ფიტნესიწონაში კლებაწონის კორექციაწონის მომატებაწონის შენარჩუნება

როგორ გავხადოთ ჩვენი ვარჯიში 500%-ით უფრო ეფექტური

ეფექტური ვარჯიში გაინტერესებთ?

ვარჯიშის დაწყება ადვილია, თუმცა შედეგის მიღწევა ძალიან რთული.

ყველამ, ვისაც ერთხელ მაინც დაუწყია ვარჯიში იცის, რომ ძალიან რთულია სასურველ შედეგამდე მისვლა.

თუმცა ისევე როგორც სხვა ყველაფერში, აქაც არსებობს რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ ვარჯიშის დროს უფრო მალე მიაღწიოთ შედეგს ვიდრე ამას აქამდე ახერხებდით.

ირბინეთ მშიერმა – ვარჯიში მშიერ კუჭზე

როგორც სხვადასხვა კვლევებმა უჩვენა, ის ადმიანები რომლებიც სარბენად ცარიელი მუცლებით გადიან გაცილებით ადრე აღწევენ სასურველ შედეგს, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც სპორტდარბაზს მცირე წახემსების შემდეგ სტუმრობენ.

სხვა თემაა, რამდენად კარგია ეს ჯანმრთელობისთვის.

მოამარაგეთ თქვენი ორგანიზმი კარგი საწვავით

კარგად დაიამხსოვრეთ, რომ თქვენი სხეული უამრავი გლიკოგენით და ცილით არის სავსე, თუმცა ვარჯიშის შემდეგ თქვენი სხეული წვავს ყველა იმ საკვებს, რომლებიც ბოლოს მიირთვით და ასევე იცლება თქვენი გლიკოგენის მარაგი, რომელიც თქვენს სხეულს გააჩნია.

ამიტომ გახსოვდეთ რომ აუცილებელია იმ პროდუქტების მიღება, რომლებიც თქვენს ორგანიზმს დანაკლისს შეუვსებს, ასეთ შემთხვევაში თქვენი ვარჯიში უფრო პროდუქტიული იქნება.

მაგალითად კვერცხი, რომელიც გარდა იმისა რომ გემრიელია, ძალიან სასარგებლოც არის.

ეცადეთ არასდროს ჭამოთ ის, რაც მავნებელია

კალორიების 70-75 პროცენტს იმ საკვებისგან ვიღებთ, რომლებიც ყველას გვიყვარს, მაგრამ ასევე ყველამ ვიცით რომ ის მავნებელია.

ამიტომ ეცადეთ საკუთარი თავი გააკონტროლოთ და არ მიიღოთ ის საჭმელი, რაც ზუსტად იცით რომ გავნებთ, მაგალითად ბურგერი.

ხშირად ადამიანები თვლიან, რომ სპორტ დარბაზში რამდენიმე საათიანი ვარჯიშის შემდეგ, როდესაც ძალიან მოშივდებათ, თავს უფლება უნდა მისცენ და გემრიელი ბურგერი მიირთვან, მაგრამ დაიმახსოვრეთ, ასეთი საქციელი სამუდამოდ დაასამარებს თქვენს სწრაფვას იდეალური სხეულისაკენ.

ეცადეთ მეტად დაიტვირთოთ თავი

შეიძლება თქვენ გგონიათ რომ ბევრს ვარჯიშობთ, მაგრამ ეცადეთ რაც შეიძლება მეტად დაიტვირთოთ თავი. აკეთეთ კარდიო ვარჯიშები, პრესები, დადექით თხილამურებზე და უარი არ თქვათ დამატებით ვარჯიშზე, მაგალითად ისეთზე როგორიც ზუმბას კლასია.

გარდა იმისა, რომ ეს ფორმის შენარჩუნებაში დიდ როლს ასრულებს, დამეთანხმებით რომ ძალიან სახალისოც არის.

 

ასევე ნახეთ:  როგორ გავიქროთ შიმშილი - 9 მარტივი გზა