მოტივაციაფიტნესი

ვარჯიშის ჩვევა – 4 მიზეზი, თუ რატომ არის მისი ჩამოყალიბება რთული

ყველა ჩვენგანს მოუსმენია თავის გამამართლებელ მიზეზად გადატვირთული რეჟიმი. ცხადია, ვარჯიშის ჩვევა ასეთ ფონზე ვერ ჩამოყალიბდება.

გადატვირთული გრაფიკი არ არის ერთადერთი საბაბი იმ ადამიანებისთვის, რომელთაც დაიწყეს ვარჯიში, მაგრამ ის ჩვევად ვერ აქციეს.

სწორედ ამით დაინტერესდა ალბერტას უნივერსიტეტი და გამოიკვლია, თუ რატომ ანებებენ ვარჯიშს თავს დაწყებიდან 6 თვეში ადამიანების 50%.

შედეგები 4 ძირითად პუნქტად გაერთიანდა:

ვარჯიშის ჩვევა და გადაჭარბებული მოლოდინები

უამრავ სარგებელთან ერთად, სულაც არ არის გასაკვირი, თუ ვიტყვით – დამწყებთათვის საკმაოდ აღმაშფოთებელია ის, რომ მცირე დროში ვერ იღებენ იმ შედეგს, რისი მოლოდინიც აქვთ.

თუმცა კვლევებზე დაყრდნობით, ადამიანები ვარჯიშის დაწყებიდან რამდენიმე კვირა თავს ძალიან მოტივირებულად გრძნობენ, მეტი ენერგია, მეტი ენთუზიაზმი გააჩნიათ, უკეთესად სძინავთ, მეტი გამძლეობა აქვთ და თავს უფრო ძლიერადაც გრძნობენ.

მცირე დროის შემდეგ კი, როდესაც საქმე შედეგებს ეხება, კარგავენ იმ ენთუზიამს, რომლითაც დაიწყეს, რადგან მათი მოლოდინები ზედმეტად გადაჭარბებული იყო.

სწორედ ამიტომ იმიზეზებენ უამრავ ბარიერს, დროის უქონლობიდან დაწყებული. ფიტნესის შედეგების სანტიმეტრებში და კილოგრამებში გაზომვა ყოველთვის იმედგაცრუებით დამთავრდება.

უმჯობესია, ყურადღება მიაქციოთ შესრულებას, რომელიც ყოველდღე უფრო გიადვილდებათ და უფრო მარტივია მისი შემჩნევა.

წარმატება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტიმულია ვარჯიშის გასაგრძელებლად.

სირთულეები დაგეგმვისას

უკვე დაგეგმილ და გაწერილ გრაფიკში ვარჯიშის ჩამატება და ყოველდღიურობად მისი ქცევა ნამდვილად დიდი გამოწვევაა.

ყოველი დღის დაგეგმვა, დროის მენეჯმენტი, მოსალოდნელი და მოულოდნელი ფაქტორების გათვალისწინება დარბაზში სიარულს ართულებს. ვარჯიშის ჩვევა ასე ნამდვილად ვერ ჩამოყალიბდება.

ასევე ნახეთ:  ეს მარტივი ვარჯიში უფრო ეფექტურია, ვიდრე 30-წუთიანი სირბილი

ვარჯიშის ვეტერანებიც ყოველდღიურად აწყდებიან ამ ბარიერებს, თუმცა მათთვის უკვე მარტივია ვარჯიშისთვის დროის გამონახვა და მასზე მორგებულად გეგმავენ მთელ დღეს.

ახალბედები კი უფრო ხშირად უარს ამბობენ ვარჯიშზე, როდესაც საქმე დაგეგმვის გადაწვეტილებებს ეხება. ასევე, მათ უჭირთ ვარჯიშებზე დროის გადანაწილება და დიდ დროს ლოდინში ატარებენ, როდის გათავისუფლდება ესა თუ ის ტრენაჟორი.

ახალბედები ძალიან მარტივად ცვლიან თავიანთ განრიგს თუ დაზიანდნენ, ან ავად არიან, ან ოჯახის წევრი ჰყავთ ცუდად, ანდა სულაც სამსახურში მეტი დროის გატარება მოუწიათ, რაც ხშირ შემთხვევაში ვარჯიშისთვის თავის დანებების მიზეზად გადაიქცევა ხოლმე.

პრობლემები პრიორიტეტების დალაგებისას

ბევრისთვის პრიორიტეტების სიის ცვლილება დიდ პრობლემას წარმოადგენს.

რა თქმა უნდა, ოჯახი და სამსახური პირველ და მეორე ადგილზეა, თუმცა სხვაობა ვარჯიშის ერთგულ და ვარჯიშის გამცდენ ადამიანებს შორის არის ის, რომ ერთგული ადამიანი ფიქრობს – თავად უკეთესი  მშობელი და თანამშრომელია, როდესაც ვარჯიშობს.

ასე რომ, სამსახურისგან და ოჯახისგან ვარჯიშისთვის მცირე დროის დათმობით მათ სჯერათ, რომ საკუთარი ემოციური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო რამეს აკეთებენ.

უფრო მეტიც, როდესაც ყოველდღიური ცხოვრება საკმაოდ სტრესული და დამღლელია, სპორტდარბაზში მისვლა, ფეხით გავლა ან ველოსიპედით, ან სულაც ცურვა, ბევრად უფრო მარტივს გახდის მას.

კიდევ უფრო სასარგებლო იქნება, თუკი ამ ყველაფერში ოჯახის წევრები და მეგობრები შემოგიერთდებიან.

მარტო ვარჯიში

ახალბედებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მხარდამჭერითი ქსელი მეგობრებისა და ოჯახის წევრების შემადგენლობით.

ზოგადად, ძალიან რთულია, მიიღო გადაწყვეტილება და მარტომ დაიწყო დარბაზში სიარული, მით უმეტეს – იპოვო მოტივაცია.

ასევე ნახეთ:  რა სიხშირით უნდა ავარჯიშოთ კონკრეტული ჯგუფის კუნთები?

კვლევების შედეგად დასტურდება, რომ მეგობარი ან დამხმარეც კი ზრდის წარმატების მიღწევის შანსს.

საკუთარი იმედგაცრუებისა და წარმატების გაზიარება სავარჯიშო დღეს უფრო სასიამოვნოს გახდის.

როდესაც მარტო არ ხართ, მარტივდება ვარჯიშების არჩევა, სარბენი ბილიკიც აღარ არის მოსაწყენი, რადგან შეგიძლიათ, ისაუბროთ, იცინოთ…

ასევე, იოგას ჯგუფური გაკვეთილი კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება, რადგან შეგიძლიათ, შეეჯიბროთ ერთმანეთს და გამოწვევის სახე მიიღოს ვარჯიშმა.

სასარგებლოა ჯგუფურ ვარჯიშებში ჩართვა, რაც უდიდესი საშუალებაა ახალი მეგობრების შეძენის და ვარჯიშის დროის უფრო მხიარულად გატარების.