სწორი კვებაფიტნესიჯანმრთელობა

10 რამ, რაც შეიძლება მოხდეს, თუ ვარჯიშის შემდეგ დროულად არ შეჭამთ

ცოტა ხნის წინ ივარჯიშეთ და თავს შესანიშნავად გრძნობთ, მაგრამ ჭამისთვის დრო აღარ გრჩებათ? კვლევებმა აჩვენა, რომ თუ ვარჯიშის შემდეგ დროულად არ შეჭამთ, ეს კუნთის აღდგენით და გაძლიერების პროცესებს ხელს შეუშლის.

ვარჯიშის შემდეგ 30-60-წუთიან ინტერვალში ჭამა ხელს უწყობს კუნთების აღდგენას და შეგივსებთ დახარჯულ ელექტროლიტების მარაგს. ასე რომ, რამდენადაც არ უნდა გეჩქარებოდეთ, აუცილებლად მიირთვით რამე.

ქვევით ჩამოთვლილია 10 რამ, რაც შეიძლება, მოხდეს, თუ დროულად არ შეჭამთ ვარჯიშის შემდეგ.

  1. გექნებათ კუნთების ტკივილი

ვარჯიშის შემდეგ 1-საათიან ინტერვალში შეგიძლიათ, დაღლილ კუნთებს მიაწოდოთ  დახარჯული ენერგიისა და აღდგენისთვის საჭირო ელემენტები.

ამ ინტერვალის გასვლის შემდეგ კუნთები შეშუპებული დარჩება და დაღლილობაც უფრო დიდხანს გაგყვებათ.

  1. არ აღდგება კუნთები

სპორტული მედიცინის ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, რომ ვარჯიშის შემდეგ 30-წუთიან ინტერვალში ნახშირწყლებისა და პროტეინის შემცველი საკვების მიღება აჩქარებს კუნთების აღდგენისთვის საჭირო დროს და ამცირებს დაღლილობას.

  1. შემდეგი ვარჯიშის დროს ისე კარგად ვეღარ აწევთ სიმძიმეებს

თუ არ ექნება კუნთებს საჭირო საკვები, მაშინ შემდეგი ვარჯიშისთვის ის უფრო დაღლილი და გამოფიტული იქნება, შესაბამისად, ენერგიაც ნაკლები გექნებათ და სიმძიმეების აწევაც უფრო გაგიჭირდებათ.

ძალოსნების ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ვარჯიშის შემდეგ პროტეინით მდიდარი საკვების მიღება დაგეხმარებათ შემდეგი ვარჯიშის დროს უკეთესი შედეგის მიღწევაში.

  1. ვერ შეივსებთ პროტეინის მარაგს

კუნთებს ესაჭიროება პროტეინი, ეს ყველამ იცის. მაგრამ, ალბათ, ბევრმა არ იცის, იმისთვის, რომ კუნთმა პროტეინი კარგად შეითვისოს, იგი ვარჯიშის შემდეგ მალევე უნდა მიიღოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღდგენით პროცესები შეფერხდება.

ასევე ნახეთ:  22 გზა კუნთოვანი მასის გასაზრდელად | კუნთის ზრდა

ეცადეთ, რომ სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე 1-დან 1.5 გრამამდე პროტეინი მიაწოდოთ ორგანიზმს.

  1. შენელდება პროტეინის სინთეზი

თუ არ მიიღებთ საკვებს ვარჯიშის შემდეგ დროულად, მაშინ ორგანიზმში გლიკოგენის საკმარისი მარაგი არ იქნება, რაც ანელებს პროტეინის სინთეზს.

ამის თავიდან ასაცილებლად მიიღეთ თუნდაც ბანანი ან პროტეინის შეიკი.

  1. დაღლილი იქნებით

ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ თუ დროულად არ შევჭამთ, მაშინ საგრძნობლად დაღლილები ვიქნებით.

შესაძლოა, ვარჯიშის შემდეგ თავს ენერგიულად გრძნობთ და ენდორფინით ხართ სავსე, მაგრამ თუ ჭამას დააგვიანებთ, მაშინ დაღლილობას იგრძნობთ ვარჯიშიდან დაახლოებით 1 საათში.

  1. იზრდება ტრავმის რისკი

რადგან კუნთები ვერ აღდგება სათანადოდ და არ არის ოპტიმალურ მდგომარეობაში, იზრდება ტრავმის მიღების რისკი.

ამას კი შეუძლია, დიდი ხნით შეგიზღუდოთ ვარჯიშის შესაძლებლობა.

  1. ვერ აღიდგენთ ელექტროლიტებს

ვარჯიშის დროს ორგანიზმი კარგავს ელექტროლიტებს და თუ ვარჯიშის შემდეგ არ შეავსებთ მარაგს, მაშინ ეს კუნთების აღდგენასა და ფუნქციას შეასუსტებს.

ვარჯიშის შემდეგ ელექტროლიტების მარაგის შევსება თუნდაც მხოლოდ ბანანის ჭამით შეგიძლიათ.

  1. ორგანიზმი ვერ აღიდგენს საკმარის წყალს

ჭამასთან ერთად აუცილებელია წყლის მარაგის შევსებაც. ეს აღდგენითი პროცესებისთვის საჭიროა, ამიტომ ვარჯიშის შემდეგ მიიღეთ სითხე საკმარისი რაოდენობით.

  1. დროთა განმავლობაში კუნთები დაზიანდება

თუ ვარჯიშის შემდეგ დროულად არ მიიღებთ საკვებს, მაშინ შესაძლოა, კუნთების ატროფია დაგემართოთ, რაც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაუარესდება.

როგორც ხედავთ, ვარჯიშის შემდეგ დროულად თუ არ შეჭამთ, დააზიანებთ თქვენს ჯანმრთელობას, ასე რომ, ყოველთვის გამონახეთ დრო წახემსებისთვის.