საკვებდანამატებიფიტნესიწონაში კლებაწონის კორექციაწონის მომატება

ტოპ 3 ყველაზე ეფექტური საკვებდანამატი

ფიტნეს ინდუსტრიაში ბევრი სხვადასხვა სახეობის საკვებდანამატი არსებობს და ზოგჯერ შესაძლოა რთული იყოს იმის გაგება, რომლის მიღება ღირს და რომლის – არა. ფიტნესის პრაქტიკოსის თვალთახედვით, შესაძლოა, ყველა დანამატს ჰქონდეს გარკვეული სარგებელი, თუმცა როგორც მყიდველს, ალბათ გსურთ ფული ეფექტურად დახარჯოთ და მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ.

საკვებდანამატები არ არის ჯადოსნური პროდუქცია. ისინი არსებობს იმისათვის, რომ თქვენ საკმარისი საკვები ნივთიერებები მოგაწოდონ.

ზოგიერთი დანამატის მიღება აუცილებელია ჯანმრთელი სხეულის მისაღებად, სხვები სხვადასხვა ნებეფიტების მიღებაში გეხმარებიან, მაგალითად მომატებული ძალა, გაუმჯობესებული აღდგენის პროცესი და წონაში კლება.

ჩვენ გთავაზობთ ინფორმაციას სამი ყველაზე ეფექტური ფიტნეს დანამატების შესახებ, თუმცა,  პირველ რიგში, წარმოგიდგენთ მითებს დანამატების შესახებ.

ფიტნეს დანამატები არ არის ნარკოტიკი

ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ ფიტნეს დანამატები ნარკოტიკებია.

მხოლოდ იმიტომ, რომ დანამატები სპორტული აქტივობების გაუმჯობესებაში გეხმარებათ, არ ნიშნავს, რომ ისინი ნარკოტიკებს წარმოადგენს.

ნარკოტიკების მსგავსი ეფექტურობის გამზრდელი სტეროიდებისაგან განსხვავებით, დანამატებს შეიცავს ჩვენ მიერ მოხმარებული საკვებიც.

სინამდვილეში დანამატები ეხმარება თქვენს ორგანიზმს ბუნებრივად გაზარდოს თქვენი სხეულის ეფექტურობა, მაშინ, როცა ნარკოტიკები ხელოვნურად აუმჯობესებს თქვენს შესაძლებლობებს.

ფიტნეს დანამატები არ არის საკვების შემცვლელი

რა თქმა უნდა, ფიტნეს დანამატები მოგაწვდიან იმ ნუტრიტებს, რომლებიც დიეტის გამო თქვენს ორგანიზმში ნაკლებადაა, თუმცა სანამ ფიტნეს დანამატების ყიდვას გადაწყვეტთ, აუცილებლად შეადგინეთ კარგი კვების გეგმა. ამაში ჩვენი სერვისი დაგეხმარებათ, რომლითაც პროფესიონალური ფიტნეს ინსტრუქტორი თქვენზე მორგებულ კვების რაცონსა და სავარჯიშო პროგრამას შეგიდგენთ. სერვისით სარგებლობისთვის ეწვიეთ ამ ბმულს. თქვენ შეიძლება იყენებდეთ ყველაზე ჯანსაღ დიეტას, თუმცა თქვენს ორგანიზმს მაინც აკლდეს ზოგიერთი ნუტრიტი, თუმცა აზრი არ აქვს საუკეთესო დანამატების გამოყენებასაც კი, თუ დიეტა თქვენთვის უპირველესი პრიორიტეტი არ არის.

ასევე ნახეთ:  6 აუცილებელი ვარჯიში, რომლებიც ყველამ უნდა გააკეთოს

დანამატები არ არის საკვების შემცვლელი, თუმცა შესაძლოა იყოს ძალიან კარგი დამატება თქვენი ჯანსაღი დიეტისათვის.

ღირს ფიტნეს დანამატების გამოყენება?

ზოგიერთი დანამატი თქვენი სხეულისათვის არის საჭირო, სხვები კი ფიტნეს მიზნების მიღწევაში გეხმარებათ.

რა თქმა უნდა, ფიტნეს დანამატების გამოყენება მიზანშეწონილია და ღირს ამად, თუმცა აუცილებელია აარჩიოთ სწორი და ხარისხიანი პროდუქტი.

ტოპ 3 ყველაზე ეფექტური ფიტნეს საკვებდანამატი

მულტივიტამინი: ვიტამინები და მინერალები საჭიროა თქვენი სხეულის ზრდისთვის, განვითარებისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის.

