ფიტნესიწონაში კლება

უნიკალური ვარჯიში წონის დასაკლებად სახლის პირობებში

წონის კლების ეს მეთოდი რეკომენდებულია იაპონელი ექიმის, ტოშიფუკუთსუძის მიერ. ის გარანტიას გაძლევთ, რომ ერთი თვის შემდეგ თქვენ აღფრთოვანდებით შედეგით, თუ ინსტრუქციას ზედმიწევნით მიჰყვებით. აღნიშნული ვარჯიშის ფუნქცია როგორც წელის და მუცლის მიდამოში ცხიმის მოცილება, ისე მუცლის და ზურგის კუნთების გაძლიერებაა.

უმჯობესია თუ 1 წუთიდან დაიწყოთ და ნელ-ნელა ახვიდეთ 5 წუთამდე, რადგან ვარჯიში იმაზე ბევრად რთულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

ფოტო: Brightside

ვარჯიში სახლის პირობებში – აი, ინსტრუქციაც:

  1. თავდაპირველად აიღეთ საშუალო ზომის პირსახოცი დაახვიეთ ისე, რომ დაახლოებით 40 სანტიმეტრი სიგრძის და 10 სანტიმეტრი სიგანის სქელი ცილინდრის ფორმა მიიღოთ. შემდეგ შემოახვიეთ მას სქელი ძაფი ან თოკი.
  2. დაჯექით იატაკზე, სადაც დაფენთ სავარჯიშო ლეიბს ან პლედს და დახვეული პირსახოცი ამოიდეთ წელის ქვეშ.
  3. ძალიან ფრთხილად დაწექით ზურგზე, ამ დროს დახვეული პირსახოცი ხელით გიჭირავთ. ყურადღებით! დახვეული პირსახოცი აუცილებლად ჭიპის გასწვრივ უნდა იდოს!
  4. ფეხები მხრების სიგანეზე გაშალეთ. შეაერთეთ ფეხის წვერები ისე, რომ თითები მაქსიმალურად ეხებოდეს ერთმანეთს.
  5. გადაიტანეთ ხელები მხრებს უკან, ხელისგულები ქვევით უნდა იყოს მიმართული. ნეკა თითები კი ერთმანეთს უნდა ეხებოდეს. დარწმუნდით, რომ ფეხის ცერა თითები და ხელის ნეკები ერთმანეთს ეხება.
  6. იწექით ამ პოზაში 5 წუთით.
  7. ვარჯიში ნელა დაასრულეთ, უცაბედი მკვეთრი მოძრაობების გარეშე.
ასევე ნახეთ:  12 პროდუქტი, რომლებიც რამდენიც არ უნდა ჭამოთ არ გაგასუქებთ