საკვებდანამატებიწონაში კლებაწონის კორექციაჯანმრთელობა

რაში დაგეხმარებათ ელ კარნიტინი და ვიტამინი D?

გვეხმარება თუ არა ელ კარნიტინი და ქოლინი (D ვიტამინი) წონის დაკლებაში?

კარნიტინის როლი

ელ კარნიტინი შედის მიტოქონდრიების ჯგუფის ცხიმოვან მჟავებში.

მიტოქონდრიის მემბრანაში არსებობს ორი განსხვავებული ტიპის კარნიტინის ტრანსპორტერი.

თუ თქვენი სხეული განიცდის ამ ტრასპორტერების ნაკლებობას, მაშინ შეუძლებელია ATP-ს განხორციელება, რაც თქვენი ცხიმის რაოდენობას უცვლელს დატოვებს.

თუ კი კარნიტინის ეს ტრანსპორტერები ზედმეტადაა გამოხატული, მაშინ მოიმატებს ცხიმოვანი მჟავები, შემცირდება ტრიგლიცერიდების რაოდენობა და გაიზრდება ჩონჩხის კუნთების ინსულინის მგრძნობელობა.

აქედან ჩანს, რომ ეს საკვებდანამატი შესაძლებელია აღმოჩნდეს ყველაფრის განმკურნავი, რაც ცხიმის კლებასათანაა კავშირში.

კვლევის შედეგები

კვლევებმა აჩვენეს, რომ კარნიტინს მწვავე ან ქრონიკული გამოყენების შედეგად ადგილი არ ჰქონია ცხიმის ან გლუკოზის დაჟანგვას.

ამ შედეგების გამო, ბევრმა უარი თქვა კარნიტინის მიღებაზე.

ქოლინი, გამოსავალი წონის კლებისას

ქოლინი აუცილებელი მკვებავია  (ორგანიზმისა და განსაკუთრებით ღვიძლის დაცვისთვის), რომელიც გაივლის მეთალიზაციის ციკლს, ჩვენი ნეირონებისთვის აწარმოებს აცეტილქოლინს და ჩართულია მრავალი უჯრედის ფერმენტის ურთიერთქმედებაში.

ქოლინის დიდ რაოდენობას შეიცავს კვერცხი.

1978 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კარნიტინის კონცენტერაცია შემცირდა ვირთხებში, როდესაც ისინი ქოლინის დეფიციტურ დიეტაზე იყვნენ.

კვლევებმა აჩვენა, რომ ეს არა ორგანიზმში კარნიტინის სინთეზის შეცირების გამო, არამედ შემცირებული ტრასპორტირით და დიეტურად მოხმარებული კარნიტინით იყო.

ამან მკვლევრებს აფიქრებინა, რომ შესაძლებელია კარნიტინს მსგავსი შედეგი არ ჰქონოდა ადამიანებზე, რადგან ადამიანის ორგანიზმი არ შეიცავს საჭირო რაოდენობით ქოლინს, რომ მიიღოს და გადაადგილოს კარნიტინი იქ, სადაც მას სჭირდება, მაგალითაც კუნთებში.

ასევე ნახეთ:  სექსუალური სხეული ზაფხულისთვის მარტივად

მოგვიანებით მკვლევრებმა გამოსცადეს კოფეინის, კარნიტინისა და ქოლინის კომბინაცია თაგვებზე, რათა ენახათ ექნებოდა თუ არა ამას რაიმე გავლენა ცხიმზე.

კოფეინი ასტიმულირებს ცხიმის დაშლას, მაშინ როცა კარნიტინი ოქსიდირებას უკეთებს დაშლილ ცხიმს.

საბოლოოდ, ეს იყო თეორია, რომელმაც იმუშავა.

დანამატების კომბინაციამ თაგვების სხეულის ყველა ნაწილში შეამცირა ცხიმი.

კომბინაციას ბენეფიტები, როგორც ვარჯიშისას, ასევე დასვენებისასაც ჰქონდა, თუმცა შედეგები განსხვავდებოდა.

იმ თაგვებში, რომლებიც ვარჯიშობდნენ და თან იღებდნენ დანამატს, ცხიმის საერთო მაჩვენებელი 7 გრამი იყო, ხოლო მათი ცხიმის საერთო მაჩვენებელი, ვინც მხოლოდ ვარჯიშობდა 9,3-ს შეადგენდა.

ქოლინის დამატება ზრდის კარნიტინის კონსერვაციას და ამცირებს ცხიმის მასას.

ელ კარნიტინი + ქოლინი კვლევები

სამწუხაროდ არსებობს მხოლოდ ერთ ადამიანზე ჩატარებული ტესტირება ქოლინისა და კარნიტინის კომბინაციაზე.

თუმცა მკვლევრებმა აღნიშნეს კომბინაციის მნიშნელოვანი შედეგები:

“ჩვენ დავასკვენით, რომ ქოლინისა და კარნიტინის კომბინაციის შედეგად, შესაძლებელია ცხიმოვანი მასის შემცირება ადამიანებშიც.“

კვლევის მსვლელობისას, 80 კილოგრამიანი ადამიანისთვის ყოველდღიურად 1,2 გრამ ქოლინის ბიტარტრატსა და მხოლოდ და მხოლოდ 0,08 გრამ კარნიტინს იყენებდენ.

რეალურად ასეთი ადამიანის დოზაში შედის 7,84 გრამი ქოლინი 4,16 გრამ კარნიტინთან ერთად 80 მილიგრამი კოფეინი.

იმედია, ახლა თვალსაჩინოა რადენად არასაკმარისი იყო დოზა ძველ კვლევებში, ამასთანავე ის არ შეიცავდა კოფეინს.

რეკომენდაციები

გთავაზობთ რეკომენდაციას, თუმცა აუცილებელია ის წინასწარ შეათანხმოთ თქვენ ექიმთან, სანამ რაიმე სახის დანამატის გამოყენებას დაიწყებდეთ.

✓ 5 გრამი ქოლინის ბიტარტრატი ყოველდღე
✓  4-5 გრამი კარნიტინი ყოველდღე
✓  მაქსიმუმ 500-600 მილიგრამი კოფეინი დღეში, ნებისმიერი ფორმით (შესაძლებელია ყავაც).

ასევე ნახეთ:  როგორ გავაქროთ ცხიმის ნაკეცები?

აუცილებლად დაიმახსოვრეთ

ამ საკვებდანამატებს არ შეუძლიათ მნიშვნელოვანი ცხიმის წვის გამოწვევა თუკი არ დაეხმარებით სწორი კვებითა და ვარჯიშით.

თუკი რაიმე სახის გვერდით მოვლენას შენიშნავთ, იმ წამსვე შეწყვიტეთ დანამატის გამოყენება.

ხოლო თუ გსურთ დაუბრუნდეთ მას, დაიწყეთ მცირე დოზით.