დიეტა

დუკანის დიეტა

დუკანის დიეტა პიერ დუკანს ეკუთვნის. 23 წლის ასაკში პიერ დუკანი საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მთავარი ექიმი გახდა. ადრეულ კარიერაში მას ერთ-ერთმა პაციენტმა სთხოვა წონაში დაკლებაში დახმარებოდა, ისე რომ დიეტიდან ხორცი არ ამოეღო. დუკანისთვის ეს დიდი გამოწვევა იყო, შედეგად მან პაციენტს 5 დღეში 5 კილო დააკლებინა. გენიალური დიეტის იდეა მაშინ დაიბადა.

დუკანის დიეტა პიერ დუკანის 40 წლიან გამოცდილებასთან ერთად კიდევ უფრო დაიხვეწა. მან ჩამოაყალიბა წონაში კლების იდეალური ფორმულა, რომელიც 4 ფაზისგან შედგება, მათგან ორი წონაში კლებისთვისაა, ორი კი სტაბილიზაციისა და იმ წონის შენარჩუნებისთვის, რა წონამდეც დაიკლებთ. ამისთვის მან გამოყო 100 დაშვებული პროდუქტი, რომლების ჭამაც შეგიძლიათ ულიმიტოდ დიეტის მსვლელობისას. დუკანის დიეტა ამის შედეგად აღიარებულია როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დიეტა წონაში კლებისა და მისი შენარჩუნებისთვის.


ყველანაირი დიეტა სცადეთ და მიხვდით რომ რამე უფრო ეფექტური გჭირდებათ გარანტირებული შედეგით?
ჩვენ გთავაზობთ ინოვაციურ სერვისს – სწორი კვებისა და ვარჯიშის შედგენას ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად:
▪ თქვენი გემოვნების მიხედვით შედგენილი კვების რაციონი
▪ არანაირი შიმშილი
▪ სავარჯიშო პროგრამა დარბაზის ან სახლის პირობებში
▪ სავარჯიშო ვიზუალური ინსტრუქციები
▪ სხვა ინდივიდუალური რეკომენდაციები, როგორებიცაა: წყლის დღიური ნორმა, საჭირო კალორიები, საკვებდანამატები და სხვ.
როგრამაზე ფასდაკლება გვაქვს, რომელიც მალე დასრულდება. ამ ეტაპზე თითოეული პროგრამის ფასი 20 ლარია, ორივე პროგრამას ერთად კი 30 ლარად შეიძენთ.
დამატებითი დეტალებისთვის დააჭირეთ ამ ბმულს.


Fit.Ge წარმოგიდგენთ დუკანის დიეტის ყველაზე სრულყოფილ ინფორმაციას. ამ გვერდზე მოცემულია თითოეული ფაზის არსი და ინსტრუქცია მოკლედ, ცალკ-ცალკე ფაზებზე და პროდუქტზე ინფორმაციისთვის კი დამატებითი გვერდებია შექმნილი, რომლებსაც თითოეული ფაზის ქვეშ, საიტის მენიუსა და ამ გვერდის ბოლოში მარტივად იპოვნით. თუ კითხვები გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ გაწევრიანდეთ სპეციალურად დუკანის დიეტით დაინტერესებული ადამიანების ჯგუფში ფეისბუქზე

ასევე ნახეთ:  რატომ არის წონის შენარჩუნება მის დაკლებაზე რთული?

შეტევის ფაზა:

წონაში სწრაფი კლება

68 პროტეინით (ცილით) სავსე საკვები წონის კლების მაქსიმიზაციისთვის
შეტევის ფაზის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია ნახეთ აქ


კრუიზის ფაზა:

თანდათანობით თქვენ იდეალურ წონაზე ჩამოსვლა

ამ ფაზაში ერთმანეთს ანაცვლებთ ბუნებრივი პროტეინისა და პროტეინისა და ბოსტნეულის დღეებს, სწორედ ამ ფაზაში ხდება 28 რეკომენდირებული ბოსტნეულის დამატება დიეტისთვის
კრუიზის ფაზის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია ნახეთ აქ


განმტკიცების ფაზა:

ამ ფაზაში ორგანიზმს ასწავლით თუ როგორ არ უნდა მოიმატოს უკან დაკლებული კილოგრამები.

ამ დროს ნელ-ნელა დიეტას უმატებთ მაღალკალორიულ პროდუქტებს. ყოველი კვირის განმავლობაში ამატებთ ერთ დღეს, როცა იღებთ ბუნებრივ პროტეინებს, რაც ეხმარება თქვენ ორგანიზმს მაღალკალორიული პროდუქტების გადამუშავების მიჩვევაში. განმტკიცების ფაზა შედგება 100 დაშებული პროდუქტისგან (პროტეინები და ბოსტნეული), რასაც შეგიძლიათ დაუმატოთ 1 პორცია ცხვრის ხორცი. ამ ფაზაში უკვე არ ხართ შეზღუდული უცხიმო ხორცზე, შეგიძლიათ მიირთვათ ჩველულებრივად მომზადებული ხორცი.

