სწორი კვებაფიტნესიწონის კორექციაჯანმრთელობა

მიირთვით ეს 11 საკვები, თუ მეტი ენერგია გინდათ რომ გქონდეთ

მეტი ენერგია გინდათ გქონდეთ? გსურთ დაკუნთული და სექსუალური სხეულის პატრონი იყოთ?

კუნთებსაც სჭირდებათ საწვავი და თანაც ჯანსაღი.

სწორედ ამიტომ, გთავაზობთ საკვებ პროდუქტებს, რომლებიც ვარჯიშისთვის საჭირო ენერგიის გამომუშავებაში დაგეხმარებათ.

ვაშლი

დაუმატეთ მას არაქისის კარაქი, ცილების დამატებითი წყაროს სახით და ენერგიის მოზღვავებასაც იგრძნობთ

ხილის სქელი წვენი

რომელიც ნაღებით ან იოგურტით იქნება გაზავებული, რათა ენერგიის ნელ-ნელა მიწოდება მოხდეს

შვრიის ფაფა

მისი ნოყიერი და ენერგიით მდიდარი მარცვლები მძიმე წონების აწევაში დაგეხმარებათ

მთელი ხორბლის მარცვლებისგან დამზადებული პური

რომელსაც დაამატებთ თხილის კარაქსა და ბანანს ნოყიერებისთვის

გრანოლა (შვრიის, შაქრის ქოქოსის, ქიშმიშის მშრალი ნარევი)

ადვილად გადამამუშავებადი ნახშირწყლები – ვარჯიშისთვის საჭირო ენერგიის წყარო

ფორთოხალი

ვარჯიშამდე ერთი ფორთოხლის ჭამა ორგანიზმს ნახშირწყლების სწრაფ შეწოვაში ეხმარება

ყურძენი

ის ნახშირწყლებით განსაკუთებით მდიდარი ხილია

გრეიფრუტის წვენი

ეს თხევადი ენერგია სწრაფმოქმედი ნახშირწყლების წყაროა, ის ვარჯიშის დაწყებამდე უნდა დალიოთ

კვერცხი

ის არა მარტო ცილის საუცხოო წყაროა, არამედ გააჩნია საუკეთესო კვებითი ღირებულება მთელს პლანეტაზე.

კვერცხის გული B ვიტამინის ნამდვილი საბადოა, რომელიც გარკვეულ წილად პასუხისმგებელია საკვების ენერგიად გარდაქმნაზე.

გარდა ამისა, ის შეიცავს ქოლესტერინს, რომელიც ენერგეტიკული დონის მნიშვნელოვანი მხარდამჭერია.

კვლევების თანახმად, ადამიანების 90% ქოლესტერინის რეკომენდირებულ დოზაზე ნაკლებს იღებს.

კვერცხი ამავე დროს ყველანაირი დიეტის შეუცვლელი ელემენტია.

თხილეული

მაგნიუმი, რომელსაც თხილეული დიდი რაოდენობით შეიცავს, თქვენი ორგანიზმისთვის ერთ-ერთი მოთხოვნადი ელემენტია.

მას სხეულის თითოეული უჯრედი შეიცავს და აუცილებელია მისი ფუნქციონირებისთვის, ხოლო თუ ვარჯიშობთ, ჩვეულებრივზე 20%-ით მეტი მაგნიუმი გჭირდებათ, ვიდრე პასიურ ან დასვენების დროს.

ბრაზილიური კაკალი, ნუში და კეშიუ ის თხილეულია, რომლებიც ყველაზე მეტ მაგნიუმს შეიცავს. ისინი ასევე შეიცავენ ჯანმრთელ ცხიმებს და ცილას.

შავი შოკოლადი და მაქსიმალური ენერგია

თუ თქვენ შოკოლადს ენერგიის მოსამატებლად მიირთმევთ, მაშინ მაქსიმალური კონცენტრაცია კაკაოზე უნდა გააკეთოთ.

კაკაო შეიცავს ისეთ საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც ებრძვის სტრესს, მატებს ენერგიას და ახდენს ყურადღების კონცენტრაციას.

შავი შოკოლადი ასევე შეიცავს კოფეინს, რომელსაც ზოგი ადამიანი სვამს ენერგიის მოსამატებლად.

 

ასევე ნახეთ:  როგორ მივხვდეთ, გვაქვს თუ არა პროგრესი?