ფიტნესი

როგორ დავიწყოთ ვარჯიში? | ვარჯიშის დაწყება

ზოგისთვის ვარჯიშის დაწყება არც ისე მარტივია. ის ორშაბათი არასდროს დგება.

თუ თქვენ არასდროს გივარჯიშიათ, ჩვენ დაგეხმარებით ამ სტრესის დაძლევაში.

ფოკუსი მოახდინეთ იმაზე, რა მოგწონთ საკუთარ თავში ახლა

ადამიანები ხშირად ფიქრობენ კონკრეტულ მიზნებზე – კაბის კონკრეტულ ზომაზე,  ათლეტურ მიღწევებზე და სხვა, ისე, რომ არ ფიქრობენ იმაზე, რაც მოსწონთ საკუთარ თავში.

გააკეთეთ სია, მაგალითად – „5 რამ, რაც ჩემს თავში მომწონს.“ ფიტნეს ტრენერების რჩევით, ეს მნიშვნელოვანია, რადგან დაგეხმარებათ უკეთ გაიცნოთ საკუთარი თავი, ვინ ხართ ახლა და ვინ გინდათ, რომ გახდეთ.

ასე შეძლებთ დააფასოთ ის, რაც გაქვთ და ასევე ის, რასაც მიაღწევთ.

გადაიღეთ სელფები

იმისათვის, რომ შეძლოთ საკუთარი წარმატების დაფიქსირება, აუცილებლად გადაიღეთ სელფები. გადაიღეთ ფოტოები, ვიდეოები. გააკეთეთ ეს ყოველ ორ ან ოთხ კვირაში ერთხელ, რათა შეძლოთ დაინახოთ თქვენი პროგრესის ვიზუალიზაცია.

ეს მნიშვნელოვანია, რადგან ძალიან რთულია საკუთარი პროგრესის დანახვა. მოაგროვეთ რაც შეიძლება მეტი მასალა თქვენი პროგრესის დასანახად, ეს გაგიათმაგებთ ვარჯიშის ხალისს.

დაიწყეთ მცირედით

წონაში კლების ექსპერტი გირჩევთ, თავდაპირველად, როცა ვარჯიშებს დაიწყებთ, უმჯობესია, თუ ვარჯიშები ნაკლებად ინტენსიური იქნება.  ეს დაგეხმარებათ ნელ-ნელა ჩამოიყალიბოთ ვარჯიშის ჩვევა.

ნუ შეხედავთ სხვებს დარბაზში, ოდესღაც ისინიც დამწყებები იყვნენ. გახადეთ ეს თქვენი მოტივაცია.

შეცვალეთ რუტინა

მაგალითად, თუ ყოველდღე ერთი და იმავე დროს დგებით შეცვალეთ განრიგი. ერთ-ერთ ორშაბათს მაღვიძარა 30 წუთით ადრე დააყენეთ. ეს დაგეხმარებათ თავი უფრო მოტივირებულად იგრძნოთ.

ასევე ნახეთ:  5 თითქოს უმნიშვნელო რამ, რაც ხელს შეგიშლით ფიტნეს მიზნების მიღწევაში | ფიტნეს მიზანი

დაგეგმეთ დილები

წინასწარ გაიმზადეთ სავარჯიშო ტანსაცმელი, ეს მოტივაციის ამაღლებაშიც დაგეხმარებთ. წინა დღით დაგეგმეთ, რას მიირთმევთ მომდევნო დღის განმავლობაში. ესეც თქვენ მოტივაციას წაადგება.

დაძლიეთ სპორტდარბაზების შიში

რა თქმა უნდა, დარბაზი ახალ გამოწვევებს გთავაზობთ, რაც შეიძლება გაშინებდეთ, თუმცა დაძლიეთ შიში და მეტი მოტივაციით შეხვდით ამ სიახლეებს.  შეგიძლიათ თავდაპირველად ცარიელ დარბაზებში ივარჯიშოთ, რომ უფრო უკეთ იგრძნოთ თავი ან აიყვანოთ პერსონალური ტრენერი, რომელიც კომპლექსების დაძლევაში დაგეხმარებათ.

მზად იყავით მარცხისთვის

რა თქმა უნდა, ვარჯიშის დროს შესაძლოა ყოველთვის ვერ დაინახოთ სასურველი შედეგი, თუმცა ასეთ დროსაც კი მთავარია საბოლოო მიზნებზე კონცეტრირდეთ და ნებისმიერი მარცხის შემდეგ კვლავ წამოდგეთ.

 

კონცეტრირდით ვარჯიშის პროცესზე და არა მხოლოდ მიზანზე

როცა იგრძნობთ, რომ არ გაქვთ ვარჯიშის განწყობა, კონცეტრირდით იმ შეგრძნებებზე, რომლებსაც ვარჯიშის დროს ან შემდეგ განიცდით.

თავად მოიმატეთ მოტივაცია

ზოგისთვის მოტივაცია მუსიკის კარგი პლეილისტია, ზოგისთვის ახალი სპორტული ტანსაცმელი. იპოვნეთ მოტივაციის თქვენი წყარო.

გამოიმუშავეთ ახალი ჩვევები

ფიტნეს ტრენერების თქმით, ვარჯიში 75% ჩვევაა, ამიტომ მნიშვნელოვანია, თუ ახალ-ახალ სასარგებლო ჩვევებს შეიძენთ. ასე უფრო წარმატებულები გახდებით. ასეთი ჩვევაა მაგალითად კიბეების გამოყენება ლიფტის მაგივრად.

გააკეთეთ ეს თქვენთვის

შესაძლოა თქვენ არაერთხელ დაპირებიხართ საყვარელ ადამიანებს, რომ ვარჯიშს დაიწყებდით, თუმცა უფრო ხელსაყრელი იქნება, თუ ამას საკუთარი თავისთვის გააკეთებთ.

იფიქრეთ იმაზე, რომ ვარჯიშით თქვენი სხეული და ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება.,

შეხვდით სავარჯიშო პროცესს მომზადებული

სანამ ვარჯიშს დაიწყებთ, დაიწყეთ სწორად კვება 1-2 კვირით ადრე, შეეჩვიეთ ახალ რაციონს და მხოლოდ შემდეგ დაიწყეთ ვარჯიში. ასე თქვენ ორგანიზმს და გონებას უფრო მარტივად შეაჩვევთ ახალ ცხოვრებას.

ასევე ნახეთ:  მაპელაი - ქართულ ბაზარზე სასარგებლო წასახემსებელი გამოჩნდა

თუ არ იცით, რა უნდა ჭამოთ ან რა უნდა გააკეთოთ დარბაზში მისვლისას, ჩვენ გთავაზობთ ეს ჩვენ გუნდს ანდოთ. ჩვენ შეგიდგენთ თქვენი გემოვნებისა და მიზნების მიხედვით სწორი კვების რაციონს და სავარჯიშო პროგრამას. ამ პროგრამით ნებისმიერ დარბაზს ეწვევით და მორიგე ტრენერი მარტივად აგიხსნით ვარჯიშების გაკეთების ინსტრუქციებს.