განმტკიცების ფაზაში ეტაპობრივად უმატებთ ამ პროდუქტებს:

ახალი პროდუქტი განმტკიცების პირველ ნახევარში ახალი პროდუქტი განმტკიცების მეორე ნახევარში
ხილის 1 პორცია დღეში* ხილის 2 პორცია დღეში*
2 ნაჭერი პური დღეში 2 ნაჭერი პური დღეში
40გრ ყველი დღეში 40გრ ყველი დღეში
1 x 220გრ სახამებლის შემცველი საკვები კვირაში 2 x 220გრ სახამებლის შემცველი საკვები კვირაში
1 განსაკუთრებული საკვები კვირაში** 2 განსაკუთრებული საკვების კვირაში**

*გარდა ბანანის, ყურძნის, ლეღვისა და ალუბლის
**განსაკუთრებული საკვები = საკვების თავისუფალი არჩევანი: სტარტერები, ღვინო და სხვა სასმელი, ჩვეული საკვები ან დესერტი. დაიცავით საზღვარი.

განმტკიცების ფაზის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია ნახეთ აქ


სტაბილიზაციის ფაზა:

ამ ფაზაში უკვე შეგიძლიათ იკვებოთ ისე, როგორც გნებავთ. მხოლოდ ეს სამი წესი უნდა დაიცვათ:

  • ბუნებრივი პროტეინების ხუთშაბათები: ბუნებრივი პროტეინებისთვის გამოყოფილი ერთი დღე კვირაში
  • 20 წუთი სიარული ყოველდღე
  • 3 სუფრის კოვზი შვრიის ქატო ყოველდღე
ასევე ნახეთ:  სასარგებლოა თუ არა რძე?

მიეჩვიეთ თავისუფლად, მაგრამ კონტროლირებად კვებას. თუ საკვებს ირჩევთ 100 დაშვებული პროდუქტიდან, არ გჭირდებათ თითოეული საკვების გრამებზე ფიქრი. დუკანის დიეტა სწორედ ამ 100 პროდუქტზეა დამყარებული, რომლების ჭამაც ულიმიტოდ შეგიძლიათ: 72 ბუნებრივი პროტეინი, თევზი, ხორცი, ზღვის პროდუქტები, ცილოვანი ბოსტნეული, უცხიმო რძის პროდუქტი და 28 ბოსტნეული.

არ უნდა დაგვავიწყდეს დუკანის დიეტის მთავარი საკვები – შვრიის ქატო

სტაბილიზაციის ფაზის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია ნახეთ აქ


ვარჯიში დუკანის დიეტის აუცილებელი ნაწილია.

ფიზიკური აქტივობა დუკანის დიეტია ოთხივე ფაზაში შეგხვდებათ. მინიმუმი რაც დაშვებულია ყოველდღე სიარულია, მაგრამ ჯობს ის აქტივობა აირჩიოთ, რომელიც უფრო მეტად მოგწონთ და გსიამოვნებთ: აერობიკა, ველოსიპედი, ცურვა, ცეკვა, ფიტნესი და ა.შ. მთავარია იყოთ აქტიურები ყოველდღიურად.


იმისთვის, რომ პროცესი კიდევ უფრო გაგიმარტივდეთ, Fit.Ge-მ უზრუნველყო სპეციალურად დუკანის დიეტით დაინტერესებული ადამიანებისთვის ფეისბუქ ჯგუფის გაკეთება, გაწევრიანდით ჯგუფში და კითხვების არსებობის შემთხვევაში ის ადამიანები დაგეხმარებიან, გაგამხნევებენ, დაგაძლევინებენ სირთულეებს რომლებმაც უკვე გაიარეს დუკანის დიეტა.


ყველანაირი დიეტა სცადეთ და მიხვდით რომ რამე უფრო ეფექტური გჭირდებათ გარანტირებული შედეგით?
ჩვენ გთავაზობთ ინოვაციურ სერვისს – სწორი კვებისა და ვარჯიშის შედგენას ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად:
▪ თქვენი გემოვნების მიხედვით შედგენილი კვების რაციონი
▪ არანაირი შიმშილი
▪ სავარჯიშო პროგრამა დარბაზის ან სახლის პირობებში
▪ სავარჯიშო ვიზუალური ინსტრუქციები
▪ სხვა ინდივიდუალური რეკომენდაციები, როგორებიცაა: წყლის დღიური ნორმა, საჭირო კალორიები, საკვებდანამატები და სხვ.
სერვისის ფასი მხოლოდ 25 ლარია.
დამატებითი დეტალებისთვის დააჭირეთ ამ ბმულს.

ასევე ნახეთ:  ფეხით სიარული წონის დასაკლებად