ფიტნესიჯანმრთელობა

რა დაემართება თქვენს სხეულს, თუ ვარჯიშის შემდეგ შხაპის მიღების გარეშე დაიძინებთ | შხაპი

ვარჯიში დაამთავრეთ და თავს მშვენივრად გრძნობთ, თუმცა ამავდროულად წებოვანი ხართ და არასასიამოვნო სუნიც გაქვთ? ასეთ დროს აუცილებელია შხაპი, რათა მოიშოროთ წებოვანი და ჭუჭყიანი ნივთიერებები.

თუკი თქვენ შხაპის მიღების გარეშე დაწვებით, ამით საგრძნობლად გაზრდით ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის რისკს.

შხაპის გარეშე ძილი ჩვევად იქცა? აუცილებელია მისი თავიდან მოშორება.

ვარჯიში საუკეთესო რამ არის სხეულისთვის, გონებისთვის და სულისთვის. კალორიების წვა, კუნთოვანი მასის მომატება და გაუმჯობესებული ჯანმრთელობა საუკეთესოა, ასევე, სტრესის დასაძლევად.

თუმცა დატვირთული ვარჯიში საკმარისი არ არის და მის შემდეგ გასუფთავება ისევე მნიშნელოვანია, როგორც თავად ვარჯიში.

გარდა არაკომფორტულობისა, რასაც ოფლიანობა და დაბინძრებული სხეული იწვევს, არის კანის სხვადასხვა დაავადება და ბაქტერიების მომრავლება.

იმისათვის, რომ თავი დაცულად იგრძნოთ, აუცილებლად მიიღეთ შხაპი ვარჯიშის შემდეგ, ხოლო თუ აბაზანაზე ხელი დასრულებისთანავე არ მიგიწვდებათ, გაიწმინდეთ კანი ანტიბაქტრეული საწმენდით.

  1. ბაქტერიის ზრდა

მაშინ, როდესაც ვარჯიშის დროს ოფლს გამოვყოფთ, ბაქტერიების გასაზრდელად კარგ გარემოს ვქმნით. ხოლო როდესაც ბაქტერია წარმოიქმნება, მას შეუძლია, კანის ინფექციები ჩამოაყალიბოს და ჯანმრთელობისთვის საფრთხე შეგვიქმნას.

ასე რომ, მაშინვე დაიბანეთ, როგორც კი შეძლებთ.

  1. სხეულის ცუდი სუნი (სუნიანი ზეწრები)

ვარჯიშის შემდეგ ოფლის სუნი ბუნებრივია, მაგრამ შხაპის გარეშე დაწოლის შემდეგ შეამჩნევთ, რომ თქვენი სხეულიც და თეთრეულიც სუნიანი გახდება.

პლუს ამას, როდესაც ბაქტერია საწოლში მოხვდება, აუცილებლად დაგაინფიცირებთ ძილის დროს.

თუკი დრო თქვენს მხარეს არ არის, სულ მცირე, გამოიცვალეთ ოფლიანი ტანსაცმელი და გამოიყენეთ საბავშო პუდრი, ტალკი, რათა დაატენიანოთ კანი.

ასევე ნახეთ:  5 მიზეზი, თუ რატომ არ გაზრდის მძიმე წონით ვარჯიში თქვენს მოცულობას

დაიმახსოვრეთ, არასდროს ჩაწვეთ საწოლში ოფლიანი ტანსაცმლით.

  1. გამონაყარი

სიწითლე და გაღიზიანება ბუნებრივ მოვლენად იქცევა, თუკი ვარჯიშის შემდეგ არ ისუფთავებთ კანს.

ეს არაჰიგიენურობის ყველაზე ზომიერი გამოხატულებაა.

დროთა განმავლობაში გაჩნდება გამონაყარი, რისი გაქრობაც ძალიან რთულია.

პლუს ამას, სხვადასხვა არეზე ის ძალიან მარტივად გავრცელდება.

  1. სოკოვანი ინფექციები (საფუარის მიკოზი)

რა თქმა უნდა, არავის სურს სოკოვანი დაავადებები. გასუფთავებისთვის სულ რაღაც რამდენიმე წუთის დათმობაც კი საკმარისია.

გარკვეული სოკოვანი ინფექციები წარმოიქმნება ოფლიან, ბინძურ კანზე. შესაძლებელია, ყველა ადამიანის კანს ერთნაირი რეაქცია არ ჰქონდეს, თუმცა მგრძნობიარე კანი მარტივად დაინფიცირდება.

საბედნიეროდ, დაბანისას ბაქტერიების უმეტესობა ჩამოიბანება და მინიმალურამდე მცირდება სოკოვანი ინფექციების განვითარების რისკი.

  1. სტაფილოკოკური ინფექცია

ეს ინფექცია უნიკალურია: ბაქტერიების დაგროვება, რაც მოიცავს ჩირქს, აბსცესს და  გამონადენს, ასევე, სიწითლეს, გამაგრებას და შეხებისას ტკივილს.

ძალიან არაკომფორტული და შემაწუხებელი ინფექციაა, რომელიც საჭიროებს მედიკამენტურ მკურნალობას.

სტაფილოკოკური თუ სხვა ბაქტერიები არიან ვირუსები, რომლეიბც მოგყვებათ დარბაზიდან, რაიმე აღჭურვილობის გამოყენებისას, თუკი გაქვთ სახის კანის ღია დაზიანება, ხართ გაციებული ან გაქვთ სურდო.

  1. აკნე

ფოლიკულიტი, იგივე სხეულის აკნე, დაკავშირებულია დაბინძურებულ ფორებთან, კანის ცხიმთან, მექანიკურ გაღიზიანებასთან და ანთებით პროცესებთან.

შესაძლებელია, სახეზე გამონაყარი, აკნე გქონიათ, განსაკთრებით კი PMS-ის დროს, თუმცა მსგავსი გამონაყარი შეიძლება, გაგიჩნდეთ ნებისმიერ ადგილას, ზურგზე, ყელზე, მკერდზე.

ვარჯიშის შემდეგ დაბანა კი ეხმარება გამაღიზიანებელი ოფლისა და ცხიმის მოშორებაში, ასუფთავებს ფორებს და ამცირებს კანის ბაქტერიებს.

  1. კანის ქავილი

ეს მაშინ ხდება, როდესაც ჩვეულებრივზე მეტად გექავებთ კანი და ქავილისგან ფრჩხილების კვალს იტოვებთ კანზე.

ასევე ნახეთ:  6 აქტივობა, რომლითაც ვარჯიშის გარეშე დაწვავთ კალორიებს

ამ ყველაფერს კი ოფლის შეშრობა იწვევს. ქავილი თავის მხრივ ანადგურებს არსებულ კანს და ამ დროს მარტივია ორგანიზმში ინფექციის შეღწევა. ამიტომ მოაშორეთ კანს ბასრი ფრჩხილები და მიუშვირეთ წყალი.

გაითვალისწინეთ ეს რჩევები, მიიღეთ ვარჯიშის შემდგომ შხაპი, ან, დროის უქონლობიდან გამომდინარე, ანტიბაქტერიული საწმენდი გამოიყენეთ, რათა სხეულზე დარჩენილმა ოფლმა სავალალო შედეგამდე არ მიგიყვანოთ.