ფიტნესიწონაში კლებაწონის კორექცია

როგორ გამოვდევნოთ სითხე ორგანიზმიდან – 7 რეკომენდაცია

გამოშრობა – სითხის გამოდევნა ორგანიზმიდან ყველა გამოცდილი ბოდიბილდერისთვის ნაცნობ თემას წარმოადგენს. ეს არის წონაში კლების ერთ-ერთი ექსტრემალური გზა, რის შედეგადაც თქვენი ნავარჯიშები სხეული წარმოუდგენელ ფორმებს იღებს.

Fit.Ge-მ შეაგროვა ორგანიზმიდან სითხის გამოდევნისთვის საჭირო რეკომენდაციები, მაშ ასე – გამოშრობა, რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის?

შეამცირეთ ნატრიუმი

პირველი, რაც ხელს უწყობს სითხის შეკავებას,  ეს ნატრიუმის შემცველი დიეტაა. რაც მეტ ნატრიუმს იღებთ, ორგანიზმიც მასთან პროპორციული სითხის რაოდენობას იკავებს.

ყურადღებით წაიკითხეთ საკვების შემადგენლობა და ეცადეთ მოერიდოთ ნახევრადფაბრიკატ,  დაკონსერვებულ, გაყინულ საკვებსა და სანელებლებს.

ივარჯიშეთ

თუ სითხის შეკავებას განიცდით, თქვენ გჭირდებათ მაღალი დატვირთვის ვარჯიშები, რათა ოფლის გამოყოფის ხარჯზე გამოიდევნოს ზედმეტი სითხე ორგანიზმიდან.

მაგრამ გახსოვდეთ, რომ წონა კვლავ მანამდე არსებულ ნიშნულს დაუბრუნდება რეჰიდტრაციის აღდგენისთანავე, ასე რომ ამ მეთოდის გამოყენება უმჯობესია თუ მაგალითად, წვეულებაზე მიდიხართ და გსურთ უკეთეს ფორმაში ჩადგეთ დროის ხანმოკლე მონაკვეთში.

შეწყვიტეთ სმა

ალკოჰოლი ხელს უწყობს დეჰიდრატაციას. თუ ალკოჰოლის მოხმარებიდან გამომდინარე ორგანიზმი დეჰიდრიტირებულია, წყლის დაკარგვის საკომპენსაციოდ ის მეტად მიდრეკილი იქნება სხვა წყაროებიდან მოახდინოს სითხის შეკავება.

უმჯობესი იქნება, თუ ნებისმიერი სახის ალკოჰოლზე იტყვით უარს, თუ გსურთ თქვენი კუნთები მუდმივად კარგად გამოიყურებოდნენ, განსაკუთრებით მაშინ, თუ წვეულებისთვის ან თქვენთვის მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის ემზადებით.

მიირთვით სატაცური

ცოტამ თუ იცის სატაცურის შარდმდენი ეფექტის შესახებ. ის როგორც რკინის, ასევე A, C ,E და K ვიტამინის შესანიშნავი წყაროა. გახსოვდეთ, არ დაუმატოთ მარილი ან ცხიმი, როდესაც მის მირთმევას გადაწყვეტთ.

ასევე ნახეთ:  წონის მატება - დილის 5 მავნე ჩვევა, რომლებიც გასუქებთ

მიირთვით შტოშის წვენი (კენკრა)

შტოში ბუნებრივი შარდმდენია, ის არამარტო ზედმეტ სითხეს გამოდევნის ორგანიზმიდან, არამედ გათავისუფლებთ ტოქსინებისგანაც.

უპირატესობა მიანიჭეთ შტოშის კონცეტრირებულ წვენს, რათა თავიდან ავიცილოთ ზედმეტი შაქრის მიღება.

მიიღეთ მულტივიტამინი

ისეთი მიკროელემენტების ნაკლებობა, როგორიცაა B1და B6, სხეულს ზედმეტი წყლის წონით ამარაგებს.

დარწმუნდით, რომ თქვენი დღიური რაციონი საკმარისი რაოდენობით შეიცავს მულტივიტამინებს, რათა უზრუნველყოთ თქვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირება.

ბაბუაწვერას ფესვები

ბაბუაწვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე სამკურნალო შარდმდენი მცენარეა, რომელიც ბუნებრივად ააქტიურებს შარდის გამომუშავების და გამოდევნის პროცესს.

ის აგრეთვე ათავისუფლებს სისხლს ზედმეტი ტოქსინებისგან და დადებითად აისახება ღვიძლის ფუნქციაზე.