ფიტნესი

რა  ხდება, როცა ვარჯიშს წყვეტთ? | ვარჯიშის შეწყვეტა

როგორც კარგი სავარჯიშო პროგრამა გეხმარებათ, იმდენად ანგრევს ამ შედეგებს ვარჯიშის შეწყვეტა.

თუმცა, საბედნიეროდ, ამ პრობლემის აღმოფხვრა შესაძლებელია, თუ ისევ დაიწყებთ ვარჯიშს.

აი, რა ემართება თქვენს სხეულს, როცა ვარჯიშს წყვეტთ:

თქვენი არტერიული წნევა იზრდება

თქვენი არტერიული წნევა ყოველთვის უფრო მაღალია იმ დღეებში, როცა არ ვარჯიშობთ, იმ დღეებისგან განსხვავებით, როცა ვარჯიშობთ.

თუმცა მაშინ, როცა უფრო ხანგრძლივი დროით წყვეტთ ვარჯიშს, თქვენი სხეულიც ცხოვრების ამ სტილის მიმართ ადაპტირდება.

მთელი მდგომარეობა შეიცვლება, როცა ისევ დაიწყებთ ვარჯიშს. თქვენი არტერიული წნევაც შემცირდება და სხეულიც უკეთ დაიწყებს ფუნქციონირებას. ერთი, ან ორი თვის შემდეგ, კარდიოვარჯიშების წყალობით,  უფრო მოქნილიც გახდებით.

სისხლში შაქრის რაოდენობა იმატებს

როგორც წესი, სისხლში შაქრის რაოდენობა იზრდება, როცა საკვებს იღებთ და შემდეგ იკლებს, როცა ვარჯიშობთ და თქვენი კუნთები მას ენერგიისათვის იყენებს, თუმცა ვარჯიშის  შემდეგ, თუ დაუსრულებლად გააგრძელებთ გლუკოზის მიღებას, ეს გაზრდის დიაბეტის და გულის დაავადებების რისკს.

თუმცა შეგიძლიათ შეცვალოთ ვითარება. ერთკვირიან ვარჯიშს შეუძლია სისხლში შაქრის შემცველობა შეამციროს იმ ადამიანებშიც კი, რომლებსაც მეორე ტიპის დიაბეტი აქვთ.

კარგავთ სასიცოცხლო ძალებს

ვარჯიშის შეწყვეტიდან დაახლოებით ორ კვირაში ჟანგბადი, რომლის გამოყენებაც თქვენს კუნთებს შეეძლოთ, 20%-ით მცირდება.

ეს იმიტომ, რომ თქვენ კარგავთ მიტოქონდრიას, რომელიც თქვენს კუნთოვან უჯრედებს ჟანგბადის ენერგიად გარდაქმნაში ეხმარება. თქვენ შეგიძლიათ კვლავ ააშენოთ ის, მაგრამ ამისათვის იმაზე მეტი დრო დაგჭირდებათ, ვიდრე მისი დაკარგვისათვის დაგჭირდათ.

თქვენი კუნთები სუსტდება

ვარჯიშისაგან ორკვირიანი შესვენებით თქვენი კუნთები უკვე სუსტდება. კუნთების ძალის აღსადგენად იმაზე მეტი დრო დაგჭირდებათ, ვიდრე მის დასაკარგად, თუმცა იმაზე ნაკლები ვიდრე იმ ადამიანს, ვისაც ვარჯიშის გამოცდილება არ ჰქონია.

ასევე ნახეთ:  ზუმბა - 10 სასარგებლო თვისება

თქვენი მეტაბოლიზმი ნელდება

ერთ კვირაში უკვე თქვენი მეტაბოლიზმი ნელდება, არაერთი კვლევა არსებობს, რომლის თანახმადაც, პროფესიონალი ფეხბურთელებიც კი საგრძნობლად იმატებენ წონაში ექვსკვირიანი შესვენების შემდეგ.

რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ძველი სხეულის ფორმები დაიბრუნოთ, თუ ვარჯიშს გააგრძელებთ.

თქვენი ინტელექტუალური  შესაძლებლობები იკლებს

მართალია, ადამიანებთან მიმართებით კონკრეტული კვლევები არ არსებობს, თუმცა ვირთხებზე ჩატარებული კვლევების თანახმად, ცხოველების ტვინის უჯრედები, რომლებიც წყვეტენ მოძრაობას ერთი კვირის განმავლობაში, ნაკლებად ახლდება, ვიდრე მათი, რომლებიც მოძრაობენ.

დაიწყეთ ვარჯიში, ეს განწყობას უმაღლებს იმ ადამიანებსაც კი, რომლებიც კლინიკური დეპრესიით იტანჯებიან.