დიეტა

რატომ არის ზოგი ადამიანისთვის დიეტის დაცვა უფრო მარტივი?

ადამიანების უმეტესობა არ კამათობს იმაზე, რომ დიეტის დაცვა განსაკუთრებულ ნებისყოფას მოითხოვს.

ბრძოლაში – პიცასა და ნებისყოფას შორის – დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, უმეტესად პიცა იგებს. ამაში სასირცხვილო კი არაფერია, განსაკუთრებით მაშინ, თუ პიცაზე უარის თქმის შესაძლებლობა ტვინთან არის დაკავშირებული.

ტვინი და დიეტა

თქვენი ტვინი შედგება ორი განსხვავებული ნივთიერებისგან: ნაცრისფერი ნივთიერება, სადაც ტვინის მოქმედების უმეტესი აქტივობა ხდება და თეთრი ნივთიერება, რომელიც აკონტროლებს ნერვულ სიგნალებს; ეს ორი ნივთიერება „მოგზაურობს“ ზურგის ტვინში.

ბოლო პერიოდის კვლევის მიხედვით, ადამიანები, რომელთაც უფრო მეტი ნაცრისფერი ნივთიერება აქვთ ტვინის წინა ნაწილში (შუბლისწინა კორტექსი) შესაძლებელია, უფრო მეტად აკონტროლებდნენ თავს, როდესაც საქმე ჯანსაღი პროდუქტის არჩევას ეხება.

გარდა დიეტური გადაწყვეტილებებისა, შუბლისწინა კორტექსი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ისეთი გადაწყვეტილების მიღებაში, როგორიც არის – რომელი მანქანა იყიდოთ, ვის იყოს თქვენი პარტნიორი, როგორი ტანსაცმელი შეარჩიოთ და ა.შ.

კვლევა

მკვლევარები აკვირდებოდნენ შუბლისწინა კორტექსის ორ სფეციფიკურ ნაწილს, რომლებიც უკავშირდებიან თავშეკავებას:  დორსოლატერალური და ვენტრომედიალური შუბლისწინა კორტექსი.

ისინი სწავლობდნენ, თუ როგორ რეაგირებს ტვინი, როდესაც ადამიანი არჩევანის წინაშე დგას; ან ჯერ გაეკეთებინათ არჩევანი და შემდეგ შეეფასებინათ, თუ რამდენად სურდათ არჩეულის ჭამა.

კვლევებს შედეგად, მათ, ვინც ჯანსაღი საკვები აირჩია, უფრო ძლიერი თვითკონტროლი გააჩნიათ  და ასევე, უფრო მეტი ნაცრისფერი ნივთიერება შუბლისწინა კორტექსში.

რას ნიშნავს ეს შენთვის?

თქვენ, ალბათ, ოცნებობთ, შეგეძლოთ ტვინში არსებული ნაცრისფერი ნივთიერების გაზრდა, რათა გაიუმჯობესოთ თვითკონტროლი.

გეტყვით, რომ ეს შესაძლებელია.

ასევე ნახეთ:  5 მიზეზი, თუ რატომ არ გაზრდის მძიმე წონით ვარჯიში თქვენს მოცულობას

ამას ხელს უწყობს ახალი ტექნიკა – ნეიროუკუკავშირი – ელექტრონული თერაპია, რომელიც იყენებს ვიზუალურ და სმენით მინიშნებებს, რომ ტვინის ქმედებები მოდულირდეს და შეცვალოს ჩვევები.

ამ თერაპიას შეუძლია, ადამიანებს დაეხმაროს, გაიუმჯობესონ თითკონტროლი, რის შედეგადაც შეცვლიან საკვებთან დაკავშირებულ ცუდ ჩვევებს.

ეს ყველაფერი ჯერ კიდევ კვლევის პროცესშია და ჩვენ მხოლოდ როგორც მომავლის შესაძლებლობა, ისე შეგვიძლია, განვსაზღვროთ.

ამასობაში, თქვენ შეგიძლიათ, საკუთარი ტვინი ავარჯიშოთ „დადებითი თვითკონტროლის“ ვარჯიშით, რაც გულისხმობს სამი ძირითადი რამის გარშემო ორიენტირებას.

პირველი – თვითრეგულირება, რის შედეგადაც მიაღწევთ საკუთარ მიზნებს, მაგალითად, შეინარჩუნებთ ჯანსაღ წონას.

მეორე – თვითეფექტურობა ან საკუთარი თავის რწმენა და ოპტიმიზმი მიზნების მიღწევის შესაძლებლობაში.

მესამე – სხეულით მადლიერება, რომელიც გულისხმობს საკუთარ თავზე საუბარს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თქვენთვის დიეტის დაცვა ბევრად სასიამოვნო პროცესი გახდება.