ფიტნესიწონაში კლებაწონის კორექცია

რამდენი ვარჯიში გჭირდებათ წონაში დასაკლებად? | ხანგრძლივობა

ვარჯიშის ხანგრძლივობა გაინტერესებთ წონაში დასაკლებად?

ჩვენ ვეცდებით აგიხსნათ, კონკრეტულად ეს დრო რატომ არის ყველაზე ეფექტურად წონის კლებისთვის.

როდესაც საქმე წონის კლებას ეხება, ვარჯიში შესაძლოა იყოს დალოცვაც და წყევლაც კი:

მეტი კალორიის დაწვა, ვიდრე მიღება, რა თქმა უნდა, არის ბაზისური წონის კლების რეცეპტი და ვარჯიშიც აუცილებლად დაეხმარება ცხიმის წვას.

თქვენი ვარჯიშის სახეობამ შესაძლოა გააღვიძოს შიმშილის ჰორმონები, რომელიც თავის მხრივ ზედმეტი საკვების მიღებას იწვევს, ან ჩაანაცვლოს ის კალორიები, რომელიც ვარჯიშისას დაწვით.

კვლევამ დაადგინა, რომ ინტენსიური ვარჯიში (სადაც გულისცემის მაჩვენებელი 75%-ით იზრდება) გავლენას მოახდენს შიმშილის ჰორმონზე (Ghrelin-ზე), რაც გამოიწვევს მადის უკმარისობას.

“მაღალი ინტენსივობის ვარჯიში სისხლს ანაწილებს კუჭიდან და ნაწლავები საჭიროებენ უფრო დიდ სისხლის ცირკულაციას კუნთებთან, რაც შესაძლებელია მადის უკმარისობის გამომწვევი ფაქტორი აღმოჩნდეს. რასაც ადგილი არ აქვს შედარებით ნაკლებად ინტენსიური ვარჯიშის დროს.“

– განმარტავს დევიდ სტენსელი, ინგლისი, ლიუკარფორის უნივერსიტეტის სავარჯიშო მეტაბოლიზმის ლექტორი, რომელსაც უამრავი კვლევა აქვს ამ თემაზე ჩატარებული.

ვარჯიშის შემდგომი ეფექტი გრძელდება რამდენიმე საათი, შესაძლებელია რამდენიმე დღეც კი.

ერთ-ერთი ფაქტორი ხანგრძლივობაა.

“თუ ადამიანები ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვარჯიშობენ, შიმშილის მოთმენა არ უნდა იყოს ისეთივე დიდი“.

– ამატებს ის. 30-45 წუთი სირბილი უკეთესია, ვიდრე მაგალითად 60-90 წუთი სიარული, დიდ ენერგიას დახარჯავთ, მაგრამ თქვენი მადა დაქვეითებული იქნება.

ბოლოდროინდელი კვლევები შემდეგი ინტერვალებით გვთავაზობენ ვარჯიშს.

30 წამიანი ცვალებადი ვარჯიშები წუთობრივი აღდგენებით- შესაძლებელია მცირე ზღვარის ქონაც უწყვეტ ენერგიულ ვარჯიშებთან.

ასევე ნახეთ:  ნიშნავს თუ არა მეტი ოფლი უკეთესად ვარჯიშს?

კიდევ ერთი წონის კლების რჩევა ბონუსად:

“მაღალი ინტენსივობის ვარჯიშის შემდეგ თქვენი სხეული განაგრძოს ცხიმის წვას, მაშნაც კი როდესაც აღარ ვარჯიშობთ.“

ამბობს ტონი მალონი, ამერიკული კოლეჯის სპორტული მედიცინისა და ფიტნესის მთავარი მენეჯერის სპიკერი.

ნაკლებად დატვირთული ვარჯიში არ მოგცემთ იგივეს – ვარჯიშის შემდეგ ცხიმის წვას.

არ იცით როგორ უნდა ივარჯიშოთ და იკვებოთ სწორად? ამაში ჩვენ დაგეხმარებით. დააჭირეთ ამ ბმულს მეტი ინფორმაციისთვის