წონაში კლებაწონის კორექცია

შესაძლებელია წონის დაკლება მხოლოდ ვარჯიშით?

შეგიძლიათ თუ არა, კვების გარეშე, წონის დაკლება ვარჯიშით?

მხოლოდ ჭარბი რაოდენობის ოფლის გამოყოფით ვერ მიაღწევთ შედეგს, ეს ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, განსაკუთრებით მათ, ვინც ბევრ დამატებით საათს ატარებს დარბაზში.

მათი აზრით ეს უბრალოდ მათემატიკაა: აქტივობების გაზრდა, მეტი კალორიის დაწვა ვიდრე მიღება და სულ ეს არის,  მაგრამ ვისაც წონის დაკლება უცდია, ყველამ იცის რომ ეს ასეთი მარტივი არაა.

კავშირი აქტიურობასა და კალორიების წვას შორის:

აქტივობების შესაცვლელად, სხეული მრავალფეროვან შესაძლებლობებს გაძლევთ.

კვლევების თანახმად, როდესაც ადამიანი ზრდის საკუთარ ფიზიკურ აქტივობას მან შესაძლოა, ასევე შეამციროს (გააზრებულად ან გაუზარებლად) არა სავარჯიშო აქტივობები – მაგალითად, დგომა, სიარული და ყოველდღიური აქტივობები, რომელსაც ყოველდღე ასრულებთ და წვავთ გარკვეულ კალორიებს.

მხოლოდ მაღალი ფიზიკური აქტივობები წონის დაკლების გარანტი არ არის.

ამ წელს გამოქვეყნებული ლარა დიუგასის კვლევა ამტკიცებს რომ ეს მოსაზრება რელევანტურია მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ის და მისი გუნდი 3 წლის განმავლობაში აკვირდებოდა 1,944 ახალგაზრდას 5 სხვადასხვა ქვეყნიდან: ჰანა, სამხრეთ აფრიკა, იამაიკა, სეიშელები და აშშ.

მკვლევარებმა ადგილობრივ კლინიკებში შეისწავლეს სუბიექტების სიმაღლე, წონა და წელის გარშემოწერილობა.

8 დღის განმავლობაში ისინი ატარებდნენ აქსელერომეტრებს, რათა გაეზომათ მათი ფიზიკური აქტივობა (და არააქტიურობაც).

სხეულის მონაცემების განახლება ხდებოდა ყოველწლიურად.

მათი აღმოჩენები? ყველა აღნიშნულ ქვეყანაში, ორივე სქესის წარმომადგენლების გარკვეულმა პროცენტმა დაკარგა რამდენიმე კილოგრამი, მაშინ როდესაც სხვებმა მოიმატეს.

მონაცემებმა აჩვენეს, რომ არც ფიზიკურ აქტივობა და არც უმოქმედობის ოდენობა იყო დაკავშირებული წონის მომატებასთან ან კლებასთან.

ასევე ნახეთ:  7 მიზეზი, რატომაც ვერ ინარჩუნებთ შედეგს | წონის შენარჩუნება

“ფიზიკურად ძალიან აქტიურობა არ იყო საკმარისი წონის მატების შესაჩერებლად“. ამბობს დიუგასი.

“ჩვენ საქმე გვაქვს უფრო დიდ პრობლემასთან, როგორ უნდა მოვიქცეთ სიმსუქნის ეპიდემიის დროს?“

წონის დაკლება ვარჯიშით – გამოსავალი

წონის კლებისთვის საჭიროა, თანაბარი ფოკუსი ენერგიის ბალანსის მეორე მხარეზე: რას ჭამენ ადამიანები.

კვლევის პროცესში საკვანძო საკითხი იყო „ სურსათის გარემო“, ეს ფრაზა ცოტათი უფრო მაღლა დგას ვიდრე ის საჭმელი, რომელსაც ჭამ.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიხედვით, ეს ფრაზა გულისხმობს, როგორც საკვების ფიზიკურ არსებობას, ანუ ის რაც გაქვთ სახლში, ასევე ის საკვები რაც ხელმისაწვდომია თქვენ ირგვლივ, რესტორნებსა და მაღაზიებში.

არსებობს ადგილები, რომელსაც „საკვების უდაბნოები“ ეწოდება, ძირითადად ღარიბი მოსახლეობა, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა შეიძინოს ჯანსაღი ხილი, ბოსტნეული და სხვა საკვები, ეს კი იმიტომ ხდება, რომ არ აქვთ სასურსათო მაღაზიები და ფერმები.

ამიტომ როდესაც ვერ აკონტროლებთ საკვებ გარემოს, აკონტროლეთ ის რასაც ჭამთ.

ასევე გასათვალისწინებელია: მშვენიერია თუკი დარბიხართ, მაგრამ სასურველი წონის შესანარჩუნებლად, მხოლოდ სირბილი არ არის საკმარისი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თქვენი სხეული ეჩვევა ფიზიკურ აქტივობას და ნაკლებ კალორიას წვავთ იმავე ოდენობის ვარჯიშის დროს.

“ეჭვგარეშეა, რომ ფიზიკური აქტივობა არის #1 მაჩვენებელი სიცოცხლის ხანგრძლივობის, ასევე სიკვდილიანობისა და ავადობის შესამცირებლად და ასევე #1-ია სასურველი წონის შესანარჩუნებლად“. გვეუბნება დიუგასი.

„მაგრამ მკაცრად წონის კლებისას, აუცილებელია ხაზი გაესვას თუ რას ჭამს ადამიანი.“

გთავაზობთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას: მიირთვით ჯანსაღი დიეტური ნახშირწყლები, მიიღეთ საკმარისი ცილები და ყურადღება მიაქციეთ მიღებულ კალორიებს.

ასევე ნახეთ:  საკვები ვარჯიშის შემდეგ მაქსიმალური ეფექტის მისაღებად

სხვა დამხმარე რჩევა: ისწავლეთ, ყურადღება მიაქციოთ თქვენი სხეულის სიგნალებს, როდის გშიათ და როდის არა.

გსურთ თქვენს მიზნებს, რაც შეიძლება სწრაფად და მარტივად მიაღწიოთ? ამაში ჩვენი სწორი კვებისა და ვარჯიშის პროგრამა დაგეხმარებათ!