ფიტნესიჯანმრთელობა

ვარჯიშის დროს კომპრესორი ტანსაცმლის გამოყენების 10 დადებითი მხარე

ალბათ, გაინტერესებთ, რისთვის გამოიყენება კომპრესორი შორტები და ნამდვილად მუშაობს თუ არა ის. კომპრესიული აღჭურვილობა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება და ეს იმიტომ, რომ მის გამოყენებას სერიოზული სარგებელი მოაქვს.

რა არის კომპრესორი შორტები?

სპანდექსის მსგავსად, კომპრესიული შორტები წელვადი ნაჭრისგან მზადდება და სხეულს ისე მჭიდროდ ეკვრის, რომ წამოიქმნება წნევა (კომპრესია) თეძოებისა და უკანალის არეში.

მრავალი კვლევა ჩატარდა იმის დასადგენად, რა შედეგი აქვს ასეთი ტანსაცმლის გამოყენებას და მრავალი სასარგებლო თვისება გამოვლინდა.

  1. ამცირებს კუნთების დაღლას

ვარჯიშის დროს კომპრესიული ტანსაცმლის ტარება ამცირებს კუნთების დაღლას, ეს ეხება ყველა სახის ვარჯიშს. შესაბამისად, შეძლებთ, ივარჯიშოთ უფრო მეტი, ვიდრე მანამდე შეგეძლოთ.

  1. კუნთების დაჭიმვისგან დაცვა

შეიძლება, რთულად დასაჯერებელი იყოს, მაგრამ ის კუნთების დაჭიმვისგანაც დაგიცავთ. შესაბამისად, თუ გაქვთ მიდრეკილება მსგავსი პრობლემისადმი, კომპრესიული ტანსაცმელი სწორედ თქვენთვისაა.

  1. კუნთების შეშუპების რისკის შემცირება

ვარჯიშის შემდეგ კუნთების შეშუპება არასდროს არის სასიამოვნო. ამის თავიდან ასაცილებლად, როგორც აღმოჩნდა, სწორედ კომპრესიული ტანსაცმელი არსებობს. ჩაიცვით ის მძიმე ფიზიკური დატვირთვებისას და თავად შეამჩნევთ შედეგს.

  1. ნაკლებად მძიმე დატვირთვები

როდესაც ექსტრემალური სპორტისთვის ან გამძლეობისთვის ვარჯიშობთ, კარგია, დატვირთვები ნაკლებად აუტანელი და მძიმე იყოს. სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, რომ კომპრესორი ტანსაცმლის გამოყენება ამცირებს დატვირთვის შეგრძნებას.

  1. გაზრდილი ძალა და უკეთ ხტუნვის შესაძლებლობა

გსურთ მეტი ძალა და ხტუნვის შესაძლებლობა ვარჯიშის დროსა და მის შემდეგ? თუ მონაწილეობთ ისეთ შეჯიბრში, რომელშიც სხვადასხვა დატვირთვის შემდეგ ხტუნვა გჭირდებათ, ეს აუცილებელია. კვლევები აჩვენებს, რომ დატვირთვის შემდეგ ფეხებში ძალის შენარჩუნებას და მის მალე აღდგენას სწორედ ამგვარი შორტები უწყობს ხელს.

  1. კუნთების უკეთ კვება ჟანგბადით

ჟანგბადი კუნთების მუშაობისთვის აუცილებელია. კომპრესორი ტანსაცმელი ისეა გაკეთებული, რომ გააუმჯობესოს სისხლის მიმოქცევა და შესაბამისად – ჟანგბადით მომარაგება კუნთებში.

  1. კომფორტი

მართალია, კომპრესორი ტანსაცმელი ტანს ძალიან აწვება, მაგრამ ეს ზოგს მოსწონს კიდეც. მეტიც, ასეთი ტანსაცმელი კარგადაა სხეულზე მორგებული და არ გჭირდებათ ხშირად გასწორება ვარჯიშისას; აეროდინამიკული თვისებებიც უკეთესი აქვს.

  1. ძალის გაუმჯობესებული აღდგენა

2014 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თუნდაც მძიმე წონებით ვარჯიშის შემდეგ კუნთების ძალის აღდგენა დაჩქარებულია, თუ ვარჯიშისას ამგვარი ტანსაცმელი გაცვიათ.

  1. დამღლელი ვარჯიშის შემდეგ გაუმჯობესებული აღდგენა

ვარჯიშის შემდეგ ყოველთვის საჭიროა დასვენება, მითუმეტეს, თუ კუნთები გიშუპდებათ. აღდგენის პროცესის დაჩქარებასა და დასვენებისთვის საჭირო პერიოდის შემცირებაში კომპრესიული ტანსაცმელი დაგეხმარებათ.

  1. საზარდულის დაცვა

გჭირდებათ დამატებით დაცვა საზარდულის არეში ან საზარდულის დამცავი თასის დაჭერა? კომპრესიული შორტები მგრძნობიარე არეალს კარგად დაიცავს.

ასევე ნახეთ:  ყველაფერი, რაც შრობის შესახებ უნდა იცოდეთ | გამოშრობა