ფიტნესი

რა უნდა გააკეთოთ, თუ ვარჯიშისგან დასვენება გადაწყვიტეთ

ვარჯიშისგან დასვენება გადაწყვიტეთ, მაგრამ არ გინდათ ეს დრო ფუჭად დაკარგოთ?  გთავაზობთ 4 აქტივობას, რაც აუცილებელია რომ ამ დროს აკეთოთ, თუ მიღებული შედეგის წყალში ჩაყრა არ გსურთ:

გააკეთეთ მსუბუქი კარდიოვარჯიშები

შეეცადეთ სრულიად არ შეწყვიტოთ კარდიოვარჯიშები.

ამის ნაცვლად, ეცადეთ მსუბუქი ვარჯიშებით მაინც დაკავდეთ, თუმცა გარკვეული ინტერვალებით.

გააკეთეთ გამძლეობის ვარჯიშები

რა თქმა უნდა, არაერთი მიზეზი არსებობს, რის გამოც ზოგჯერ აუცილებელია აიღოთ შესვენება, თუმცა აუცილებელია, სრულად არ შეწყვიტოთ ვარჯიში.

გააკეთეთ სხეულის სხვადასხვა ვარჯიშები, მათ შორის ის ვარჯიშები, რომლებითაც ძირითადად დაშავებული ათლეტები კავდებიან.

იკვებეთ სწორად

ვარჯიში გეხმარებათ არაჯანსაღი კვებისგან თავის ასარიდებლად, ასე, რომ მნიშვნელოვანია, ეს ჩვევა ვარჯიშისაგან შესვენების შემდეგაც გააგრძელოთ.

სწორად კვება დაგეხმარებათ წონაში მომატებისაგან თავის დასაღწევად.

თუ არ იცით, როგორ უნდა იკვებოთ სწორად, ისარგებლეთ ჩვენი სერვისით და მოგვანდეთ თქვენი კვების რაციონის შედგენა ჩვე. მეტი დეტალებისთვის ეწვიეთ ამ ბმულს. 

გიყვარდეთ საკუთარი თავი

ზედმეტად არ გაკიცხოთ საკუთარი თავი.

თუკი გადაწყვეტთ, სპორტდარბაზის კარები თქვენთვის ყოველთვის ღია იქნება.

თან ასე შეძლებთ გაიგოთ, როგორი იქნება ცხოვრება ვარჯიშის გარეშე.

ასევე ნახეთ:  10 მიზეზი, რატომ გჭირდებათ ვარჯიში რეგულარულად (წონაში დაკლების გარდა)