ფიტნესიწონაში კლებაწონის კორექცია

რატომ ჯობს ვარჯიში დილით?

ვარჯიში დილით გირჩევნიათ? როდისაა ყველაზე კარგი ვარჯიში ცხიმის წვის თვალსაზრისით?

ბევრი ადამიანი უშედეგოდ ვარჯიშობს,  მათი წონაში კლება ისე არ მიდის როგორც საჭიროა.

თუ მათ შორის ხართ, ხომ არ ჯობს დილის ვარჯიში არჩიოთ? 

დილას მეტი ცხიმი იწვის

თუ ადამიანი ივარჯიშებს დილით საკვების მიღებამდე, 20%-ით მეტი ცხიმები დაიწვება, ვიდრე დღის განმავლობაში იგივე ხანგრძლივობით ვარჯიშის შემთხვევაში, ამტკიცებენ მეცნიერები ნორტუმბრიის უნივერსიტეტიდან.

როგორც აღმოჩნდა, ვინც დილით ვარჯიშობს, დღის განმავლობაში არ იღებს ზედმეტ კალორიებს და არ გრძნობს მადის მოზღვავებას სადილის დროს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათი ორგანიზმი არ საჭიროებს დილის აქტივობის კომპენსირებას, რის გამოც ისინი კარგავენ 20%-ით მეტ ცხიმოვან ქსოვილს იმ ადამიანებთან შედარებით, ვინც ნასაუზმევს ვარჯიშობს.

ვარჯიში დილით და კალორიების სხვაობა

ცხიმის ფენების მოსაშორებლად საჭიროა დაიწვას იმაზე მეტი კალორია, ვიდრე ვღებულობთ.

რაც უფრო მეტია განსხვავება ამ ორ მაჩვენებელს შორის, მით უფრო ეფექტურია ვარჯიში, შესაბამისად ფიზიკური დატვირთვა დილით ადრე უზმოზე ზრდის დახარჯული ენერგიის რაოდენობას, რომლის უმეტესი ნაწილი იხარჯება კანქვეშა ცხიმების წვის ხარჯზე.

ამიტომაც ასეთი ვარჯიშის სარგებლიანობა გაცილებით თვალსაჩინოა.

ამასთან, დილით საკვების მიღებამდე ფიზიკური ვარჯიში არ მოქმედებს მადაზე და არ იწვევს შედარებით მეტად ცხიმიანი საკვები პროდუქტების მიღების სურვილს.

ძილი

დილის ვარჯიშის კიდევ ერთი უპირატესობა ადრე დაძინებისა და ადრე გაღვიძების ფაქტორია, რაც გარდა იმისა, რომ რეჟიმში ჩაგვსვამთ, გვეხმარებათ იმაშიც, რომ უფრო კონცენტრირებულები იყოთ სკოლაზე, უნივერსიტეტსა თუ სამსახურზე.

ხასიათი

დილით ვარჯიშის კიდევ ერთი დადებითი ეფექტი, ფორმაში ჩადგომის გარდა, არის ისიც, რომ თქვენი ხასიათი გაუმჯობესდება.

დიახ, შეიძლება პირველ, ორ, სამ ვარჯიშზე ამას ვერ მიხვდეთ და პირიქით, ცუდ ხასიათეც იყოთ ამ დროს, მაგრამ როგორც კი რეჟიმს შეეჩვევით და ნელ-ნელა აღარ გაგიჭირდებათ დილით ადგომა, მიხვდებით, რომ თქვენი ხასიათი უმჯობესდება.

ეს კი ვაღიაროთ, რომ თქვენს გარდა გარშემომყოფებზეც დადებითად აისახება.

 

ასევე ნახეთ:  რა დროა საჭირო მიღებული ფორმების დასაკარგად? | ფორმის დაკარგვა