ფიტნესი

6 ცვლილება, რომლებშიც გარეთ ვარჯიში დაგეხმარებათ

ამ სტატიაში გთავაზობთ 6 მიზეზს, თუ რატომ ჯობს გარეთ ვარჯიში თქვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახადოთ.

1. გარეთ ვარჯიში აგიმაღლებთ განწყობას

2012 წლის კვლევამ აღმოაჩინა, რომ ღია ცის ქვეშ გატარებული დრო ადამიანებს 50%-ით უფრო ბედნიერს ხდის, ვიდრე სპორტ დარბაზში.

გარეთ ვარჯიში ამცირებს დაძაბულობას, გაღიზიანებადობას და დეპრესიას, დახურულ სივრცეში ვარჯიშთან შედარებით.

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი დღე გარეთ, პარკში ან სკვერში უნდა გაატაროთ. მხოლოდ 5 წუთი სუფთა გარემოში ვარჯიშიც კი საკმარისია, რომ გაგიუმჯობესდეთ გუნება განწყობილება და აგიმაღლდეთ თავდაჯერებულობა.

2. აუმჯობესებს  ყურადღებასა და კონცენტრაციის უნარს

ილინოისის უნივერსიტეტში ჩატარებული პატარა კვლევის თანახმად დამტკიცდა, რომ იმ ბავშვებს, რომლებსაც აქვთ ყურადღების დეფიციტი, პარკში 20 წუთით სეირნობისას უკეთ ახდენენ კონცენტრირებას, ვიდრე ქალაქის ქუჩებში.

ეს კვლევა ცხადყოფს, რომ ფიზიკური გარემო ზემოქმედებს, თუმცა გაურკვეველია პარკში რა არის ასეთი განსაკითრებული – სიმწვანე თუ შენობების ნაკლებობა – მაგრამ კონცენტრაცია აშკარად უკეთესია.

3. დაგეხმარებათ გაგრძელებაში

მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი სახის ვარჯიში კარგია, მოდით ვიყოთ გულწრფელები და ვთქვათ, რომ მეტი შეგვიძლია.

ამერიკული ფიზიკური მომზადების თანახმად, ზრდასრული ადამიანებისთვის რეკომენდებულია კვირაში, საშუალოდ, 2 საათი და 30 წუთი კარდიო, ამას დამატებული კვირაში 2 ან მეტი ძალისმიერი ვარჯიში.

როგორც ჩანს, ძალიან მარტივია ვარჯიშზე უარის თქმა, გაუთავებელი სამუშაო საათებისა და ოჯახური ცხოვრების გამო.

2011 კვლევის თანახმად, მათ, ვინც გარეთ ვარჯიშობს ნაკლებად ეზარებათ ვარჯიში და მეტად მიჯაჭვულები ხდებიან მასზე.

ასევე ნახეთ:  ზრდის ჰორმონი და მისთვის სასარგებლო საკვები

4. სტაბილურ წონას გინარჩუნებთ

სუფთა ჰაერი, მზის შუქი, პეიზაჟები, ღია სივრცე – უამრავი მიზეზია, რომელიც ვარჯიშის სტიმულირებას იწვევს, ეკრანებთან და მიმზიდველ დივანთან შედარებით.

ეს ყველაფერი კი შესამჩნევ შედეგს იძლევა: 2008 წლის კვლევის თანახმად იმ ბავშვებში, რომლებიც დროს გარეთ ატარებენ, 27-დან 47 პროცენტამდე დაბალია ჭარბწონიანობის რისკი, მათთან შედარებით, ვინც დიდ დროს ატარებს შენობაში.

ჩვენ გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, სწორი კვებისა და ვარჯიშის ინდივიდუალურ პროგრამას, რომლის დახმარებით სასურველ შედეგს სულ რაღაც 8 კვირაში მიაღწევთ.

5. გაგიზრდით ენერგიას

თავისთავად ვარჯიში გეხმარებათ გამოფხიზლებაში, როდესაც მოდუნებული ხართ, მაგრამ სუფთა ჰაერს შეუძლია ეფექტურობის გაზრდა. 20 წუთით გარეთ ყოფნას დაახლოებით იგივე ეფექტი აქვს, რაც ერთ ფინჯან ყავას.

ხშირად, როდესაც უენერგიოდ ხართ სვამთ ყავას, თუმცა იცოდეთ, რომ ბუნებასთან კონტაქტი ბევრად უფრო ეფექტური გზაა ენერგიის მოსამატებლად.

6. მომატებული D ვიტამინი

გარეთ ვარჯიში საუკეთესო გზაა დამატებითი D ვიტამინის  მისაღებად.  2011 წლის კვლევის შედეგების მიხედვით, ისინი, ვინც გარეთ ვარჯიშობენ ვიტამინების მაღალი შემცველობით გამოირჩევიან.

“Everyday Health”-ზე დაყრდნობით, ჭარბწონიანი ადამიანები 2-ჯერ უფრო ნაკლებ D ვიტამინს იღებენ, ამიტომ მათთვის, ვისაც წონის დაკლება სურთ გარეთ ვარჯიში მეტად დამხმარეა.