ფიტნესიწონაში კლებაწონის კორექციაწონის მომატებაწონის შენარჩუნებაჯანმრთელობა

10 მიზეზი, რატომ გჭირდებათ ვარჯიში რეგულარულად (წონაში დაკლების გარდა)

ალბათ, თქვენთვის არაერთხელ უთქვამთ, რომ ვარჯიში კარგია და ეს ნამდვილად ასეა, თუმცა ვარჯიში იმაზე მეტი რამისთვის არის კარგი, ვიდრე წონაში დაკლება ან კუნთის მასის გაზრდაა. გთავაზობთ ათ მიზეზს, რატომ უნდა ივარჯიშოთ რეგულარულად.

ვარჯიში დაგეხმარებათ მეხსიერების გაუმჯობესებაში

შეგიმჩნევიათ, რომ შედარებით უკეთ აზროვნებთ ვარჯიშის შემდეგ? არაერთი კვლევის თანახმად, ვარჯიშს შეუძლია გააუმჯობესოს თქვენი მეხსიერება და დაგეხმაროთ უკეთ სწავლაში და მუშაობაში.

რა თქმა უნდა, შრომატევადი სამუშაოს წინ ინტენსიურ ვარჯიშს შესაძლოა მოჰყვეს დაღლილობა, თუმცა, უდავოა, რომ ეს ორი ასპექტი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.

ვარჯიშის შედეგად გექნებათ სხეულის უკეთესი მდგომარეობა და დგომის მანერა

სხეულის კარგი მდგომარეობა, დგომის კარგი მანერა მნიშვნელოვანია და  ერთ-ერთი საუკეთესო გზა აღნიშნულის გასაუმჯობესებლად თქვენი კუნთების ვარჯიშია.

რეგულარულ ვარჯიშს, იქნება ეს მდგომარე, თუ მწოლიარე რეჟიმში, შეუძლია გააუმჯობესოს თქვენი დგომის მანერა და სხეულის მდგომარეობა.

მოგემატებათ თავდაჯერებულობა

ცალსახაა, რომ ვარჯიშის შედეგად უმჯობესდება თქვენი გარეგნობა, თუმცა ვარჯიშს შეუძლია გააუმჯობესოს თქვენი თავდაჯერებულობაც.

ვარჯიში დაგეხმარებათ თავი წარმატებულად და სოციალურად აქტიურ პიროვნებად იგრძნოთ ( თუ სპორტდარბაზში ვარჯიშობთ).

ვარჯიშით შეამცირებთ სტრესს

ჩვენ ყველას გვაქვს სტრესული პერიოდები ცხოვრებაში, რაც შესაძლოა მხოლოდ ერთი წარუმატებელი დღით ან ქრონიკული  პრობლემებით იყოს გამოწვეული.

სტრესს რეალურად დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ჩვენს გონებაზე, თუმცა, კვლევების თანახმად, ვარჯიშის შემთხვევაში, შეძლებთ დააკომპენსიროთ აღნიშნული.

ვარჯიში კარგი საშუალებაა ამ მიზნის მისაღწევად.  შედეგად თქვენ სხვა საკითხზე ახდენთ სრულ კონცეტრაციას, რაც ამცირებს სტრესს.

ასევე ნახეთ:  სხეულის იდეალური წონა სიმაღლის მიხედვით

უკეთესად დაიძინებთ

თუ ოდესმე პრობლემა გქონიათ ძილთან დაკავშირებით, National Sleep Foundation-ის თანახმად, რეგულარული ვარჯიში დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში.

საუკეთესო დრო ვარჯიშისათვის არის დილა ან შუადღე და არა ძილის წინ – თუ თქვენ დაძინებამდე ძალიან მოკლე დროის შუალედში ივარჯიშებთ, ამას შესაძლოა, პირიქით, უარყოფითი ეფექტი ჰქონდეს.

საბედნიეროდ, არსებობს სხვა არაერთი გზა, რითიც შეგიძლიათ განიტვირთოთ დაძინებამდე.

გექნებათ უფრო მეტი ენერგია

შესაძლოა უცნაურად ჩანდეს ეს სათაური, რადგან, როგორც მიიჩნევა, ვარჯიში გაცლით ენერგიის დიდ ოდენობას, თუმცა რეგულარული ვარჯიში გაგხდით ბევრად უფრო ენერგიულს მთელი დღის განმავლობაში.

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, დღის შუა პერიოდში ვარჯიშს შეუძლია თავი ბევრად უფრო ენერგიულად და პროდუქტიულად გაგრძნობინოთ მთელი შუა დღის განმავლობაში.

რა თქმა უნდა, შეგიძლიათ სცადოთ ფეხით სეირნობა საღამოს, თუმცა საუკეთესო დრო ვარჯიშისათვის დღის შუა პერიოდია.

გექნებათ უკეთესი სექსი

დიახ, კვლევებმა უჩვენა, რომ რეგულარული ვარჯიში  მამაკაცებში ერექციული დისფუნქციის რისკს ამცირებს, რადგან ვარჯიში ხელს უწყობს ცირკულაციის პროცესს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სექსის დროს.

უფრო იშვიათად გახდებით ავად

არავის მოსწონს ავად ყოფნა, ვარჯიშს კი შეუძლია ამ დროს დაგეხმაროთ.

კვლევების თანახმად, ადამიანები, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ, უფრო ნაკლებად მიდრეკილნი არიან გაციებისა და გრიპისაკენ.

ივარჯიშეთ და აგიმაღლდებათ იმუნიტეტი

იცხოვრებთ უფრო დიდხანს

ჯანსაღად ცხოვრება დაგეხმარებათ იცხოვროთ უფრო დიდხანს.

ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ვარჯიში აუმჯობესებს თქვენს სიცოცხლის ხანგრძლივობას, ისევე, როგორც სიგარეტის მოწევაზე თავის დანებება.

ასევე მართალია ისიც, რომ მთელი დღის განმავლობაში გაუნძრევლად ჯდომა ცუდად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე.

ასევე ნახეთ:  წონაში დაკლება ძილის დროს • 8 რეკომენდაცია

იქნებით ბედნიერი

ყველა ეს მიზეზი ერთად, ცხადია, თქვენს ბედნიერებასთანაა დაკავშირებული.

რეგულარული აქტიურობა ბევრ სხვა აქტივობაშიც დაგეხმარებათ მთელი ცხოვრების განმავლობაში. თქვენ მხოლოდ ვარჯიშის ჩვევად ჩამოყალიბება გჭირდებათ.

ბრისტოლის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად,  ხალხის განწყობა სხვაგვარი იყო იმ დღეებში, როცა  ვარჯიშობდნენ.

ასე რომ, გამონახეთ დრო ვარჯიშისათვის და იქნებით უკეთესად.