრენდის სახე მიიღო— ინტერნეტ სივრცეში თქვენ უამრავ დიეტასა და სავარჯიშო პროგრამას ნახავთ, რომლებიც შრობის სწრაფ შედეგებს გპირდებათ.

გარწმუნებთ, თუ ბოდიბილდინგით პროფესიონალურ დონეზე არ ხართ დაკავებული, მაშინ გამოშრობა არაფერში გჭირდებათ. ხოლო თუ წონაში სწორად და ეფექტურად დაკლება და თქვენზე მორგებული სავარჯიშო პროგრამა გაინტერესებთ, ეწვიეთ ამ გვერდს.

მოდით გავიგოთ რა საფრთხეებს მოიცავს გამოშრობა. ინფორმირებულობა საუკეთესო იარაღია საფრთხეების თავიდან ასაცილებლად.

გაუწყლოება

არსებობს მოსაზრება, რომ შრობის დროს წყლისგან თავი უნდა შეიზღუდოთ.

ასეთი სახით თითქოს ცხიმი უფრო მალე „დაიწვება“. მიუხედავად იმისა, რომ ნაწილობრივ ეს სიმართლეა (ცხიმი, ექსტრემალურ შემთხვევებში ნამდვილად გამოიყენება სითხის მარაგის სახით), დიდწილად აღნიშნული მოსაზრება დიდ საფრთხეს შეიცავს, რომელიც შრობიდან გამოსვლის შემდეგ არამხოლოდ მკვეთრად გაზრდის კანქვეშა ცხიმის მოცულობას (ეს არის ორგანიზმის პასუხი ამ ქმედებაზე, იგი ასეთი სახით მსგავსი ფაქტის გამეორებისთვის ემზადება), არამედ შესაძლოა დიდი ზიანის მომტანი აღმოჩნდეს როგორც კანისთვის, ისე თირკმელებისთვის, გულისა და ნერვული სისტემისთვის.

განსაკუთრებით ეს სახიფათოა დაბალი წნევის მატარებელი ადამიანებისთვის, რომლებიც ინტენსიურად ვარჯიშობენ. რთული წარმოსადგენია რა შეიძლება მოყვეს დაბალი წნების მქონე ადამიანის შრობას, რომელსაც ეს პროცესი უბრალოდ გასახდომ დიეტაში ეშლება.

ასევე ნახეთ:  რას მიირთმევს 48 წლის ჯენიფერ ენისტონი 28 წლის გოგოს რომ ჰგავს

ჰიპოვიტამინოზი (ვიტამინების დეფიციტი)

კანქვეშა ცხიმის უჯრედები დიდ როლს თამაშობენ მეტაბოლიზმში და მათ შორის ვიტამინების ათვისებაშიც. მისი პროცენტულობის მკვეთრმა ვარდნამ შესაძლოა ორგანიზმში A, D, E და K ვიტამინების დეფიციტი გამოიწვიოს.

ეს თავისხმრივ აუცილებლად აისახება იმუნურ სისტემაზე, თმებზე, კანზე, ფრჩხილებზე, კბილებსა და ორგანიზმის ძირითადი სისტემების მუშაობაზე.

კვებითი რაციონის ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსის დამატებით მიღების დროს ცხიმში ხსნადი ვიტამინები კანქვეშა ცხიმის არასაკმარისი მოცულობის გამო პრაქტიკულად აუთვისებელი დარჩება.

ამენორეა

გამოშრობა, სწორად შედგენილი დიეტის დროსაც კი ორგანიზმისთვის დიდ სტრესს წარმოადგენს.

რაც უფრო ახლოსაა „სუფთა“ შედეგი ქალებისთვის მით უფრო შესამჩნევია დისბალანსი კვებაში.

მაღალი დატვირთვა ვარჯიშის დროს და კვებით რაციონში ნახშირწყლების  (ან ცხიმების) მკვეთრი შემცირება ქალების მენსტრუალურ ციკლში შესაძლოა დარღვევა გამოიწვიონ რაც უმნიშვნელო შეყოვნებიდან შესაძლოა მუდმივ დაავადებაში— ამენორეაში გადაიზარდოს.

სუბდეპრესული მდგომარეობა, აგრესია, სისუსტე, აპათია

ნახშირწყლები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ როგორც ჩვენთვის საყვარელი კუნთების, ისე ტვინის კვებაში. მათი მოხმარების შემცირების დროს შესაძლოა ადამიანს გაუფუჭდეს ხასიათი ან მით უარესი, დაერღვეს მეტაბოლიზმი.

ჯანმრთელი ადამიანი ნახშირწყლების მოხმარების მკვეთრად შემცირების დროს მეტ დაღლილობას, დაბნეულობასა და აგრესიას გამოხატავს.

ხშირად ასეთი სახით ადამიანი რეციდივის საფრთხის ქვეშ დგება, რასაც ლოგიკურად შემდეგი ნაბიჯი მოყვება.

წონის მკვეთრი მომატება

პროფესიონალ სპორტსმენებს შრობიდან უმტკივნეულოდ გამოსვლა შეუძლიათ— ამას ისინი ძალიან ფრთხილად აკეთებენ.

ამაში ბოდიბილდერებს დიდი კუნთოვანი მასაც ეხმარება— რაც უფრო დიდია კუნთის მასა, მით მეტი საკვები სჭირდება მას.

შესაბამისად, ზედმეტი კალორიების მიღების დროს კუნთოვანი ქსოვილები ღუმელის მსგავსად შთანთქავენ მათ.

ასევე ნახეთ:  როგორ უნდა გააკეთოთ ფეხის მომხრელი ვარჯიში

წონის მკვეთრი მატება ძირითადად აწუხებთ იმათ, ვინც გამოშრობას ნებისმიერ ფასად ცდილობს.

შედეგად ადამიანი ან რეციდივის ან ვარჯიშების ინტენსივობის დაქვეითების დროს არღვევს შრობის პროცესიდან გამოსვლის ძირითად პრინციპებს.

სტრესში მყოფი ორგანიზმი ასეთ დროს იწყებს ცხიმების დაგროვებას „შავი დღისთვის“. ასეთი შეცდომის შემდეგ გახდომა ძალიან რთულ ამოცანას წარმოადგენს.

გამოფიტვა

დატვირთვებისა და კვების სრული დისბალანსი ფიზიკურ გამოფიტვას, გადაღლილობას, ძალისმიერი მაჩვენებლებისა და გამძლეობის დაქვეითებას, ძილის რეჟიმის დარღვევასა და ვარჯიშის შემდგომ დროში გაწელილ აღდგენასა და სხვა უარყოფით შედეგებს იწვევს.

შრობა დაშვებულია მხოლოდ პროფესიონალურ სპორტში. ჩვენ კი მხოლოდ სწორ და ჯანსაღ გახდომას ვუჭერთ მხარს.