მულტივიტამინები საჭიროა  ყველა საჭირო ნუტრიტის მცირე რაოდენობით უზრუნველყოფისათვის, რაც ხელს შეუწყობს თქვენი სხეულის ფუნქციონირებას.  ბევრ სხვადასხვა ინდივიდუალური ნუტრიტის დიდი რაოდენობით გამოყენებას შესაძლოა ჰქონდეს ნეგატიური ეფექტი, მულტივიტამინი კი საუკეთესო საშუალებაა.

თევზის ქონი: ასევე ცნობილი, როგორც ომეგა 3. უმეტესწილად იგი მცენარეებისაგან მიიღება, თუმცა ყველაზე სასარგებლო ომეგა 3 თავად თევზის ქონშია. იგი ძალიან სასარგებლოა, განსაკუთრებით თქვენი ჯანმრთელობისათვის.  ის ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას  სისხლში ცუდი ქოლესტერინის რაოდენობის შემცირებით, რაც ასევე ხელს უწყობს ძვლების სიჯანსაღესაც, აუმჯობესებს მენტალურ ჯანმრთელობასა და მეხსიერებას, ამცირებს მტკივნეულ შეგრძნებას კუნთებში და სხვ.

რძის შრატის პროტეინი: ყველაზე პოპულარული საკვებდანამატი, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ მიიღოთ განსაკუთრებით დიდი რაოდენობის პროტეინი ერთბაშად. რძის შრატის პროტეინი განსაკუთრებით ეფექტურია ვარჯიშამდე ან ვარჯიშის შემდეგ მიღებისას, როგორც წასახემსებელი საშუალება, თუმცა მისი გამოყენება დასაშვებია დღის განმავლობაშიც. იგი სასარგებლო, მოსახერხებელი და გემრიელია! წაიკითხეთ ზუსტად როდის ჯობს პროტეინის დალევა ჩვენ სტატიაში აქ

სხვა ფიტნეს საკვებდანამატები

კრეატინი: ერთ-ერთი ყველაზე შესწავლილი დანამატი ინდუსტრიაში. უამრავი კვლევა მოწმობს, რომ იგი ხელს უწყობს ATP-ის სინთეზს, ზრდის ვარჯიშის ეფექტურობასა და ძალას როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში.

ასევე ნახეთ:  6 ცვლილება, რომლებშიც გარეთ ვარჯიში დაგეხმარებათ

BCAA (Branch-Chained Amino Acid): შედგება სამი ამინომჟავისაგან, რომლებიც პროტეინის მთავარ ელემენტებს წარმოადგენს. BCAA გამოიყენება ვარჯიშისას, კუნთოვან გლიკოგენთან ერთად. მისი გადამუშავება ხდება ვარჯიშის დროს ( 5გრამი/ვარჯიშში დახარჯული საათი).

BCAA დაგეხმარებათ კუნთოვანი მასის გაზრდასა და კუნთოვანი გლიკოგენის გამოყენების რეგულაციაში.  მისი გამოყენება ასევე შეგიძლიათ  ვარჯიშის შემდეგაც ( 5 გრამი/ ვარჯიშში დახარჯული 1 საათი), რათა აღადგინოთ ინტენსიური ვარჯიშისას დახარჯული BCAA-ს რაოდენობა.

გლუტამინი: მნიშვნელოანია კუნთების მომატებისათვის. იგი დაგეხმარებათ ვარჯიშის ეფექტურობისა და ამტანობის გაზრდაში. გლუტამინი ძალიან ძლიერი და ამინომჟავების ყველაზე დიდი რაოდენობის შემცველია. მისი მიღება შეგიძლიათ გაღვიძებისთანავე,  ვარჯიშის შემდეგ ან დაძინებამდე ( 5გრამი).

რომ შევაჯამოთ:

  • ფიტნეს დანამატები არ არის ნარკოტიკები.
  • ფიტნეს დანამატები შეიცავს საკვებში არსებულ ნუტრიტებს, თუმცა მეტი რაოდენობით.
  • მთლიანად ვერაფერი შეცვლის საკვებს.
  • გამოიყენეთ ფიტნეს დანამატები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი კვების რაციონი უკვე შემოწმებულია.
  • დანამატები მოქმედებს! მხოლოდ სწორი და ხარისხიანი პროდუქტი უნდა შეარჩიოთ.
  • ტოპ 3 ფიტნეს დანამატი: მულტივიტამინი, თევზის ქონი, რძის შრატის პროტეინი.
  • სხვა ძალიან ეფექტური დანამატები: კრეატინი, BCAA, გლუტამინი.