ფიტნესიჯანმრთელობა

11 ცვლილება ვარჯიშის დაწყებისას

თქვენ თუ იცით ის 11 ცვლილება, რასაც ვარჯიშის დაწყებისას განიცდით?

თითოეული ცვლილება ნიშვნელოვნად შეცვლის თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ, ამიტომ ნუ გადადებთ სამომავლოდ, დაიწყეთ ვარჯიში დღესვე! ჩვენ გთავაზობთ სწორი კვებისა და ვარჯიშის ინდივიდუალურ პროგრამას, რომელიც დაგეხმარებათ საუკეთესო შედეგის მიღწევაში.

1. დილის ადამიანად გადაიქცევით

პირველად, მაღვიძარას გადაგდება მოგინდებათ, როდესაც ის ჩვეულებრივზე ადრე დარეკავს.

მზის ამოსვლის ყურება სირბილის დროს, გაგიკვირდებათ და დიდი სტიმული შეიძლება აღმოჩნდეს.

კვლევებმა აჩვენა, რომ დილის სინათლე გეხმარებათ უკეთ დაძინებაში და საგრძნობლად გამოგიკეთებთ ხასიათს.

შესაძლოა ახლა წარმოუდგენლად გეჩვენებათ, მაგრამ როგორც კი თავად გამოცდით, აუცილებლად მოგეწონებათ „დილის ჩიტად“ ყოფნა.

2. გაახალგაზრდავდებით

როგორც კი გააგრძელებთ დაწყებულ ვარჯიშს, აუცილებლად შენიშნავთ, რომ თქვენი კანი უკეთესად, უფრო ახალგაზრდად გამოიყურება.

კვლევების შედეგად აღმოაჩინეს, რომ სამი თვის განმავლობაში, კვირაშ ორჯერ ვარჯიშიც კი, 20-ჯერ უფრო ააღალგაზრდავებს კანს.

3. აღმოაჩენთ, რომ ტკივილი კარგია

არც კი იცოდით, რომ კუნთები გტკივათ? დიახ, ეს ძალიან კარგია – ეს ნიშნავს, რომ კარგად ივარჯიშეთ და თქვენი სხეული სასურველი მიზნისკენ დგამს ნაბიჯს.

კუნთების ტკივილი მიკრო ცრემლიდან მოდის. სპინინგის შემდეგ, კიბეებზე ასვლისას ისევე იწვება ცხიმი თითქოს ისევ ველოსიპედით ვარჯიშობდეთ.

უბრალოდ წარმოიდგინეთ, ყოველი კუნთის ბოჭკო ახლა უფრო უკეთ აძლიერებს თქვენს მთლიან სხეულს, ვიდრე მანამდე.

4. შეიძენთ ახალ მეგობრებს — შესაძლებელია დაკარგოთ სხვები

ერთხელ, როდესაც სპორტდარბაზს პრიორიტეტულს გახდით, შეიძლება მოიშოროთ ლოდი, მეგობრების სახით, რომლებიც არ გიჭერენ მხარს ჯანმრთელობის მიზნების მიღწევაში.

ასევე ნახეთ:  9 შეკითხვა, რომლებიც სპორტდარბაზში მისვლამდე უნდა დასვათ | სპორტდარბაზი

არაუშავს, თუ თქვენი მეგობარი მუდმივად ცდილობს ჩაგიშალოთ სავარჯიშო გეგმები, მის გარეშე აშკარად უკეთესია. კარგი ამბავი კი ის არის, რომ დიდი შანსია შეიძნოთ ახალი მეგობრები სხვადასხვა ჯგუფური აქტივობის დროს.

5. გახდებით უფრო ნაყოფიერი მუშაობისას

დარბაზი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია თქვენი სხეულისთვის, მაგრამ შეგიმჩნევიათ, რომ თქვენი ტვინიც უფრო მოქნილი გახდა?

კვლევების თანახმად, რეგულარული ვარჯიში – განსაკუთრებით კარდიო – აუმჯობესებს მახსოვრობისა და შემეცნებით შესაძლებლობებს, რაც თავისთავად ასწრაფებს ტვინის მოქმედებას.

6. თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება რომელიმე ფიტნეს ბრენდი

მაშინ, როდესაც დატვირთულ სავარჯიშო პროგრამაზე გადახვალთ, არსებობს ურთერთობა რომელიც უფრო მნშვნელოვანია, ვიდრე უკვე არსებული, თქვენ ტრენერთან, მწვრთნელად ან საყვარელ სავარჯიშო აპლიკაციასთან.

ეს არის ურთიერთობა სპორტულ ტანსაცმელთან, როდესაც ვარჯიშს დაიწყებთ აღმოაჩენთ, რომ ინტენსიურად იყენეთ ლეგინსების ან სავარჯიშო ფეხსაცმელების ერთ კონკრეტულ ბრენდს. მას შემდეგ, რაც სრულყოფილად იგრძნობთ თავს, უფრო მარტივია მიაღწიოთ დასახულ მიზანს.

7. თქვენი კვება გახდება უფრო ჯანსაღი

ვარჯიშის დაწყებას უამრავი ბენეფიტი აქვს, მაგალითად: უმეტეს წილად ჯანსაღი საკვების შეკვეთა გინდებათ.

მკვლევარებმა მას, „გადაცემის ეფექტი“ უწოდეს. თავიდან თქვენი სხეული იწყებს ბენეფიტების შეგრძნებას, თანდათან კი უფრო და უფრო მოტივირებული ხდებით, მიაღწიოთ საუკეთესო შედეგს.

8. ვარჯიშის დაწყებისას ტექნოლოგიის ჭია გახდებით

ხანდახან, მიუხედავად დიდი სურვილისა, დარბაზში მისვლას მაინც  ვერ მოახერხებთ. საბედნიეროდ, უამრავი ფიტნეს აპლიკაცია არსებობს, რომელიც დაგეხმარებათ ივარჯიშოთ ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს.

ვარჯიშის დაწყებასთან ერთად შეამჩნევთ, თუ როგორ ივსება თქვენი ტელეფონის ეკრანი სხვადასხვა აპლიკაციით.

ასევე ნახეთ:  წონები თუ კარდიო, რომელი ჯობს პირველი?

9. შეძლებთ დაამარცხოთ ზამთრის მოწყენილობა

ზამთარი შესაძლოა იყოს დეპრესიული (მუქი, ცივი), მაგრამ დიდ კვლევებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ვარჯიშის დაწყება ნამდვილად დაგეხმარებათ დაამარცხოთ ზამთრის თანმდევი მოწყენილობა.

ბოლომდე დახარჯვა და ოფლის გამოდენა ზრდის ენდორფინებს, გმატებთ თავდაჯერებულობას და გეხმარებათ თქვენი ფიქრები მიმართოთ რამე უფრო პოზიტიურისკენ.

10. თქვენგან დამოუკიდებელად განახლდება სამოგზაურო კომპლექტი

ოფისიდან დარბაზში და დარბაზიდან ოფისში სირბილი ნიშნავს, რომ თქვენი სავარჯიშო ჩანთა სავსეა მინი შამპუნებით, პირსახოცებით და სხვა აქსესუარებით.

თქვენი მაღალი დონის, წასასვლელად გამზადებული ეკიპირება, მომავალშიც გამოგადგებათ, როდესაც აეროპორტში აღმოჩნდებით.

11. მოტივაციის დადებით თვისებებს გაანალიზებთ

მაშინ როდესაც სარბენ ბილიკზე დგახართ, თქვენ თავს უმტკიცებთ რომ რთული რაღაცების გაკეთება შეგიძლიათ, შეგიძლიათ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ცვლილებები შეიტანოთ თქვენს ცხოვრებაში და შეგიძლიათ მიაღწიოთ დასახულ მიზანს.

ეს ახლადაღმოჩენილი თავდაჯერებულობა ცხოვრების ყველა ასპექტში გამოგადგებათ, რათა მიაღწიოთ მიზნებს.!

რომელი ცვლილება შეატყვეთ თქვენს თავს ვარჯიშის დაწყებისას?